понедельник, 8 мая 2017 г.

რად გვინდა ომი

რად გვინდა ომი!
ისეც დავკარგეთ ყველაფერი
რაც აქამდე გვქონდა!
რად გვინდა ერი - ღირსეული,
ღირსებას ხომ არ მოაქვს ფული!
რად გვინდა სახლი,
გადამთიელი ხვალ მასაც წაგვართმევს!
უცხოთა თესლმა
სულ წაგვიბილწა ქართული მიწა!!!

среда, 10 августа 2016 г.

როგორც ქუხს - ისე არ წვიმს

პეტერბურგში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრამ, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია მსოფლიო თანამეგობრობაში: ბევრს ჰგონია, რომ ეს არის ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შექმნის წინაპირობა, რომელიც ევროპაში დაუპირისპიდება NATO-ს! უკვე ალაპარაკდნენ "ცხელი" ომის საშიშროებაზეც, რადგან ორი აგრესიული სახელმწიფოს ერთ ალიანსში გაერთიანება, სწორედ ამის მომასწაველია. მაგრამ ისე არ წვიმს, როგორც ქუხსო - ანდაზისა არ იყოს, მოსალოდნელ ალიანსამდე და მითუმეტეს "ცხელ" ომამდე საკმაოდ დიდი დროა... 
ამ პუბლიკაციაში მინდა ერთი ვერსია, რომელიც ერთი შეხედვით თითქოსდა დაუჯერებელად შეიძლება მოეჩვენოს საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედულ პირებს, მაგრამ ამ ვერსიას გააჩნია საკმაოდ მყარი საფუძველი. 
საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყნებმა ერთმანეთს წაუბიძგეს "შერიგებისაკენ". გავიხსენოთ ბოლო ხანებში განხორციელებული ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული აქტები თურქეთში. ბევრს მიაჩნია, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ფარული მხარდამჭერი და სულისჩამდგმელი ამერიკის შეერთებული შტატებია. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამ რთული თამაშის ერთ-ერთი მონაწილე სახელმწიფოს, რუსეთის, როლს ყველაფერი ნათელი გახდება: ისისის ფარული ხელშეწყობით რუსეთმა საკუთარი ტერიტორიიდან მოახდინა რადიკალურად განწყობილი ისლამისტების ექსპორტი სირიაში, რითაც შეამცირა ქვეყნის შიგნით ტერორიზმის საფრთხე. 
მეორე მოვლენა -კი რომელიც ასევე თურქეთში მოხდა იყო სამხედრო გადატრიალების მცდელობა, რომელიც ასევე აშშ-სა და იქ გახიზნულ თურქ ბიზნესმენს ფეთხულა გიულენს ბრალდება. არავის არ გასჩენია კითხვა: მართლა ამერიკის შეერთებული შტატების თანხმობით დაიწყო ეს გადატრიალების მცდელობა? მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ექსპერტი რთული პოლიტიკური თამაშებისა, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ აშშ-სთვის დაბრალება გადატრიალების მცდელობისა საფუძველსა მოკლებული! ჯერ ერთი: როგორც გაირკვა, გადატრიალებაში მონაწილეობას ღებულობდა თურქული არმიის ფუნდამენტალიზმის მხარდამჭერთა მხოლოდ ერთი ნაწილი, რომლებიც გიულენის მხარდამჭერები იყვნენ. ხოლო აჯანყება ჩაახშო ერდორანის მომხრე საჯარო ნაწილებმა და პოლიციამ! სეკულარისტებს კი, ამ დროს არც ერთ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. რომ მიეღოთ შესაძლოა სულ სხვა შედეგის წინაშე დამდგარიყო თურქეთი. აქედან მრავალი დასკვნის გამოტანა შეიძლება, მაგრამ ყურადღებას მხოლოდ ერთზე გავამახვილებ: თუ ვინ იყო ნამდვილი ორგანიზატორი ამ შეთქმულების! ეს არის რუსეთი, ხოლო ფეთქხულა გიულენი კი ამ სახელმწიფოს აგენტი. ძალიან ბევრი ფაქტორი მიუთიტებს ამაზე: 1. რუსეთის დაბომბვები ყოველთვის ხდებოდა ე.წ. "ზომიერი ოპოზიციის" მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და იშვიათად ისისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე (ეს უკანასკნელი კი მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრად გაკიცხავდა რუსეთს). ხოლო როდესაც კრიტიკის სიმკაცრე უფრო ზევით აიწევდა, მაშინ ტერაქტები ევროპის ქვეყნებშიც ხდებოდა. 2. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დაემთხვა აშშ-ი საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონს. ამან უკვე შეიძინა ერთგვარი შანტაჟის ფორმა. დამშანტაჟებელი ემუქრება აშშ-ს ამომრჩევლებს, რომ აირჩიონ ტრამპი და არა ჰილარი ქლინთონი. რადგან ტრამპმა თავს უფლება მისცა და NATO-ს საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა. რაც ფაქტიურად რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. 3. ფეთხულა გიულენი - შეთქმულებაში მისი ჩართვით რუსეთმა ორი კურღელი დაიჭირა ა) გიულენი თურქეთსა და რუსეთს შორის გაცვლითი მონეტის როლს შეასრულებს. ბ) ის ფაქტი, რომ გიულენი აშშ-ია თურქულ საზოგადოებას "თვალნათლივ" აჩვენებს, რომ გადატრიალების "მოთავე" სწორედაც რომ ამერიკის შეერთებული შტატებია!
