вторник, 7 июня 2016 г.

ფრაუ მერკელის ორმაგი სტანდარტები

ნურავინ იფიქრებს, რომ დამთხვევები არსებობსო. ეს მტკნარი სიცრუეა - მოგონილი იმისთვის, რომ მავანმა და მავანმა გაამართლოს თავისი მარცხი, უნიათობა, სულელური ნაბიჯი და ა.შ. 
იმის მაგივრად, რომ რეალურად შევაფასოთ ბოლოდროინდელი მოვლენები, ჩვენ, როგორც გვჩვევია, კი არ ვეძებთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, არამედ ვდგებით სირაქლემის პოზაში და ვაძაგებთ მხოლოდ ქართველობას, თანაც ისე, რომ მხოლოდ მრავლობითი რიცხვის პირველი პირის ნაცვალსახელით ჩვენ ეროვნულ კუთვნილებას და ამავდროულად გარშემომყოფების თვალში ვიცილებთ საკუთარ პასუხიმგებლობას, აქაოდა მე "უცოდველი" გახლავართო...
ამას იმიტომ ვამბობ, რომ სანამ ამ "დონის თვითკრიტიკაზე" გადავიდოდეთ, რეალურად შევაფასოთ მოვლენები. 
უკვე ორი დღეა, რაც ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანია წინააღმდეგია საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა, იმ მიზეზით, რომ საქართველოს მოქალაქეები იქ მოხვედრის შემთხვევაში თავს კრიმინალური საქმიანობით, კერძოდ ბინების ძართვით, ირჩენენ. თან მოჰყავთ "შემაშფოთებელი" ციფრებიც 167 ათასი ბინიდან აბსოლუტური უმრავლესობა თურმე ქართველების გაძარცვული ყოფილა! და ამით კრიმინალიტეტის მთავარ ექსპორტიორებად გამოვყავართ.   http://www.palitratv.ge/palitranewsnews/73777-germaniashi-167-athasi-binidan-umravlesoba-qarthvelebma-gadzarcves-ratom-gamodis-germania-saqarthvelosthan-vizaliberalizaciis-tsinaaghmdeg.html
მე არ გამოვრიცხავ იმ ფაქტს, რომ ქართველ ემიგრანტებს შორის გამოერევა ერთი-ორი ხელმრუდი, მაგრამ აშკარად დაუჯერებელია, რომ ყველა იმ დანაშაულს, რასაც ჩვენგან ემიგრირებულებს მიაწერენ, ნამდვილად ჩვენებურების ჩადენილი იყოს.
ლოგიკურად ვიმსჯელოთ: გერმანიაში სხვადასხვა ჯურის ეთნიკური დაჯგუფებები მოქმედებს, რომლებისთვისაც არაა უცხო ნარკოტიკები, კონტრაბანდა, ადამიანებით ვაჭრობა, ძალადობა და ა.შ. მაგალითისათვის გადადით ბმულზე www.dw.com/ru/гетто-в-германии/a-1225586 
მაგრამ არავინ არ ამახვილებს ყურადღებას ქართულ ეთნიკურ კრიმინალურ დაჯგუფებაზე, თუმცა ბევრს საუბრობენ ვიეტნამურ, ალბანურ, ბოსნიურ, რუსულ, ჩეჩნურ და სხვა ეთნიკურ დაჯგუფებებზე და მათი გავლენის სფეროებზე. ზემოთნახსენები სტატიის დაწერის შემდეგ დიდი დროა გასული და ამიტომ შესაძლოა, რომ მოხდა გავლენის სფეროების გადანაწილება, რაც ნაკლებსავარადუოა. მითუმეტეს ქართველებისათვის. სავარაუდოდ გერმანელებს ქართული კრიმინალური დაჯგუფების შესახებ ინფორმაცია ამდაგვარი რუსული საიტებიდან აქვთ აღებული  www.aferizm.ru/criminal/ops/ops_gryzia.htm   
ან ესპანური კრიმინალური ქრონიკებით სარგებლობდენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარეობს საქართველოსა და ქართველი ერის დისკრიმინაცია! 
ახლა გავიხსენოთ უკანასკნელი 12 თვის მოვლენები გერმანიაში. ხულიგნობა, ძალადობა ქალებზე, გაუპატიურებები, და ყველა ის დანაშაულებები რომლებიც ადამიანის ღირსების შემლახველია. და ყველაფერ ამას არაბული სამყაროდან ლტოლვილები აკეთებენ. სამართალდამცველთა რეაქცია ამ ფაქტებზე კი - ნულის ტოლია. ხოლო საზოგადოებრივი აზრი გამოიხატება იმაში, რომ გაუპატიურებულებული, პატივაყრილი და ღირსებაშელახული ქალები გამოდიან ტელევიზიებით და კიდევ აქეთ უხდიან ბოდიშს მოძალადეებს...
ეს ქართველებთან მიმართებაში "ფრაუ მერკელის" ორმაგი სტანდარტების ერთი მაგალითია.
