понедельник, 22 декабря 2014 г.

ავტორიტეტის შესახებ

მგონი არავის გასჩენია კითხვა, თუ რა ავტორიტეტით სარგებლობს საქართველო საერთაშორისო არენაზე? ჩემი აზრით, ბანანის რესპუბლიკებზე ოდნავ მაღალი! ქურდული ჟარგონით რომ ვილაპარაკო, "შნირსა" და "შესტიორკას" შორის მყარი შუალედი გვაქვს აღებული. იმიტომ რომ მთელ დროს, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, ერთმანეთში კინკლაობაში ვატარებთ არ ვერიდებით შინა ომს, ლამის ვუჩოქებთ ჩვენს დასავლელ "პარტნიორებს", რომ გაიღონ მოწყალება და თავისი ფრთის ქვეშ შეგვიფარონ! ამავდროულად, მაგრამ უკვე არაოფიციალურად, ხშირად ნახევრადოფიციალურადაც, ვცდილობთ უკვე ორგანულ მტრადგამხდარი ჩრდილოელი მეზობლისათვის ერთ ადგილზე შეძრომას. ხოლო ჩვენი ქვეყანა ჩვენი რწმენა, ისტორია, გაცთმოყვარეობა და ა.შ. ის, რითაც ასე ვტრაბახობთ გაშლილ სუფრებზე, სულ ფეხებზე გვკიდია როდესაც გამოვფხიზლდებით. მერე ყველა ვიხსენებთ იმ დროს, როდესაც 25 მათენათ მოსკოვში გადავფრინდებოდით ხოლმე  და იქ რესტორნებს "ვხურავდით"! დღეს კი - ვიღაცამ გადაიღო, რომ სპილომ ეზოში დაგდებული ნაგავი აიღო, და ამ ვიდეოს ჩვენი ქართველებისათვის დამაცირებელი ანოტაცია გაუკეთა, თან მრავალი გრამატიკული შეცდომით და ინტერნეტში გამოაქვეყნა! იმას კი არ მივაქციეთ ყურადღება, რომ რომ ანოტაციით იმ საიტმა (სხვათაშორის ერთერთი ქართული საიტია) სრულიად საქართველოს სულში ჩაგვაფურთხა, არამედ იმას, თუ როგორი ჭკვიანია სპილო და ა.შ. და ა.შ. თუ ვიღაც მორალური მახინჯი გადაიღებს საშინელ კადრებს და გაავრცელებს, კომენტარებში ყოველთვის ვნახავთ აი ესა ვართ ქართველები, სულით მახინჯები. ვაბრალით ყველაფერს ერთმანეთსა და მთავრობას...
ქართველთა ზნედაცემაში ლომის წილი მთავრობასაც ურევია, მაგრამ თავად ჩვენი ბრალია, რომ ერთხელ რომ ჩავყავით ფეხი ცოდვის "თბილ" ნეხვში, "სითბო და კომფორტი" ვიგრძენით, უკან მისი ამოღებისა და გაწმენდის ნაცვლად, მეორეც ჩავყავით.
საიდან გვექნება საერთაშორისო ავტორიტეტი? საკუთარს არ ვაფასებთ, სხვისი მოგვწონს და სხვისი გვშურს! ყველაფერი ერთად გვინდა! მაგრამ "ჰემ კაკოი და ჰემ კუკუი" ერთად არ გამოვა, რაც არ უნდა ვეცადოთ. სხვადასხვა ჯურის მკითხავ-მჩხიბავების გვწამს, ხოლო საკუთარ დედა-ეკლესიას, მის მსახურებს ლაფს ვესვრით, ვცდილობთ მათ თვალში ბეწვის მოძებნას, მაგრამ საკუთარ თვალში მორების საყადელს კი ვერ ვხედავთ!
ახლა რაც ვასწავლით ახალგაზრდობას? ფაქტიურად დღევანდელი საქართველოს განათლების სისტემა საერთოდ მოშორებით დგას განათლებისაგან! მოსახლეობის წიგნიერება დაეცა, სკოლებში აღარ ისწავლება ქართული ენის გრამატიკა. ძალიან მცირე მოცულობების და ამასთან ფაქტიურად უშინაარსო სახემძღვანელოები მომრავლდა. საქართველოს ისტორიას სკოლებში იმზე ნაკლები დრო აქვს დათმობილი, ვინემ ეს კომუნისტების პერიოდში იყო! ფიზიკა-მათემატიკაზე ხომ საუბარიც ზედმეტია!
საიდან უნდა გვქონდეს ავტორიტეტი, თუ მილიონზე მეტი ჩვენი თანამოაქლაქე უცხოეთშია გადახვეწილი და იქ მიზერულ ხელფასზე მუშაობს და მის ნაწილს საქართველოში აგზავნის რათა ოჯახი გამოკვებოს! წრსული ხელისუფლება იმას გვიჩიჩინებს, რომ საქართველოს ეკონომიკა დაეცა. ტყუილია ბატონებო, ტყუილი! როგორ უნდა დაეცეს ის, რაც არასდროს არ ყოფილა? 
ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა მოვეგოთ გონს?











  

Комментариев нет:

Отправить комментарий