пятница, 28 ноября 2014 г.

კიდევ ერთხელ არჩევანის შესახებ

ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის,
ჭკვა ცოდნით მოიხმარების!!!


სამწუხაროდ, უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ საფუძვლიანად დაგვავიწყდა არა მარტო დავით გურმიშვილის, არამედ სხვა ქართველ ბრძენთა დიდაქტიკური შეგონებანი! ეს განსაკუთრების ქართული პოლიტიკური ელიტის ყველა ეშელონში იგრძნობა და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ებოლას, უფროს სწორად "ისპანკა"-ს ვირუსივით მთელ ერს გადაედო. უჭკუობისაგან კი ვაქცინა ჯერ არ გამოუგონებიათ! შესაშური, იდიოტიზმში გარდამავალი სიჯიუტით, თავით ვცდილობთ ჩვენს წინ აღმართული რკინაბეტონის კედლების განგრევას, მხოლოდ იმიტომ, რომ ვნახოთ დავინახოთ თუ რა არის იქ! კედლებში შიგადაშიგ ჩატანებულ კარებშიც არ გვიშვებენ მრავალი ობიექტური თუ აბსურდული მიზეზის გამოგონებით! 
ჩვენ კი აუცილებლად გვინდა იქ მოხვედრა! რატომ ამ კითხვაზე პასუხი იმდენად ბუნდოვანია, რომ ერთი დალაგებული აზრის გამოტანა ყოვლად შეუძლებელია - რამდენი პოლიტიკოსია იმდენი აზრიცაა!...
ეს პატარა, "ლირიკული" შესავალია!
დღეისათვის ქართული პოლიტიკური აზრი ორადაა გაყოფილი: ან ევროპა და ნატო! ან რუსეთი! თუმცა რუსეთის მომხრეების აქტიურობა "ბურუსითაა" მოცული (კაგებეს სკოლის გავენით ალბათ). 
არც ევროპისა და ნატოს მიმართულებით გვაქვს ნამეტანი წინსვლა. ბებერი ევროპა იმდენ მოვალეობას გვაკისრებს ყოველ წელს, რომ ჩვენზე ნაკლებად ჯიუტი ერი მიაფურთხებდა ყველაფერს და საუთარი წესებით იცხოვრებდა!...
არადა საქართველოს ისტორიის განმავლობაში იმდენი რამ გარდაგხვდენია თავს, რომ ბარე ორ ქვეყყანას შეშურდება ჩვენი ისტორიული გამოცდილების! არადა ევროპის ყველაზე უძველესი ერი ვართ (გინდ დაიჯერეთ გინდ არა). ვერც ამ გცოდნასა და გამოცდილებას ვიყენებთ! 
კარგით ბატონებო! თუ ასე გვინდა ევროპაში, სრულებით არ გვჭირდება რკინაბეტონის კედელზე თავის ჯიუტად რახუნი! თუ კედელია მისი შემოვლაც უნდა შეგეძლოს ჭკვიან კაცს ან მასზე გადასვლა!...
რამდენიმე წლის წინ პოპულარული იყო ტერმინი "საქართველოს "მეგობარი" ქვეყნები"! ეტყობა ვიღაც დაფიქრდა და დაასკვნა რომ არ შეიძლება პოლიტიკაში მეგობრების გაჩენა და ეს ტერმინი საერთოდა ამოვარდა ხმარებიდან სანაცვლოდ კი არავის არაფერი შემოუთავაზებია! ბოდიში, შემოგთავაზეს "მაპი" და ასო-ცირების ხელშელშეკრულება! 
რუსეთი? იკითხავს რუსეთისადმი "კეთილგანწყობილი" მავანი, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს მოსკოვში 25 მანეთად ცაფრენა და იქ რესტორნების დახურვა... დღევანდელი რუსეთი საქართველოსათვის ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს როგორსაც ნაცისტური გერმანია მსოფლიოსათვის 1938 წლიდან. უკვე ოცდაორ წელზე მეტია ხან დაყვავებით, ხან მოფერებით ხან დიდგულობით, ხანაც კიდევ "ნულოვანი" ვარიანტებით ვეხვეწებით რუს "ძმებს" დაგვიბრუნოს წართმეული, მაგრამ რით დამთავრდა ყველაფერი? - ომით, თანაც ამ ომის გაჩაღებაში ისევ ჩვენ დაგვდეს ბრალი! შედეგად კიდევ უფრო მეტი დავკარგეთ! 
გამოსავალს რაში ხედავო? - გაგიჩნდებათ ალბათ კითხვა! - გამოსავალი ერთია: ევროპასა და ნატოში თავშესაფრის ძიებისათვის შესაძრომად კი არ უნდა ვურტყათ ყრუ კედელს თავი, მაინც არავინ შეგვიცოდებს, არამედ უნდა ვეძიოთ მოკავშირეები! ყველგან და ყოველთვის! და არა მარტო ევროპაში! ვინც ეძებს ის იპოვისო! ჰოდა თუ ასეთი პრინციპით ვიმოქმედებთ ვერავინ ვეღარ გაბედავს ფსევდოღირებულებების ჩვენზე თავსმოხვევას. თუ მოკავშირე ხარ, პატივი მეცი და ჩემს სახლში ისე მოიქეცი როგორც გსურს რომ მოვიქცე შენს სახლში. ასეთი პრინციპი უნდა იყოს მოკავშირეებში! პაწა შენ დათმე პაწას მე და ორივე ავშენდებითო! და არა ის, რომ მე შენზე ასჯერ ძლიერი ვარ და შენ უნდა დათმოო! ასეთი უნდა ჭეშმარიტი მოკავშირეობა! 
ახლა მე დაგისვამთ მთავარ კითხვას: რა უფრო უპრიანია ჩვენთვის ევროკავშირსა და ნატოში შეძრომა და მათი ნარჩენებით არსებობა და ამის სანაცვლოდ არა მხოლოდ სუვერენიტეტის დათმობა, არამედ ეროვნული მენტალობის ევროპულთან ასმილაციის გზით თანდათანობითი გაქრობა! (ეს ასევე შეეხება რუსეთსაც) წამყვან სახელმწიფოთა პოლიტიკანების ყოველ დღე მენტორული ტონით საუბრის მოსმენა? თუ მოკავშირეებით გაძლიერებული ქართული სახელმწიფო, რომელისაც ყველგან ეთქმის თავისი სიტყვა?
თქვენი არ ვიცი,მაგრამ მე უკანასკნელს ვირჩევ!

დიდი მადლობა დახარჯული დროისათვის!
ველი გამოხმაურებებს!
პატივისცემით: ზაზა პატარავა


  

Комментариев нет:

Отправить комментарий