ეს რაც შეეხება რუსეთის თამაშს თურქეთის წინააღმდეგ.
ახლა გადავხედოთ თუ რით უპასუხა თურქეთმა რუსეთს: მოგეხსენებათ, რომ ისეთი პოლიეთნიკური სახელმწიგოს, როგორიც რუსეთია ყველაზე მტკივნეული საკითხი ტერიტორიული (თუნდაც მოჩვენებითი) მთლიანობის შენარჩუნებაა. როდესაც თურქეთმა და რუსეთმა ურთიერთსანქციებით ძალზე ღრმად შეტოპეს, ფედერაციის ერთ-ერთმა სუბიექმა, კერძოდ თათარსტანმა გამოაცხადა ეროვნულ-ტერიტორიული დამოუკიდებლობის პროცედურების მზადების შესახებ. ამის დაშვება რუსეთისათვის თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. მას მხოლოდ ორი გამოსავალი ჰქონდა: ან რესპუბლიკაში დაეწყო რეპრესიები, რაც უხმაუროდ არ ჩაივლიდა და შესაძლოა პუტინისათვის სავალალოც კი გამხდარიყო! ან თურქეთთან წასულიყო დათმობაზე! პუტინმა მეორე არჩია!
რამდენად მოსალოდნელია, რომ რუსეთ-თურქეთის პარტნიორობამ რადიკალურად შეცვალოს ძალთა თანაფარდობა ევროპის კონტინენტზე? ევროკავშირის მიერ ბოლო წლებში წარმოებულმა ფსევდო-ლიბერალურმა პოლიტიკამ ძალიან მძიმე ვითარება შექმნა ევროპაში თანდათანობით იცვლება ევროპის, ჯერ კიდევ ეროვნულ სახელმწიფოთა,  კულტურული, დემოგრაფიული და სოციალური ვითარება. ამ პროცესს მხოლოდ ორად-ორი ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი  და შვეიცარია შეეწინააღმდეგა. დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რეფერენდუმის გზით გამოაცხადა თავისი სურვილი ევროკავშირიდან გასვლაზე. ხოლო შვეიცარიამ (რომელიც  არაა ევროკავშირის წევრი, მაგრამ ევროპული სახელმწიფოა) მოსთხოვა ისლამური კონფესიების წარმომადგენლებს: ან ასიმილირებულიყვენ ქვეყნის მოსახლეობასთან, ან დატოვონ შვეიცარია. ისეთი განცდა იქმნება, თითქოს ევროპის სახელმწიფოები შეეგუენ ბედს და არავინ არ აპირებს ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსავლის ძიებას!
ევროპაში შექმნილმა ასეთმა მძიმე ვითარებამ რუსეთსა და თურქეთს გაუხსნა ხელები მოქმედებისაკენ, მაგრამ არის რამდენიმე გარემოება, რომელიც ხელს უშლის მათი გეგმების განხორციელებას. 1. მსოფლიო თანამეგობრობის სანქციები რუსეთის მიმართ. ამ სანქციებმა გამოიწვია ის, რომ რუსეთის ეკონომიკა ფაქტიურად დაუბრუნდა გასული საუკუის 90-წლების დონეს. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთიში ფაქტიურად ამოწურულია სავალუტო რეზერვები, 2014 წლიდან ძალიან ბევრი საწარმო დაიხურა. ჯერჯერობით აქტიურად მოქმედებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, მაგრამ უსახსრობის გამო ისიც შეანელებს ტემპს ან სულაც გაჩერდება. გასულ წლებში ანგაჟირებულმა გაზსადენის პროექტმა "ციმბირის ძალამ" ჩაილულის წყალი დალია! ასევე "ჩრდილოეთის ნაკადმაც"! დარჩა მხოლოდ ერთი გზა: შავი ზღვის ფქსკერზე ახალი მილსადენით რუსეთის თურქეთთან დაკავშირება, რაც გზას გაუხსნის რუსულ გაზს ევროპის ბაზრისაკენ. ამასთან თურქეთი ხდება ამ ნაკადის ერთადერთ, ამასთან მონოპილისტ, ტრანზიტულ სახელმწიფოდ. ეს კი არავის აწყობს არც ევროპას და არც ამერიკას.
თავის მხრივ თურქეთსაც საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს ანსაკუტრებით შეიარაღებულ ძალებში. წარუმატებელმა გადატრიალებამ ამ პრობლემების მხოლოდ ერთი ფენა გააშიშვლა. ამასთან, ნათლად დაანახვა მსოფლიო საზოგადოებას, რომ რეალური საფრთხის შემთხვევაში  თურქეთის ჯარების მრავალრიცხოვნობა ვარ გადაწონის ხარისხს!!!
ასე რომ ჯერჯერობით საუბარი რეალურ ომზე ნაადრევია, რადგან NATO-ს ან თუნდაც აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს მაქსიმუმ რამდენიმე თვეში შეუძლიათ ამ კოალიცის ამბიციების მოთოკვა! ამას ერდოღანიცა და პუტინიც კარგად აცნობიერებს!
ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს!
საომარი რიტორიკა ჯერ მხოლოდ რიტორიკაა!
როგორც ქუხს - ისე არ წვიმს!

