воскресенье, 19 октября 2014 г.

ბათუმური კურიოზები - ბრინჯო

70-80-იან წლებში, ბათუმში ერთი გიჟი დადიოდა, ყველა ბრინჯოს ეძახდა. ბათუმელებიდან ძალიან ცოტამ თუ იცოდა, რომ მას გიორგი ერქვა, მისი ბოლო გვარი კი ენდიძე იყო. ფაქტიურად ყველა წელს იცვლიდა გვარებს. დედაჩემი იმ დროს ქალაქის უფროსი პასპორტისტი იყო და ხშირად დადიოდა ბრინჯო საპასპორტოში გვარის გამოსაცვლელად. ისე როგორც ამბობენ ადრე ეს ბრინჯო ინჟინერი ყოფილა, მაგრამ მისი გაგიჟების მიზეზი არავინ იცოდა. ხან რას აბრალებდნენ მის სიგიჟეს და ხან რას. თუმცა ეს არ არის დღევანდელი საუბრის თემა.
პერესტროიკა რომ დაიწყო ბრინჯო სრულიად გამოიცვალა, უფრო სწორადგარდერობი შეიცვალა და ახლა ქალის კაბით დაიარებოდა ქალაქში. რომ ჰკითხავდნენ რატომ გააკეთე ბრინჯო ასეო, ტუჩებს გადმოაბრუნებდა, ხმას დაიწვრილებდა და ისე იტყოდა:
-პერესტოიკა გარდაქმნას ნიშნავს და მეც ამიტომ გარდავიქმენიო!
ერთ მშვენიერ დღეს, ბრინჯო როგორღაც შეიპარა სამშობიაროში და თანაც იქ სადაც მელოგინეებს ამშობიარებენ. დაინახა ცარიელი საოპერაციო მაგიდა, წამოწვა და აკივლდა მშობიარესავით.
შემოვარდნენ გინეკოლოგი და ბებიაქალი, დაინახეს მაგიდაზე დაწოლილი "მშობიარე" და დაიწყეს მზადება "ბავშვის" მისაღებად, ისე რომ სახეს არც კი დააკვირდნენ.
ბრინჯოც მათ რეკომენდაციებს გულდასმით ასრულებდა, შიგადაშიგ წამოიკივლებდა ხოლმე.
წარმოიდგინეთ ბებია ქალისა და გინეკოლოგის შოკი, როდესაც გადააშლევინეს ფეხები და საძაღლე დაინახეს. ბრინგო კი აგრძელებდა ჭინთვასა და კვნესას!
ბოლოს და ბოლოს, შოკიდან დამოსულმა სამედიცინო პერსონალმა იცნო ბრინჯო და სანიტრები გამოიძახა მის გასაძევებლად. ჩვენი გმირი სანამ გამოაგდებდნენ სამშობიაროდან ერთსა და იმავეს იმეორებდა:
-ახლა პერესტროიკაა და მეც შემიძლია ბაღანა დავბადოო!!!

1985 წელია. სკოლა რამდენიმე დღეა რაც დავამთავრე. აბიტურიენტის სტატუსი მაქვს მშობლებისგან მიღებული და მთელი დღეებით "ჭრიჭინასავით" ვემზადებოდი მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად. 
ერთ დღესაც მოვდივარ მორიგი "მეცადინეობიდან" ანუ ზღვიდან. ვხედავ ბრინჯო ვიღაცას გულიანად აგინებს: გავხედე გინების მიმართულებით: იქ კიდევ ირი მუტრუკი მასტი დგას და იცინის. ბრინჯოს გავუსწორდი თუ არა, იგი ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა: 
- მე ვარ შტერი და გიჟი, თუ აგენი. მე მაგათ დედას ვაგინებ, ესენი კი აბდლებივით იცინიან! 
მაშინ ვნახე პირველად თუ როგორ ასდის ადამიანს ცისარტყელას ფერები! 

Комментариев нет:

Отправить комментарий