четверг, 18 декабря 2014 г.

ექსპერიმენტების ქვეყანა

ერთ დასკვნამდე მივედი: თუ ვინმეს სურს, რომ იხილოს სახელმწიფოებრიობის დეგრადაციის პროცესი, შორს წასვლა არ სჭირდება, დაკვირდეს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და სათანადო დასკვნები მისით გაჩნდება. რაც დრო გადის სულ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა აღებულია, როგორც გლობალური ექსპერიმენტის ობიექტი და ყველას, ვისაც არ ეზარება თავის ექსპერიმენტს ატარებს აქ. შედეგად საქართველო კარგავს თავის ტერიტორიებს და არამარტო. თავისი სახელმწიფოებრიობის დასაწყისში, ერთ მუშტად შეკრული ერი, ყოველგვარი ხილული მიზეზების შედეგად, ყველასათვის მოულოდნელად,  უცებ დაიშალა რამდენიმე დაპირისპირებულ სეგმენტად: პრორუსულ, პროევროპულ, პროთურქულ და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ ამ სეგმენტს მწყობრად არ გააჩნია მწყობრი იდეოლოგიური სისტემა, თუმცა ყველა ცდილობს ხელისუფლების ხელში ჩაგდებას! გაურკვეველის თუ ვინ მართავს ამ პროცესებს. ქართული სახელმწიფო იქცა კორპორაციად, რომელსაც მართავს დირექტორთა საბჭო, რომელიც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისათვის მუშაობს, მოსახლეობა დაყოფილია პრივილეგირებულ და უპრივილეგიო აქციონერებად. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ამ კორპორაციის "აქციების" საკონტროლო პაკეტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ "ბოსს" ეკუთვნის, რომელიც დირექტორთა საბჭოს შორიდან მართავს. იმისათვის, რომ აიცილოს თავიდან სისტემის რღვევა ეს "ბოსი" მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკით ცდილობს უკმაყოფილებების ჩახშობას. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უკმაყოფილება თანდათან იზრდება და "ბოსი" იძულებული ხდება დიდი აფეთქების თავიდან ასაცილებლად გარკვეულ დათმობაზე წავიდეს: ასე მოხდა 2003 წელსა და 2012 წლის ოქტომბერში. ამან გარკვეული შედეგები გამოიღო: გალამაზდა "ქართული დემოკრატიის" ფასადი. მაგრამ რატომღაც ეს ფასადი თაბაშირ-მუყაოსგან აშენებულს  ჰგავს: ერთი კარგი უამინდობა და ფასადი ყინულის სასახლესავით დადნება!
მომიტევეთ ასეთი ანალოგია, მაგრამ დღეს არსებული ვითარება, ჩემი აზრით, სწორედ ამის მიმანიშნებელია.
დამერწმუნებით ალბათ, რომ საქართველოს ადგილმდებარეობა, ძალიან მიმზიდველია სხვადასხვა იდეოლოგიური ძალის მატარებლისათვის, რადგანაც ჩვენი ქვეყანა იდეალურ პლაცდარმს წარმოადგენ ევრაზიის კონტინენტზე საკუთარი ინტერესების გატარებისათვის. და სწორედ ამიტომ იქცა ჩვენი ქვეყანა ექსპერიმენტის ობიექტად.
ამაში ლომის წილი თავად ქართველებს, უფრო სწორად ჩვენს სულსწრაფობას მოუძღვის. მთავარი სურვილი ნებისმიერი დღევანდელი ქართველისა რაც შეიძლება დიდი ქონება დააგროვოს, განცხრომასა და ფუფუნებაში იცხოვროს, გავლენა იქონიოს თანამოძმეთა გარკვეულ ჯგუფზე, ამას დავუმატოთ ასევე ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სიღატაკე, უმუშევრობა და საქართველო სოციალური და პოლიტიკური ექსპერიმენტებისათვის საუკეთესო ლაბორატორია გამოდის... 
სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ საკუთარი ქვეყნისადმი განაპრობა ის, რომ საქართველო იქცა პრორუსული და პროევროპული ძალების დაპირისპირების იდეალურ პოლიგონად. ამას გარდა დღეს საქართველო კიდევ ორი, პანთურქული და ფუმდამენტალური ისლამის საფრთხის წინაშე დადგა. და ამიტომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა შესაძლებელია თუ არა ამდენი გამოწვევისა და საფრთხის თავიდან აცილება? არის სხვადასხვა ხერხები ამის თავიდან ასაცილებლად: პირველი და შედარებით უმტკივნეულო, არის ის რომ ყველაფერზე ხელი ჩავიქნიოთ და მივყვეთ დინებას. ამ შემთხვებაში ჩვენ ვკარგავთ ყველაფერ ეროვნულს, გვრჩება მხოლოდ მატერიალური კულტური ძეგლები და ათასგვარად ფალსიფიცირებული და ძალზედ სეკვესტრირებული ისტორია. 