                                                                                                                         ზაზა პატარავა



вторник, 7 июня 2016 г.

ფრაუ მერკელის ორმაგი სტანდარტები

ნურავინ იფიქრებს, რომ დამთხვევები არსებობსო. ეს მტკნარი სიცრუეა - მოგონილი იმისთვის, რომ მავანმა და მავანმა გაამართლოს თავისი მარცხი, უნიათობა, სულელური ნაბიჯი და ა.შ. 
იმის მაგივრად, რომ რეალურად შევაფასოთ ბოლოდროინდელი მოვლენები, ჩვენ, როგორც გვჩვევია, კი არ ვეძებთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, არამედ ვდგებით სირაქლემის პოზაში და ვაძაგებთ მხოლოდ ქართველობას, თანაც ისე, რომ მხოლოდ მრავლობითი რიცხვის პირველი პირის ნაცვალსახელით ჩვენ ეროვნულ კუთვნილებას და ამავდროულად გარშემომყოფების თვალში ვიცილებთ საკუთარ პასუხიმგებლობას, აქაოდა მე "უცოდველი" გახლავართო...
ამას იმიტომ ვამბობ, რომ სანამ ამ "დონის თვითკრიტიკაზე" გადავიდოდეთ, რეალურად შევაფასოთ მოვლენები. 
უკვე ორი დღეა, რაც ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანია წინააღმდეგია საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა, იმ მიზეზით, რომ საქართველოს მოქალაქეები იქ მოხვედრის შემთხვევაში თავს კრიმინალური საქმიანობით, კერძოდ ბინების ძართვით, ირჩენენ. თან მოჰყავთ "შემაშფოთებელი" ციფრებიც 167 ათასი ბინიდან აბსოლუტური უმრავლესობა თურმე ქართველების გაძარცვული ყოფილა! და ამით კრიმინალიტეტის მთავარ ექსპორტიორებად გამოვყავართ.   http://www.palitratv.ge/palitranewsnews/73777-germaniashi-167-athasi-binidan-umravlesoba-qarthvelebma-gadzarcves-ratom-gamodis-germania-saqarthvelosthan-vizaliberalizaciis-tsinaaghmdeg.html
მე არ გამოვრიცხავ იმ ფაქტს, რომ ქართველ ემიგრანტებს შორის გამოერევა ერთი-ორი ხელმრუდი, მაგრამ აშკარად დაუჯერებელია, რომ ყველა იმ დანაშაულს, რასაც ჩვენგან ემიგრირებულებს მიაწერენ, ნამდვილად ჩვენებურების ჩადენილი იყოს.
ლოგიკურად ვიმსჯელოთ: გერმანიაში სხვადასხვა ჯურის ეთნიკური დაჯგუფებები მოქმედებს, რომლებისთვისაც არაა უცხო ნარკოტიკები, კონტრაბანდა, ადამიანებით ვაჭრობა, ძალადობა და ა.შ. მაგალითისათვის გადადით ბმულზე www.dw.com/ru/гетто-в-германии/a-1225586 
მაგრამ არავინ არ ამახვილებს ყურადღებას ქართულ ეთნიკურ კრიმინალურ დაჯგუფებაზე, თუმცა ბევრს საუბრობენ ვიეტნამურ, ალბანურ, ბოსნიურ, რუსულ, ჩეჩნურ და სხვა ეთნიკურ დაჯგუფებებზე და მათი გავლენის სფეროებზე. ზემოთნახსენები სტატიის დაწერის შემდეგ დიდი დროა გასული და ამიტომ შესაძლოა, რომ მოხდა გავლენის სფეროების გადანაწილება, რაც ნაკლებსავარადუოა. მითუმეტეს ქართველებისათვის. სავარაუდოდ გერმანელებს ქართული კრიმინალური დაჯგუფების შესახებ ინფორმაცია ამდაგვარი რუსული საიტებიდან აქვთ აღებული  www.aferizm.ru/criminal/ops/ops_gryzia.htm   
ან ესპანური კრიმინალური ქრონიკებით სარგებლობდენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარეობს საქართველოსა და ქართველი ერის დისკრიმინაცია! 
