четверг, 25 июня 2015 г.

ამაზე პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ

საპროტესტო გამოსვლებს სომხეთში რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა უკვე მოუძებნა სახელი "ელექტრომაიდანი", იმ იმედით, რომ ეს საპროტესტო გამოსვლები არ გასცდება სოციალურ ფარგლებს. არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ სოციალურ მოთხოვნებს თან დაერთოს პოლიტიკურიც - ძალიან დიდია!
ამას მაფიქრებინებს ის, რომ სომხეთის ენერგოსფეროში გაბატონებული მდგომარება რუსეთის ენერგოკომპანიებს უჭირავთ. მეორეც, სომხეთ წევრია ევრაზიული კავშირის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რადგან რუსეთი დომინიონია ამ კავშირში, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ დაწესებული სანქციებით გამოწვეული კრიზისი ევრაზიული კავშირის ყველა წევრს შეეხო, რა თქმა უნდა მეტ-ნაკლებად. რადგან სომხეთი ძირითადად რესურსდამოკიდებულ სიტუაციაშია, ზემოთნახსენები კრიზისი მას ყველაზე ძლიერად შეეხო! 
ეს კიდევ არაფერი: რუსეთის მთავრობა მოცემულ სიტუაციაში, ჩემი აზრით, არადექვატურ გადაწყვეტილებებს ღებულობს: იმის მაგივრად, რომ შეეცადოს სომხური კრიზისიდან რეალური გამოსავალი მოძებნოს, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მან სომხეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფით სავსე სამი თვითმფრინავი გაუშვა!!! 
ეს კი კარგს არაფერს მოასწავებს! 
სომხეთის გარდა რუსეთისამი დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ აფხაზები, რადგან მათ არ მიიღეს რუსეთიდან ბიუჯეტისთვის განკუთვნილი თანხები: http://www.timer.ge/?p=32193
ყოველივე ზემოთთქმული კი იმის მომასწავებელია, რომ სამხრეთ კავკასიაში ესკალაციის ახალი ტალღა იწყება!
რას უნდა ელოდოს საქართველო, ვითარების გამწვავების შემთხვევაში?
არაფერ კარგს, რადგან თუ სომხეთის ხელისუფლება არ შეასრულებს მომიტინგეთა მოთხოვნებს, მაშინ აქცია პოლიტიკურში გადაიზრდება! ხელისუფლების მხრიდან ერთი დაშვებული შეცდომა, ანუ საპროტესტო აქციის ძალით დაშლას შესაძლოა მოჰყვეს შეიარაღებული დაპირისპირება, რუსეთი ამას სათავისოდ გამოიყენებს და ყოველნაირად შეეცდება საკუთარი სამხედროები ან აზერბაიჯანის ან საქართველოს გავლით გაატაროს სომხეთსაკენ. ეს კი დაძაბულობას ერთი ორად გაზრდის. მე არ ვიცი თუ რა რეაქცია მოჰყვება ოფიციალური თბილისიდან ასეთ ქმედებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ოფიციალური ბაქო ამას არ დაუშვებს! 
ამას კი უეჭველი სამხრეთ  კავკასიაში მეორე ომი!
ამ ეტაპზე ძალთა ბალანსი არ არის სამხრეთ კავკასიის მხარეზე! 
თუმცა არის მოვლენათა განვითარების მეორე სცენარიც: სომხეთ საკმაოდ დიდი დიასპორა ჰყავს რუსეთის ტერიტორიაზე, რომელსაც შეუძლია გარკვეული გავლენა მოახდინოს პროცესებზე.  
და ბოლოს ყველაფრის მიუხედავად სომხეთი, რუსეთის მსგავსად მცოცავ ანექსიას ახორციელებს საქართველოს მიმართ!                       http://archiveshare.net/archive/25062015/http://haqqin.az/news/47597/?archSh=1
თუ ასე გაგრძელდა საქართველოს მისი კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნება იარაღის ძალით მოუწევს! ამაზეც უნდა ვიფიქროთ! 









Комментариев нет:

Отправить комментарий