четверг, 27 ноября 2014 г.

რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობის ხელშეკრულება არაფრის მომცემია

სულ სხვა თემა მქონდა ჩაფიქრებული დღეისათვის, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო გადავიფიქრე! არავის ეგონოს, რომ რასაც ახლა ვიტყვი, ვიღაცის ავტორიტეტის გავლენით, ან ამ ავტორიტეტის გასაძლიერებლად ვწერდე! თავისუფალ ჟურნალისტებში გავდივარ აგერ უკვე ორი წელია... და არავის არ ვემორჩილები, ჩემი აზრი გამაჩნია!!!
ეს ისე, შესავლის მაგივრად...
დიდი ხმაური ატყდა აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გამო. რამდენიმე სიტყვით შევაფასებ ამ მოვლენას: "დიდი ამბავი". ამით დავასრულებდი, მაგრამ ძალიან ბევრი ოპონენტი გამომიჩნდა სამეგობროში. არადა ეს, ჩვენთვის, ქართველებისათვის არაფრის მთქმელი და არაფრის მომცემი ინფოა. მაგრამ სულ სხვაა აფხაზებისათვის!
ამ თემას ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდები, პატარა ისტორიული ექსკურსის შემდგომ.
გავიხსენოთ მეორე მსოფლიო ომი წინა პერიოდები და "დიდი სამამულო ომი" ევროპაში ყველა სახლმწიფოსთან გერმანიას გაფორმებული ჰქონდა თავდაუსხმელობის პაქტი. გადაუღცა ვინმე გერმანიასტან ომს? - არავინ. მათ შორის არც სსრკ! 
ახლა ისევ აფხაზეთის თემატიკას დავუბრუნდეთ: ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, აფხაზეთში, თუნდაც მინიმალურად ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია? იქაურ ვითარებაზე ახდენს საქართველო გავლენას! დე ფაქტო ხელისუფლება რაიმეში უჯერებს საქართველოს ხელისუფლებას? არა! და თუ ასეა ტექნიკურად აფხაზეთი დაკარგული გვაქვს. და ესენგეში გაწევრიანდება იგი, თუ რუსეთთან მოაწერს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ხელს, ეგი პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს...
ჯერ ერთი - ეს ხელშეკრულება კიდევ უფრო აღრმავებს აფხაზურ სახელმწიფოებრივ შიდა განხეთქილებას, რადგან ყველამ კარგად ვიცით თუ როგორ მოვიდა და ვინ დასვა სათავეში რაულ ხაჯინბა აფხაზეთის დღევანდელი დე-ფაქტო პრეზიდენტი! რამდენი წელი იბრძოდა ეს პირი არშემდგარი სახელმწიფოს პირველი პირობისათვის! ახლა "გამოუვიდა". 
ბუნებრივად  ჩნდება კითხვა, რა სარგებელს მოუტანს აფხაზეთს ეს ყბადარებული ხელშეკრულება? გარდა იმ რამდენიმე მილიარდი რუსული რუბლისა - არაფერს. და ისიც საკითხავია მოხმარდება თუ არა ეს თანხა მცხოვრებლებს? დღევანდელი ვითარებიდან ამ კითხვაზე მხოლოდ ასეთი პასუხი გამომდინარეობს: არანაირ სარგებელს. ამ ხელშეკრულებით აფხაზეთმა რუსული კაბალის უღელი "ნებაყოფლობით" დაიდვა კისერზე და რეალურად დაკარგა "სუვერენიტეტი". რატომ? იმიტომ, რომ აფხაზეთი ვერაფერს (თუ არ ჩავთვლით მანდარინებს) ვერ აძლევს რუსეთს, რომ სანაცვლოდ რამე მოსთხოვოს. მას არანაირი სტრატეგიული რესურსი არ გააჩნია. პორტები? აბსურდია. რადგან არც ერთი პორტი არ არის ისეთი სიღრმის, რომ დიდი წყალწყვის გემები, მითუმეტეს სამხედრო ფლოტის, დაიტიოს. ამიტომ ეს ვარიანტიც გამოირიცხა! სახმელეთო სმხედრო ბაზები? შესაძლებელია მაგრამ არა უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში: რა სჭირდება ბაზებს ტერიტორია საწვრთნელი პოლიგონები და ა.შ. მთელი ინფრასტრუქტურა და თანაც გამართული, თუ გავითვალისწინებთ, რუსეთისათვის არასახაბიელი პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებას, ეს პროექტიც, ჯერ არ დაწყებული. უკვე გაყინვის სტადიაშია. ხოლო აფხაზეთში დღეს არსებული ბაზები დამატებით მხოლოდ ერთ იმხელა კონტინგენტს თუ მიიღებს რაც დღესაა დისლოცირებული ამ დეფაქტო რესპუბლიკაში, თანაც აფხაზური კონტინგენტის საგრძნობი შევიწროვების ხარჯზე! მაგრამ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ამ რაოდენობის ჯარის შენახვა თუნდაც ერთი წლით ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. როგორც ყოველთვის ამ ხელსეკრულების საიდუმლო პუნქტებში მითითებული იქნება თუ ვინ გასწევს ხარჯებს ამისთვის. ამასაც რუსეთი აფხაზეთის მხარეს აკისრებს. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? რა და ის, რომ აფხაზთა უმრავლესობა წინააღმდეგი იყო  ამ სახით ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისა. 
