среда, 26 ноября 2014 г.

შენელებული მოქმედების ნაღმი (ნაწილი მესამე)

რელიგიური საკითხები, ქართულ რეალობაში, მწვავე საკითხია! მითუმეტეს, რომ საუკუნებგამოვლილი რელიგიური ტოლელრანტობა, დღეს უკვე დაპირისპირების საგნად იქცა! საუკუნეების განმავლობაში საქართველოში არსებული ყველა რელიგიური კონფესია ერთხმად აღიარებდა მართლმადიდებლურ ქრისტიანობას სახელმწიფო რელიგიად და ქართული ეკლესიის წამყვან როლს ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში!
მე-19 საუკუსა და ფაქტიურად მთელი მე-20 საუკუნის ჯერ რუსეთის, ხოლო შემდგომ კი საბჭოეთი მიერ გატარებულმა რუსიფიკატორულმა პოლიტიკამ საფუძვლიანად შეარყია არა მხოლოდ ქართველთა რელიგიური შეხედულებები, არამედ საქართველოს მაცხოვრებელთა შორის, მითუმეტეს ქართველებში, ყველაფრისადმი კოსმოპოლიტურ-ნიჰილისტური განწყობა დაამკვიდრა. 
შედეგმაც არ დააყოვნა. მიუხედავად საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის გაფორმებულ კონკორდატისა, 2004 წლიდან იწყება მართმადიდებლური ეკლესიის შევიწროვება, ზოგ შემთხვევაში კი - აშკარა დევნა! ამის შედეგი კი ყველას კარგად მოეხსენება! საშუალო ხნისა და ახალგაზრდობის ნაწილი დღესაც სოციალურ ქსელებში, ტელევიზიით თუ მასმედიის სხვადასხვა საშუალებებში ცდილობს ცალკეული მართლმადიდებლური სასულიერო პირის დისკრედიტაციას, იმაზე აპელირებით, რომ ისინი გადაადგილდებიან ძვირადღირებული ავტომობილებით. ამახვილებენ ასევე ყურადღებას სასულიერო პირის წარსულზე და ა.შ. სამღვდელო პირებისა და მართლმადიდებლობისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ დღეს ძალიან მძიმე სახე მიიღო: ვანდალურად ანადგურებენ ტაძრების ქონებას, სასაფლაოებს, რელიგიურ ლიტერატურას. და ეს არ არის ერთი ან ორი ფაქტი. ასეთი ფაქტები ბლომადაა!
ამას ისიც დაერთო, რომ საქართველოში ისლამისტური და პანთურქული მოძრაობებიც იკიდებენ ფეხს, მაგრამ ასეთ ფაქტებზე რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ ჩანს. შეიძლება ეს ასეც უნდა იტყოს, რადგან ექსტრემისტულ-ტერორისული ორგანიზაციებზე თვალყურის დევნება და მათი გაუვნებელყოფა გასაიდუმლოებულია, მაგრამ შედეგები ამ ქმედებებისა ჯერჯერობით არ ჩანს!
რელიგიურ საკითხებში სახელმწიფოს უნიათობამ ის შედეგი გამოიღო, რომ საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანი კონფესიური თანაარსებობა და პოლიფონია, დღეს საშინელ კაკაფონიად იქცა!!!
ყველა "რელიგიურ სუბიექტს" სურს დომინიონობა!
ნაღმი #5 პიროვნული თავისუფლებები
თავად სიტყვათა შეთანხმებაში "პიროვნული თავისუფლებები" საშინელი და საძრახისი არაფერი დევს, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ეს შეხამება სულ სხვა აზრსა და დატვირთვას ღებულობს. დავიწყოთ იქედან, რომ ამ სიტყვებს გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. ამას თან დაერთო ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება "ადამიანის უფლებების დაცვის" კუთხით. შედეგად პიროვნულმა თავისუფლებამ სულ სხვა - გაუკუღმართებული დატვირთვა მიიღო. მოსახლეობის ნაწილის შეგნებაში იგი იქცა უზნეობის, მორალური დაცემულობის, სექსუალური გარყვნილების და ა.შ. სინონიმად.
ხელისუფლებიდან არავინ არ თვლის საჭიროდ ამ უკუღმართობასთან იბრძოლოს. ზოგიერთმა ჩათრევას - ჩაყოლა ამჯობინა და დღეს ათასი ჯურის სექსუალური უმცირესობების დამცველად გვევლინება...
თუკი ათიოდე წლის წინ ჰომოსექსუალისტობა საზრახისი სიტყვა და საქმე იყო, დღეს იგი მომგებიანი გახდა. ბევრი ქართული წამყვანი ტელეარხი ფართო რეკლამირებას უკეთებს ნომერ პირველა ჰომოსექსუალისტ-ტრანსექსუალ კესოს. ხოლო ტრანსექსულ საბის მკვლელობა კი ისე წარმოაჩინეს თიტქოს სამშობლოსათვის თავი გასწირა ამ საშუალო სქესის პირმა! მაპატიეთ ასეთი შედარება! ამავდროულად კი ხდება ნორმალური ადამიანების დისკრიმინაცია. ახლა თავად გამოიტანეთ დასკვნა: რა დაემართება ახალგაზრდა თაობას, რომელიც ხედავს, რომ ჰომოსექსუალისტებს და ლესბოსელებს და ათასი ჯურის გარყვნილებს გუნდრუკს უკმევენ, უქმნიან კომფორტულ გარემოს და თავდადებული გმირივით მოიხსენიებენ! ხოლო უბრალო ადამიანი კი ამ დროს იძულებული ხდება ოჯახისა და საკუთარი თავის გამოსაკვებად მონასავით იმუშაოს 14-15 საათი. და ეს მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახი შიმშილით არ დაეხოცოს! ჩაცმა-დახურვაზე აღარაფერს ვამბობ!...
დამაფიქრებელია ყოველი ეს, მაგრამ აქ ჩვეული კუდაბზიკობა იჩენს თავს: არიქა, უცხოებმა ძვირი არ თქვან ჩვენზე!.. 
საქმე ისეთ აბსურდამდე მიგვყავს, რომ ყველაფერს აშშ-ს ელჩს ვეკითხებით! ისიც თავის მხრივ მისეული გაგებით გვმოძღვრავს.
იქნებ დრო მოვიდა თავისუფლებებზე კი არა მოვალეობა-ვალდებულებებზე ვილაპარაკოთ?
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ნაღმებისა, რომელიც ამ დანაღმულ ველზე აღმოვაჩინე.
ველი თქვენს გამოხმაურებებს!
  


Комментариев нет:

Отправить комментарий