среда, 10 августа 2016 г.

როგორც ქუხს - ისე არ წვიმს

პეტერბურგში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრამ, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია მსოფლიო თანამეგობრობაში: ბევრს ჰგონია, რომ ეს არის ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შექმნის წინაპირობა, რომელიც ევროპაში დაუპირისპიდება NATO-ს! უკვე ალაპარაკდნენ "ცხელი" ომის საშიშროებაზეც, რადგან ორი აგრესიული სახელმწიფოს ერთ ალიანსში გაერთიანება, სწორედ ამის მომასწაველია. მაგრამ ისე არ წვიმს, როგორც ქუხსო - ანდაზისა არ იყოს, მოსალოდნელ ალიანსამდე და მითუმეტეს "ცხელ" ომამდე საკმაოდ დიდი დროა... 
ამ პუბლიკაციაში მინდა ერთი ვერსია, რომელიც ერთი შეხედვით თითქოსდა დაუჯერებელად შეიძლება მოეჩვენოს საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედულ პირებს, მაგრამ ამ ვერსიას გააჩნია საკმაოდ მყარი საფუძველი. 
საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყნებმა ერთმანეთს წაუბიძგეს "შერიგებისაკენ". გავიხსენოთ ბოლო ხანებში განხორციელებული ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული აქტები თურქეთში. ბევრს მიაჩნია, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ფარული მხარდამჭერი და სულისჩამდგმელი ამერიკის შეერთებული შტატებია. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამ რთული თამაშის ერთ-ერთი მონაწილე სახელმწიფოს, რუსეთის, როლს ყველაფერი ნათელი გახდება: ისისის ფარული ხელშეწყობით რუსეთმა საკუთარი ტერიტორიიდან მოახდინა რადიკალურად განწყობილი ისლამისტების ექსპორტი სირიაში, რითაც შეამცირა ქვეყნის შიგნით ტერორიზმის საფრთხე. 
მეორე მოვლენა -კი რომელიც ასევე თურქეთში მოხდა იყო სამხედრო გადატრიალების მცდელობა, რომელიც ასევე აშშ-სა და იქ გახიზნულ თურქ ბიზნესმენს ფეთხულა გიულენს ბრალდება. არავის არ გასჩენია კითხვა: მართლა ამერიკის შეერთებული შტატების თანხმობით დაიწყო ეს გადატრიალების მცდელობა? მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ექსპერტი რთული პოლიტიკური თამაშებისა, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ აშშ-სთვის დაბრალება გადატრიალების მცდელობისა საფუძველსა მოკლებული! ჯერ ერთი: როგორც გაირკვა, გადატრიალებაში მონაწილეობას ღებულობდა თურქული არმიის ფუნდამენტალიზმის მხარდამჭერთა მხოლოდ ერთი ნაწილი, რომლებიც გიულენის მხარდამჭერები იყვნენ. ხოლო აჯანყება ჩაახშო ერდორანის მომხრე საჯარო ნაწილებმა და პოლიციამ! სეკულარისტებს კი, ამ დროს არც ერთ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. რომ მიეღოთ შესაძლოა სულ სხვა შედეგის წინაშე დამდგარიყო თურქეთი. აქედან მრავალი დასკვნის გამოტანა შეიძლება, მაგრამ ყურადღებას მხოლოდ ერთზე გავამახვილებ: თუ ვინ იყო ნამდვილი ორგანიზატორი ამ შეთქმულების! ეს არის რუსეთი, ხოლო ფეთქხულა გიულენი კი ამ სახელმწიფოს აგენტი. ძალიან ბევრი ფაქტორი მიუთიტებს ამაზე: 1. რუსეთის დაბომბვები ყოველთვის ხდებოდა ე.წ. "ზომიერი ოპოზიციის" მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და იშვიათად ისისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე (ეს უკანასკნელი კი მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრად გაკიცხავდა რუსეთს). ხოლო როდესაც კრიტიკის სიმკაცრე უფრო ზევით აიწევდა, მაშინ ტერაქტები ევროპის ქვეყნებშიც ხდებოდა. 2. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დაემთხვა აშშ-ი საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონს. ამან უკვე შეიძინა ერთგვარი შანტაჟის ფორმა. დამშანტაჟებელი ემუქრება აშშ-ს ამომრჩევლებს, რომ აირჩიონ ტრამპი და არა ჰილარი ქლინთონი. რადგან ტრამპმა თავს უფლება მისცა და NATO-ს საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა. რაც ფაქტიურად რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. 3. ფეთხულა გიულენი - შეთქმულებაში მისი ჩართვით რუსეთმა ორი კურღელი დაიჭირა ა) გიულენი თურქეთსა და რუსეთს შორის გაცვლითი მონეტის როლს შეასრულებს. ბ) ის ფაქტი, რომ გიულენი აშშ-ია თურქულ საზოგადოებას "თვალნათლივ" აჩვენებს, რომ გადატრიალების "მოთავე" სწორედაც რომ ამერიკის შეერთებული შტატებია!
