среда, 8 октября 2014 г.

ყველა თავზე გაგვაჯდა

ბოლო ოცდასამი წლის განმავლობაში, რაც გაკეთდა საქართველოში, ყველაფერი საქართველოს მოქალაქის საზიანოდ კეთდებოდა და კეთდება. ათასი ჯურის ჭკუის მასწავლებელი გამოჩნდა ამ პერიოდში. ყველა ერთმანეთის გამომრიცხავად გვასწავლის ჭკუას. ხოლო საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება კი - ისე ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს, რომ საკუთარ ხალხს სულ არ ეკითხება. ან და რატომ უნდა შეეკითხოს? ისინი ხომ საქართველოს მოსახლეობამ "ერთხელ და სამუდამოდ" აირჩია. არჩევნებიდან არჩევნებამდე. მერ წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდში მიდის დაკადაკა არა მე ვარ გამარჯვებული და არა მეო. იწვევენ უამრავ უცხოელ დამკვირვებლებს და ისინი ამ პერიოდისათვის კარგად ნაჭამ-ნასვამებიც იმ პარტიას უჭერენ მხარს ვინაც უკეთესი მასპინძლობა გაუწია და ზედმეტი პოლიტიკით არ შეაწუხა! ყოველი შემთხვევისათვის ასე იყო 2012 წლის არჩევნებამდე. 
ამ პოლიტიკურ ვაკხანალიაში მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანე: არც ერთი ხელისუფლება, გინდ არჩეული, გინდ თვითდასმული არასაოდეს არ ფიქრობს საკუთარ მოსახლეობაზე. ერთხელ არჩეულს თავი ქვეყნის ბატონ-პატრონი ჰგონია და თავისი პოზიციების კიდევ უფრო გასამაგრებლად მოსახლეობას კი არა მიმართავს, არამედ ევროპაში გადის და იქედან ღებულობს "რეკომენდაციებს" აუცილებელი შესრულებისათვის!!! რათა შემდეგ  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას რიხიანად მოახსენონ: "აი ბატონო! რაც მითხარი შევასრულე!" მოსახლეობის 100 % თქვენი ერთგულია. ისინიც ეფემერულ დაპირებას და ახლა უკვე მკაცრად შესასრულებელ მაგრამ ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულ "რეკომენდაციებს" იძლევიან. 
და ჩვენი დელეგაცია მორიგი "წარმატებებით" დაგფრთიანებული უკან ბრუნდება და მოსახლეობას კვლავ ყელში წვდება. საკუთარი კეთილდღეობა, ხომ სხვისაზე -, თუნდაც მთელი ერისაზე, მაღლა დგას.
 კაი, თითქოს შევეგუეთ და ასე თუ ისე კრიახით, მარა მაინც ვასრულებთ მათ "მოთხოვნებს"! ეხლა ეს ევროპელი სირები ჩვენს კულინარიასაც გადმოწვდნენ და აქეთ გვასწავლიან რა ვჭამოთ! კაით რა თქვე მამაცხონებულებო (ხელისუფლება - შენ გეუბნები) პატარა ტვინიც უნდა გააქანო და ცოტა დოუჭოჭო მაგ მოდეგენერატო აფერისტებს. თორე იმ საბაბით რომ ქართველთა ნასუნთქით ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია იზრდებაო - სუნთქვის აკრძალვასაც მოითხოვენ თქვენგან! ბოლოს და ბოლოს თავი თუ გაბიათ მხრებზე მეიფიქრეთ რამე ასეთი უაზრო მოთხოვნების საწინააღმდეგო. მაგალითად უჩივლეთ ევროსაბჭოში მათი ვალდებულებების შეუსრულებლობიზა. ასე კოზლა როდემდე უნდა გიჟიმჟიმებდეთ. აზერბაიჯანულმა დელეგაციამ სწორად უთხრა მათ მიხედეთ თქვენს ბოზ მამიდასო! დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამოხვიდოდით! გახსოვდეთ, რომ მთავარია არა ნდობის ხარიხსხი ევროპაში - არამედ აქ საქართველოში.
აქ პარლამენტში და ტელევიზიებში ჩემხელა ენას გადმოაგდებთ და მჭევრმეტყველებთ. იქ კი რა გემართებათ ბლუკუნებთ ოროსანივით და "მასწავლებლებს" გუნდრუკს უკმევთ! იმიზაა, რომ ყველა გაგვაჯდა თავზე!

ხომ არ დადგა დრო, რომ კი არ ვთხოვოთ, არამედ მოვთხოვოთ ევროპას დანაპირებების შესრულება?!

Комментариев нет:

Отправить комментарий