ახლა გავიხსენოთ უკანასკნელი 12 თვის მოვლენები გერმანიაში. ხულიგნობა, ძალადობა ქალებზე, გაუპატიურებები, და ყველა ის დანაშაულებები რომლებიც ადამიანის ღირსების შემლახველია. და ყველაფერ ამას არაბული სამყაროდან ლტოლვილები აკეთებენ. სამართალდამცველთა რეაქცია ამ ფაქტებზე კი - ნულის ტოლია. ხოლო საზოგადოებრივი აზრი გამოიხატება იმაში, რომ გაუპატიურებულებული, პატივაყრილი და ღირსებაშელახული ქალები გამოდიან ტელევიზიებით და კიდევ აქეთ უხდიან ბოდიშს მოძალადეებს...
ეს ქართველებთან მიმართებაში "ფრაუ მერკელის" ორმაგი სტანდარტების ერთი მაგალითია.
მოვიდა დრო, რომ გადავიდეთ ამ ორნაგი სტანდარტების პოლიტიკურ შემადგენელზე, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალში იმდენად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს "ფრაუ მერკელსა" და მის გუნდს, საფუძვლიანი ეჭვი მებადება, რომ ამ აბის გახმაურებას შესაძლოა "ფრაუ მერკელის" თბილი სავარძელი შეეწიროს!!!
დავიწყოთ იმით, რომ მერკელის მთავრობა უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან ფეხს ითრევდა რუსეთისათვის სანქციების დადებაზე და ყველაზე ბოლომ ევროკავშირის სახელმწიფოებიდან გამოაცხადა ამ სანქციებთან მიერთებაზე!!! 
ეს შეიძლება დაბრალდეს "ფრაუ მერკელის" მშვიდობისმოყვარეობას, ერთი გარემოება, რომ არა 2015 წლის ბოლომდე გერმანია ითვლებოდა რუსული გაზის მთავარ მომხმარებლად.
დავანებოთ თავი ამ ინსინუაციებს და მივხედოთ ჩვენს პრობლემას: ყველასათვის ცნობილია, რომ როდესაც ევროპარლამენტმა გამოაცხადა საქართველოსთან შენგენის ზონაში ვიზალიბერალიზაციის შესახებ, რუსეთმა, იგივე პუტინმა, მიიღო ანალოგიური დადგენილება. პროცესები ისე წარიმართა, რომ დეფაქტო აფხაზეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ევროპაში მოსახვედრად ქართული პასპორტების აღება დაიწყო. ანალოგიურად ხდება დროებით ოკუპირებულ სამაჩაბლოში. აი აქ იწყება სერიოზული პოლიტიკური თამაში. რუსეთი იძულებულია 2016 წლის სექტემბერ-ოქტომბრისათვის გაცხადებული საქართველოსთან ვიზების გამარტივება ფორსირებულად, სამი თვით ადრე დაეწყო. 
აქედან იწყება ყველაზე საინტერესო: შენგენის ზონის არც ერთ სახელმწიფოს უარი არ უთქვამს, ყოველი შემთხვესათვის ოფიციალურად, საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმიმის გამარტივებაზე. გერმანია კი უარის მიზეზად ასახელებს ბინების ძარცვებს, რომლებსაც ვითომდა ქართველი ემიგრანტები ახდენენ. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება მხოლოდ: "ფრაუ მერკელი" "ევროპულად" ატარებს საქართველოს მიმართებაში დიდი რუსეთის პოლიტიკას!
"ფრაუ მერკელს" შევახსენებ ერთ პატარა მომენტს: დაწყებული კოსოვოს კონფლოქტიდან დღემდე ქართული ბატალიონები, გინდ გაეროს, გინდ ნატოს ეგიდით მიმდინარე კონფლიქტებში ღებულობს აქტიურ მონაწილეობას. ერაყში თუ ავღანეთში ქართული კონტინგენტი რაოდენობრივად მეორე თუ არა, პირველ ხუთეულში მაინც შედის, მაშინ როდესაც გერმანიის ბუნდესვერის მონაწილეობა მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანის მონაქილეობით თუ შემოიფარგლება. საქართველომ დაამტკიცა რომ იგი გაცილებით უფრო მეტს აკეთებს ევროპის უშიშროებისა და სტაბილურობისათვის, ვიდრე გერმანია, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. რა მოტივით? პასუხი მარტივია რუსეთი რომ არ გააღიზიანონ. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ პუტინთან მეგობრობის გარდა "ფრაუ ანგელას" გუნდი რუსეთის პრეზიდენტისაგანაც ღებულობს ფინანსურ სარგებელს...