მეორე - მფარველების ძიებაში თუ დავუბრუნდებით პრორუსულ ორბიტას კვლავ მოგვიწევს რუსიფიკატორული პოლიტიკის ისევ გადატანა, რკინის ფარდის ქვეშ ცხოვრება და ოცნება უკეთეს მომავალზე. აქაც ისტორია ძალზედ ფალსიფიცირებული და სეკვესტრირებული გვექნება და თანაც ეკონომიკურად არაფრის მომტანი არ იქნება. მითუმეტეს, რომ რუსეთთან ურთიერთობის სამის საუკუნის განმავლობაში დავრწმუნდით, რომ რუსეთი არასოდეს არ ცნობს არანაირ საერთაშორისო ხელშეკრულებას. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი მაგალითი რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე. 
მესამე - თურქულ პოლიტიკურ ორბიტაში მოქცევა, ესეც არ არის სიკეთის მომტანი საქართველოსათვის, გარდა, პირველ ეტაპზე ეკონომიკის მცირედით გამოკეთება. დანარჩენი კი... ყველაფერი რაც ქართულთანაა დაკავშირებული მხოლოდ მხოლოდ ტომობრივ ფოლკლორად იქცევა და თურქული იმპერიის უმნიშვნელო დანამატად იქცევა! ამის მაგალითსათვის საკმარისია გადაიკვეთოს თურქეთის საზღვარი!
მეოთხე ყველაზე უფრო რადიკალური და გმადგურებელია არის ისლამური იმპერიალიზმი! მართალია ეს ტემინი პირველად მხოლოდ ამ სტატიაში გამოჩნდა, მაგრამ ყველაზე უფრო ის ასხავ დღევანდელი ფუნდამენტალური ისლამის ძალისხმევას - აღადგინოს მეშვიდე საუკუნის არაბული ხალიფატი! არ ჩავუღრმავდები ყველა იმ საშიშროებას რასაც გვიქადის ფუნდამენტალური ისლამი. მხოლოდ ერთს გავუსვამ ხაზს - ვკარგავთ აბსოლუტურად ყველაფერს!
მეორე გზა ამ გამოწვევებისა და საშიშროებებისადმი წინაღდგომისა არის:
1) საქართველოში ქართული თვითშეგნების ხელახალი გაღვიძება. 
2) ერთიანი ქართული, ეროვნული იდეოლოგიის ჩამოყალიბება.
3) ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვა უცხოურის ხელყოფისაგან.
4) ევროპა-ამერიკაში არა მფარველის ძიება არამედ ძლიერი მოკავშირის. რადგან ა) უკვე აშკარაა, რომ საქართელოს ევროპასთან ინტეგრაცია, მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებით შემოიფარგლება, ამასტან საქართველოს უფლებებზე მეტი ვალდებულება გააჩნია, ხოლო ევროკავშირს კი ფაქტიურად იმაზე მეტი უფლებები აქვს საქართველოში, ვიდრე ქართულ სახელმწიფოს. ბ) აშკარაა ასევე ისიც, რომ არც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ცდილობს საქართველოს მიღებას მის რიგებში. ფაქტიურად NATO-ს ყოველ სამიტზე ველოდებით გაწვრიანებას ამ ბლოკში, მაგრამ სანაცვლოდ ხან ასპირანტობას გვანიჭებენ, ხან მაპს და ა.შ. აშკარაა, რომ არ იქ ვუნდივართ, თუმცა ბოლო 10-14 წლის და შესაძლოა უფრო დიდი განმავლობაში საქართველო მონაწილეობას ღებულობდა ნატოს ეგიდით მიმდინარე თითქმის ყველა სამშვიდობო მისიაში, არა დამკვირვებლების, არამედ საჯარისო ქვედანაყოფებით... 
ყველას კარგად მოეხსენება ალიანსისა და ევროპის წინაშე დამსახურებების მიუხედავად 2008 წელს საქართველო მარტო დარჩა რუსული აგრესიის წინაშე. შედეგად ევროპა მხოლოდ შეშფოთდა. ამან კი რუსეთს გზა გაუხსნა ყირიმის ანექსიისკენ და დონბასში ჰიბრიდული ომისკენ!
5) რაოდენ პარადოქსლურად არ უნდა ჟღერდეს, საქართველოს სახელმწიფომ და არა მარტო ხელისუფლებამ უნდა აღიდგინოს საკუთარი მოსახლეობის ნდობა. ეს კი ძალიან რთულა მისაღწევადია. მითუმეტეს რომ დღეს სახეზე გვაქვს მოსახლეობის სეგრეგაციის მცდელობა: სხვადასხვა უმცირესობების დომინირება აბსოლუტურ უმრავლესობაზე!

ეს არის და ეს, რაც დღეს მინდოდა მეთქვა!
მადლობა ყურადღებისათვის!
ველი თქვენს გამოხმაურებებს!









Комментариев нет:

Отправить комментарий