მოვიდა დრო, რომ გადავიდეთ ამ ორნაგი სტანდარტების პოლიტიკურ შემადგენელზე, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალში იმდენად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს "ფრაუ მერკელსა" და მის გუნდს, საფუძვლიანი ეჭვი მებადება, რომ ამ აბის გახმაურებას შესაძლოა "ფრაუ მერკელის" თბილი სავარძელი შეეწიროს!!!
დავიწყოთ იმით, რომ მერკელის მთავრობა უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან ფეხს ითრევდა რუსეთისათვის სანქციების დადებაზე და ყველაზე ბოლომ ევროკავშირის სახელმწიფოებიდან გამოაცხადა ამ სანქციებთან მიერთებაზე!!! 
ეს შეიძლება დაბრალდეს "ფრაუ მერკელის" მშვიდობისმოყვარეობას, ერთი გარემოება, რომ არა 2015 წლის ბოლომდე გერმანია ითვლებოდა რუსული გაზის მთავარ მომხმარებლად.
დავანებოთ თავი ამ ინსინუაციებს და მივხედოთ ჩვენს პრობლემას: ყველასათვის ცნობილია, რომ როდესაც ევროპარლამენტმა გამოაცხადა საქართველოსთან შენგენის ზონაში ვიზალიბერალიზაციის შესახებ, რუსეთმა, იგივე პუტინმა, მიიღო ანალოგიური დადგენილება. პროცესები ისე წარიმართა, რომ დეფაქტო აფხაზეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ევროპაში მოსახვედრად ქართული პასპორტების აღება დაიწყო. ანალოგიურად ხდება დროებით ოკუპირებულ სამაჩაბლოში. აი აქ იწყება სერიოზული პოლიტიკური თამაში. რუსეთი იძულებულია 2016 წლის სექტემბერ-ოქტომბრისათვის გაცხადებული საქართველოსთან ვიზების გამარტივება ფორსირებულად, სამი თვით ადრე დაეწყო. 
აქედან იწყება ყველაზე საინტერესო: შენგენის ზონის არც ერთ სახელმწიფოს უარი არ უთქვამს, ყოველი შემთხვესათვის ოფიციალურად, საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმიმის გამარტივებაზე. გერმანია კი უარის მიზეზად ასახელებს ბინების ძარცვებს, რომლებსაც ვითომდა ქართველი ემიგრანტები ახდენენ. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება მხოლოდ: "ფრაუ მერკელი" "ევროპულად" ატარებს საქართველოს მიმართებაში დიდი რუსეთის პოლიტიკას!
"ფრაუ მერკელს" შევახსენებ ერთ პატარა მომენტს: დაწყებული კოსოვოს კონფლოქტიდან დღემდე ქართული ბატალიონები, გინდ გაეროს, გინდ ნატოს ეგიდით მიმდინარე კონფლიქტებში ღებულობს აქტიურ მონაწილეობას. ერაყში თუ ავღანეთში ქართული კონტინგენტი რაოდენობრივად მეორე თუ არა, პირველ ხუთეულში მაინც შედის, მაშინ როდესაც გერმანიის ბუნდესვერის მონაწილეობა მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანის მონაქილეობით თუ შემოიფარგლება. საქართველომ დაამტკიცა რომ იგი გაცილებით უფრო მეტს აკეთებს ევროპის უშიშროებისა და სტაბილურობისათვის, ვიდრე გერმანია, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. რა მოტივით? პასუხი მარტივია რუსეთი რომ არ გააღიზიანონ. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ პუტინთან მეგობრობის გარდა "ფრაუ ანგელას" გუნდი რუსეთის პრეზიდენტისაგანაც ღებულობს ფინანსურ სარგებელს...

P.S. თუ ვინმეს გააჩნია კონტრარგუმენტები მზად ვარ მათ მოსასმენად!!!
P.P.S. ამ სტატიის დაწერიდან რამდენიმე საათში ინტერნეტში გაჩნდა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა ეთნიკური დაჯგუფებების დანაშაულობათა შესახებ: საქართველო ამ სტატისტიკით ბოლოდან მეორე ადგილზეა. მაშასადამე ფრაუ მერკელი და მისი გუნდი ტყუის და ამით რუსეთის დაკვეთას ასრულებს!!! http://lenta.ge/2016/06/

ზაზა პატარავა





Комментариев нет:

Отправить комментарий