P.S. თუ ვინმეს გააჩნია კონტრარგუმენტები მზად ვარ მათ მოსასმენად!!!
P.P.S. ამ სტატიის დაწერიდან რამდენიმე საათში ინტერნეტში გაჩნდა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა ეთნიკური დაჯგუფებების დანაშაულობათა შესახებ: საქართველო ამ სტატისტიკით ბოლოდან მეორე ადგილზეა. მაშასადამე ფრაუ მერკელი და მისი გუნდი ტყუის და ამით რუსეთის დაკვეთას ასრულებს!!! http://lenta.ge/2016/06/

ზაზა პატარავა





понедельник, 11 апреля 2016 г.

точка расхождения

Оглядываясь назад, всегда думаю: с какой точки начался разрыв между Грузией и России. Оказывается эта точка по временной шкале лежит не очень далеко: двадцать лет тому назад Россия вставшая на путь либерального развития, в одночасье стала страной поработителем… А расхождения во взглядах началось еще с 1956 года, когда полком внутренних войск (пресловутый 7-ой полк) была расстреляна мирная демонстрация в Тбилиси. Поговаривают что тогда погибло более двухсот мирных демонстрантов. Военные убитых бросали прямо в Куру. А всё началось из за того, что союзные власти, во главе с Хрущевым начали проводить антисталинскую политику культа личности… Брешь в отношениях еще более разрослась 1978 году, когда в СССР принимали новую, Брежневскую конституцию. В одном из вариантов этого документа в главе, которая касалась государственных языков союзных республик, местным языкам отводилась третестепенная ролью в них государственным языком становился только русский… Праведное возмущение студентов и интеллигенций вынудили политбюро переиначить эту главу… Но злобу против грузии затаили. 9 апреля 1989 года: советский спецназ малыми саперными лопатами и ОВ нервнопаралитического действия, разогнали мирное протестное движение. При разгоне демонстрации погибли много женьщин и детей. Почемуто об этих фактах в российских кругах не принято говорить. Россия всегда обвиняла Грузию в национализме, но сама усмиряла и усмиряет несогласных НАЦИСТскими методами…

четверг, 14 января 2016 г.