მარტივი ლოგიკაა, თუ არ შეგიძლია საზიაროდ იმის გარდა რაც უკვე გაიღე, და თან ყველამხრიდან დამოკიდებული ხარ მოზიარეზე, ბოლოს და ბოლოს ეს მოზიარე გაქცევს თავის მუშად, გადაიდებს ფეხი ფეხზე და შენ გაგიწევს ექსპლუატაციას. ანუ რა გამოდის რუსეთი აფხაზეთში იმტკიცებს ბაზებს და ამით აღრმავებს დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში, მეორეს მხრივ კი აქტიურად ატარებს რუსიფიკატორულ პოლიტიკას, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო...
ნუთუ ასე საშიშია ეშმა, როგორსაც მას ხატავენ? არა მგონია, რადგან 1) რუსულ ეკონომიკას კოლაფსამდე რამდენიმე ნაბიჯი აშორებს. შეიძლება ვინმემ შემომედავოს, რომ "დიდი სამამულო ომის" დასაწყისში ანალოგიური ვითრება იყოო. ეს არის სავსებით მცდარი აზრი, რომელსაც რუსული პროპაგანდა აღრმავებს. მართალია სანამ სსრკ ჩაებმებოდა მეორე მსოფლიო ომში, მისი ეკონომიკა საკმოდ ძლიერი იყო და მხოლოდ ერთი წელი-ღა აშორებდა, რომ გადაელახა 1913 წლის დონე. მაგრამ 1941წლის 22 ივნისიდან ამავე წლის ოქტომბრამდე, მანამ სანამ მრეწველობა სამხედრო რელსებზე გადავიდოდა, ქვეყანა სრულ სტაგნაციაში იმყოფებოდა, ხოლო რაც კეთდებოდა ამ დროის განმავლობაში ფრონტისათვის, იგი არა პარტიულ-სამხედრო აპარატის, არამედ მოსახლეობის პატრიოტიზმისა და ენთუზიაზმის დამსახურება იყო. ახლა გადავხედოთ დღევანდელ რუსეთს: ყირიმის ანექსიითა და უკრაინასთან ომით მართალია მოსახლეობის პატრიოტული განწყობა ძალიან მაღალ დონეზე ავარდა. მაგრამ ეკონომიკური ვითარება რუსეთში გაუარესდა. ე.წ. დნრ-სა და ლნრ-ში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, მაისიდან სექტემრამდე რუსეთიდან ფაქტიურად ყველა უცხოელი უნვესტორი გავიდა. ამას გარდა ნავთობსა და ნავთობროდუქტებზე ფასების მკვეთრმა ვარდნამ, რუსეთის ბიუჯეტს დიდი ძარალი მიაყენა. სეიძლებოდა ამ ზარალის გარკვეულად კომპენსირება ახალი ნავთობსადენის "ციმბირის ძალა"-ს ამოქმედებით, მაგრამ როგორც ჩანს ამას  არ უწერია პროექტად ჩამოყალიბებაც კი. ზოგიერთი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით ჩინეთი სულაც არაა დაინტერესებული რუსული ბუნებრივი აირით!
ეს ერთი. მეორე უფრო რთული მოსასმენი თუ წასაკითხი იქნება: როდესაც ვსაუბრობ რუსეთის შესახებ, არ უნდა დაგვავისწყდეს იმაზე უფრო რეალური საფრთხე ვიდრე თავად რუსეთია: ეს პანისლამისტური საფრთხეა, შეიძლება ცინიკოსადაც კი ჩამთვალოთ, მაგრამ როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ისლამური ფუნდამენტალისტების პირველი სამიზნე არა ამერიკა და ბებერი ევროპა, არამედ რუსეთია და თუ როის დაიწყებენ ისინი მოქმედებას ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ეს უკვე დროი ფაქტორია. არაა გამორიცხული ისიც, რომ უკრაინა, საქართველოსა და მოლდოვაში პოლიტიკური თუ სამხედრო მაქინაციების გაგეგმვით, და ყოველივე ამის ამერიკასა და ევროპაზე გადაბრალები ისე გაერთოს, რომ ეს საფრთხე სრულიად გამორჩეს მხედველობიდა, მაშინ იქეთ უ დოვუჭერთ მხარს. 
მართალია ეს ყველაფერი რაც ფრიად განზოგადოებულია და დეტალები არ იკვეთება, მაგრამ პანიკის საფუძველს ეს არ გვაძლევს! უფრო ოპტიმისტური თვალით სევხედოთ მომავალს! 


Комментариев нет:

Отправить комментарий