пятница, 14 ноября 2014 г.

საქართველოს არაკეთილმოსურნეებს სულ კისერი და კინჩხიც გიტეხიათ!!!!

ხვალ 15 ნოემბერია!
ნაციონალების მიერ გამოცხადებული საპროტესტო მსვლელობის დღე! 
პირდაპირ გეტყვით, ეს პროვოკაციაათანაც ძალიან დიდი. მინდა ვთქვა, რომ გათვლები სწორად აქვთ გაკეთებული, დროც სწორად შერჩეული (კოალიციური კრიზისი). იმათ გასაგონად ვიტყვი, ვინც შეუერთდება ამ აქციას. არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენ ტურებს უფრო ჰგავხართ ვიდრე ამ აქციის მომწყობ აფთრებს, ლომებზე ხომ საუბარი ზედმეტია. ლომები მაგ აქციას საერთოდ ამრეზით უყურებენ, იციან რომ ნადირთა მეფენი ლეშიმჭამელებთან არ მეგობრობენ!
შევეშვები ახლა ლირიკას. 
ყველას გვინდა კარგი თუ არა ღირსეულთან მიახლოებული ცხოვრება მაინც. მაგრამ შეეკითხეთ საკუთარ თავს: რა გავაკეთე იმისათვის, რომ მეცხოვრა ღირსეულად? სწორი პასუხი ყველამ ვიცით: არაფერი. მაგრამ იმდენად სისხლში გვაქვს გამჯდარი თვითმოტყუება, რომ ჩვენს დღევანდელ ყოფაში ვადანაშაულებთ ყველას და ყველაფერს, გარდა საკუთარი თავისა. არადა პირველ რიგში პასუხი ჩვენ მოგვეთხოვება!
ოცი წელი და უფრო მეტიც, საკმაო დრო იყო იმისათვის, რომ დღეს თითეულ ჩვენგანს ღირსეულად გვეცხოვრა, მაგრამ რა მოხდა? მოხდა ის, რომ მგლებიდან ცხვრებად ვიქეცით. უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში ერთ ფარად მოგვაქუჩეს ნაცანალებმა, და მთავარ ყოჩად მიხეილ სააკაშვილი დავისვით.
ოცდახუთი წელი საკმაოდ დიდი დროა იმისთვის რაიმე სიბრძნე თუ არა გამოცდილება მაინც მიგვეღო, მაგრამ სამწუხაროდ ისევ და ისევ ერთსა და იმავე ნეხვში ვაბიჯებთ ფეხს და ვამაყობთ ამით!..
ერთად ერთი რამ, რაც კარგი გაუკეთა ნაცანალურმა მოძრაობამ საქართველოს - ეს რუსული ბაზების გაყვანა იყო ქვეყნიდან. სხვა დანარჩენი კი - სახელი თავად მოუფიქრეთ!
იყო 5 დღიანი ომი წავაგეთ იმიტომ რომ მთავარსარდალი ბრინჯივით დაიბნა, ხოლო მისი ფუნქციები ბობოლა ნაცანალმა - გიგა ბოკერიამ შეითავსა. შედეგი ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია.
კაი, შეიძლება ეს არ იყოს თქვენთვის არგუმენტი. გადავიდეთ დემოგრაფიულ პოლიტიკაზე. ყველა მსურველისათვის მოქალაქეობის უპრაგონოდ მინიჭებამ, ასევე გარსემო მყოფ სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმის შემოღებამ კატასტროფული თუ არა ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო... გაღატაკებული ქვეყნისაკენ ათასი ჯურის ხალხი დაიძრა. ავიღოთ ბათუმი. ერთ ათ წელიწადში სავსებით შესაძლებელია მშობლიური ქართული "დედინაცვლურმა" თურქულმა ჩაანაცვლოს. ხოლო ქართული სახეების ნაცვლად თურქთა სახეები ვიხილოთ. 
ქართველებს შორის გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც თურქეთს ხშირად არა, მაგრამ "დედასამშობლოდ" მოიხსენიებს. და ასეთი მაგალითები რამდენია არა მარტო აჭარაში, არამედ მთელს საქართველოში. და ვინ გააკეთა ეს? მათ ვინც ხვალინდელი აქცია დაგეგმა. 
არ გყოფნით ეს არგუმენტი? კაი, ბატონი ბრძანდებით! დავუბრუნდეთ ისევ 2008 წელს, უფრო სწორად ერთი-ორი წლით კიდევ უკან დავიხიოთ. როგორც ჩანს ნაცანალ ლიდერებს ფული შემოაკლდათ და გადაწყვიტეს კოდორის ხეობაში ბატალიონ მონადირეს განიარაღება. კალაშნიკოვები ხომ შავ ბაზარზე დიდი "სპოსით" მოთხოვნილებით სარგებლობს. კოდორის მსახლეობის არც ერთი არგუმენტი არ მიიღო "მთავარსარდალმა". შედეგად - დავკარგეთ ერთადერთი პლაცდარმი აფხაზეთის რუსული ოკუპაციისაგან გათავისუფლებისა!
ახლა მოვიყვან არგუმენტებს რომლებიც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლებისათვისაა განკუთვნილი.
1) ე.წ. კოჰაბიტაცია წარსულს ჩაბარდა და აქტიური მოქმედებებია საჭირო სამართლიანობის აღდგენისათვის... ეს ყველამ ვიცით!
2) პრეზიდენყოფილისა და მისი დამქაშების ყველა გამოსვლა და პუბლიკაცია არა მარტო სიზულვილითაა განმსჭვალური არამედ ღიად ისმის მოწოდებები არსებული ანუ თქვენი და რადგანაც ჩვენს მიერ არჩეული ხართ, შესაბამისად - ჩვენი ხელისუფლების ძალადობრივად დამხობისა. ეს კი უკვე ყოველგვარ კონსტიტუციურ ზღვარს სცილდება. კიდევ ერთხელ გეუბნებით: კოჰაბიტაცია დამთავრდა! ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთ ადამიანებს მინიმუმ ტერორიზმის ხელსმწყობებად აღიარებდნენ და მათზე სისხლის სამართლის დევნას გამოაცხადებდნენ, დაუხშობდნენ ეთერსი და პრესაში გასავალ გზებს და ა.შ. მაგრამ საქართველოში ეს არ ხდება. სადომაზოხისტურ პასიურობას ვხედავ მხოლოდ!
და ბოლოს მე გული მტკივა ჩემს საქართველოსა და ჩემს ერზე! დანარჩენთ ვისაც არ უყვარ საქართველო და ქართველები, საქართველოს არაკეთილმოსურნეებს სულ კისერი და კინჩხიც გიტეხიათ!!!!










  

Комментариев нет:

Отправить комментарий