ეს რაც შეეხება რუსეთის თამაშს თურქეთის წინააღმდეგ.
ახლა გადავხედოთ თუ რით უპასუხა თურქეთმა რუსეთს: მოგეხსენებათ, რომ ისეთი პოლიეთნიკური სახელმწიგოს, როგორიც რუსეთია ყველაზე მტკივნეული საკითხი ტერიტორიული (თუნდაც მოჩვენებითი) მთლიანობის შენარჩუნებაა. როდესაც თურქეთმა და რუსეთმა ურთიერთსანქციებით ძალზე ღრმად შეტოპეს, ფედერაციის ერთ-ერთმა სუბიექმა, კერძოდ თათარსტანმა გამოაცხადა ეროვნულ-ტერიტორიული დამოუკიდებლობის პროცედურების მზადების შესახებ. ამის დაშვება რუსეთისათვის თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. მას მხოლოდ ორი გამოსავალი ჰქონდა: ან რესპუბლიკაში დაეწყო რეპრესიები, რაც უხმაუროდ არ ჩაივლიდა და შესაძლოა პუტინისათვის სავალალოც კი გამხდარიყო! ან თურქეთთან წასულიყო დათმობაზე! პუტინმა მეორე არჩია!
რამდენად მოსალოდნელია, რომ რუსეთ-თურქეთის პარტნიორობამ რადიკალურად შეცვალოს ძალთა თანაფარდობა ევროპის კონტინენტზე? ევროკავშირის მიერ ბოლო წლებში წარმოებულმა ფსევდო-ლიბერალურმა პოლიტიკამ ძალიან მძიმე ვითარება შექმნა ევროპაში თანდათანობით იცვლება ევროპის, ჯერ კიდევ ეროვნულ სახელმწიფოთა,  კულტურული, დემოგრაფიული და სოციალური ვითარება. ამ პროცესს მხოლოდ ორად-ორი ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი  და შვეიცარია შეეწინააღმდეგა. დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რეფერენდუმის გზით გამოაცხადა თავისი სურვილი ევროკავშირიდან გასვლაზე. ხოლო შვეიცარიამ (რომელიც  არაა ევროკავშირის წევრი, მაგრამ ევროპული სახელმწიფოა) მოსთხოვა ისლამური კონფესიების წარმომადგენლებს: ან ასიმილირებულიყვენ ქვეყნის მოსახლეობასთან, ან დატოვონ შვეიცარია. ისეთი განცდა იქმნება, თითქოს ევროპის სახელმწიფოები შეეგუენ ბედს და არავინ არ აპირებს ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსავლის ძიებას!
ევროპაში შექმნილმა ასეთმა მძიმე ვითარებამ რუსეთსა და თურქეთს გაუხსნა ხელები მოქმედებისაკენ, მაგრამ არის რამდენიმე გარემოება, რომელიც ხელს უშლის მათი გეგმების განხორციელებას. 1. მსოფლიო თანამეგობრობის სანქციები რუსეთის მიმართ. ამ სანქციებმა გამოიწვია ის, რომ რუსეთის ეკონომიკა ფაქტიურად დაუბრუნდა გასული საუკუის 90-წლების დონეს. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთიში ფაქტიურად ამოწურულია სავალუტო რეზერვები, 2014 წლიდან ძალიან ბევრი საწარმო დაიხურა. ჯერჯერობით აქტიურად მოქმედებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, მაგრამ უსახსრობის გამო ისიც შეანელებს ტემპს ან სულაც გაჩერდება. გასულ წლებში ანგაჟირებულმა გაზსადენის პროექტმა "ციმბირის ძალამ" ჩაილულის წყალი დალია! ასევე "ჩრდილოეთის ნაკადმაც"! დარჩა მხოლოდ ერთი გზა: შავი ზღვის ფქსკერზე ახალი მილსადენით რუსეთის თურქეთთან დაკავშირება, რაც გზას გაუხსნის რუსულ გაზს ევროპის ბაზრისაკენ. ამასთან თურქეთი ხდება ამ ნაკადის ერთადერთ, ამასთან მონოპილისტ, ტრანზიტულ სახელმწიფოდ. ეს კი არავის აწყობს არც ევროპას და არც ამერიკას.
თავის მხრივ თურქეთსაც საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს ანსაკუტრებით შეიარაღებულ ძალებში. წარუმატებელმა გადატრიალებამ ამ პრობლემების მხოლოდ ერთი ფენა გააშიშვლა. ამასთან, ნათლად დაანახვა მსოფლიო საზოგადოებას, რომ რეალური საფრთხის შემთხვევაში  თურქეთის ჯარების მრავალრიცხოვნობა ვარ გადაწონის ხარისხს!!!
ასე რომ ჯერჯერობით საუბარი რეალურ ომზე ნაადრევია, რადგან NATO-ს ან თუნდაც აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს მაქსიმუმ რამდენიმე თვეში შეუძლიათ ამ კოალიცის ამბიციების მოთოკვა! ამას ერდოღანიცა და პუტინიც კარგად აცნობიერებს!
ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს!
საომარი რიტორიკა ჯერ მხოლოდ რიტორიკაა!
როგორც ქუხს - ისე არ წვიმს!

                                                                                                                         ზაზა პატარავა



Комментариев нет:

Отправить комментарий