რა მნიშვნელი აქვს თუ ვინ შეგჭამს: მგელი თუ მგლისფერი ძაღლი

ნეტში დღეს გამოჩნდა საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის სტატია, რომელიც საკმაოდ მუქ ფერებში ხატავს მომავალ რეალობას (იხ.ბმული). 
საქმე იმაშიაშია, რომ ბატონი ხიდირბეგიშვილი არ გამორიცხავს ტერაქტებს საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ ბათუმში და ამ ტერაქტის ორგანიზატორებად პირდაპირ თურქეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. მოტივი ერთია, რუსეთი აიძულოს, ყარსის ხელშეკრულებიდან, რომ გამოვიდეს, ხოლო თავად აჭარის მოსახლეობის "დაცვის" მიზნით, ბათუმში  შექმნას საკუთარი სამხედრო ბაზა. 
მართლია, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გამო, საქართველოში ტერორისტული აქტების განხორციელების ალბათობა საკმაოდ დიდია, მითუმეტეს რომ ის–ის რიგებში რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე იბრძვის, მათ შორის  აჭარის წარმომადგენელიც, მაგრამ ეს ფაქტი ჯერჯერობის არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ საშიშროების დონემ წითელ ნიშნულს მიაღწია. მაგრამ ეს ასევე არ უნდა დავკარგოთ სიფრთხილე.
მოცემულ შემთხვევაში დასაფიქრებელი და გასაანალიზებელი მხოლოდ ერთი ფაქტია: რას ემსახურება ხიდირბეგაშვილის ეს პუბლიკაცია– "გაფრთხილება"? ყურადღებით თუ წავიკითხავთ სტატიის პოსტსკრიპტუმის ამ მონაკვეთს: Так же думали президент Саркози и канцлер Меркель, когда наказывали воюющую против ИГИЛ Россию экономическими санкциями, пока не прогремели теракты в Париже и в Германии не изнасиловали сотни немок. Также думал до вчерашнего теракта в Стамбуле и неофициальный союзник ИГИЛ президент Эрдоган, превративший Турцию в транзитный коридор для боевиков вперемежку с беженцами, громящими Европу. აშკარა გახდება თუ რა დანიშნულება აქვს ამ სტატიას. ჯერ ერთი: პანიკის დათესვა მოსახლეობაში და მისი მეშვეობით საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება რუსეთის სასარგებლოდ. მეორე: ურთიერთობის გაფუჭება თურქეთთან და საერთოდ დასავლეთის ბლოკთან. 
ერთ – ერთ წინა სტატიაში, რომელიც ეძღვნებოდა თურქეთის სამხედრო ბაზის სავარაუდო გახსნის სავარაუდო შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორაზე, წარმოვადგინე მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტეროტორიაზე კიდევ ერთი აგრესიულ–სეპარატისტული კერა გაჩნდება საცხე–ჯავახეთის სახით. რომელსაც მხარს ოფიციალური სომხეთის გარდა რუსეთიც დაუჭერს. თურქეთი ამ შემთხვევაში იძულებული გახდება გამშველებლის როლი მოირგოს. ეს კი თავისთავად რუსეთ–თურქეთის კონფლიქტის კიდევ უფრო გაამწვავებს და ალბათობით, ფართომასშტაბიან ომში გადაზრდის, ხოლო საომარი მოქმედების არენად კი – საქართველო იქცევა...
ახლა დავუშვათ, საქართველომ რუსეთს დაუჭირა მხარი. ერთი შეხედვით თითქოს არაფერი ისეთი არ მოხდება, მაგრამ დაიწყება ტერაქტების სერია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მნიშვნელობა არ ექნება იმას თუ ვინ იდგებარეალურად ამ ტერაქტების უკან, თურქეთი თუ რუსეთი, ორივე მხარე ამას გამოიყენებს ურთიერთსაწინააღმდეგოდ, რაც მომავალში, ასევე დიდი ალბათობით რუსეთ–თურქეთის დიდი ომის დასაწყისი გახდება.
ორივე სცენარით, საქართველო როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებს!!! 
ჰოდა აზრი აქვს თუ ვინ შეგჭამს, მგელი თუ მგლისფერი ძაღლი?!
რუსეთსა და თურქეთს სურს არჩევანის წინაშე დაგვაყენოს ცუდსა და უარეს შორის. ორივეს საუკეთესოდ აქვს შესწავლილი ქართული ხასიათი. მაგრამ არის მესამე გზაც, სხვათაშორის საუკეთესო – ამ ორი მონსტრის შერკინებაში ჩაურევლობა. ნეიტრელიტეტი, ამასთან აგრესიული!!!

ზაზა პატარავა