воскресенье, 19 октября 2014 г.

გენადა

ისე მე თუ მკითხავთ, იტალიურ ეზოებს არაფერი ჯობია! იყო მეზობლებში გადასვლა გადმოსვლა, ზაფხულობით გაერთიანებული ვახშმობები. მრავალსულიანი დილის ხაში და რამდენი ერთი ჩამოვთვალო. ერთი სიტყვითკაი დრო და კაი ეზოც იყო! 
კურიოზები, მოგეცათ ლხენა, ერთი დღეც არ გადიოდა კურიოზების გარეშე!
ჩვენს ეზოში ცხოვრობდა დედა-შვილი ნელი და გენადა! ახლა მათზე იტყოდნენ უწყინარი გიჟებიო. ჰოდა ჩემი ეზოს და მთელს ქუჩაზე მომხდარის კურიოზების 80% ამ დედა შვილზე, უფრო სწორად გენადიზე მოდიოდა!
ნელი დამლაგებლად მუშაობდა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის სასადილოში. ნაშუადღევს გენადი შეიპარებოდა ინსტიტუტში შეარჩევდა ლამაზ გოგონას და სტანდარტული წინადადების მიმართავდა:
- ერთი მაბწკენინე ტრაკზე!
ამის გამო იყო ხშირი სტუმრობა უბნის ინპექტორის ნელისა და გენადისთან. ალბათ ამიტომ აითვალწუნა გენადიმ ჩვენი ინსპექტორი.
(სხვათა შორის უბნის ინპექტორიც ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდა).
ერთ მშვენიერ დღეს ვბრუნდები სახლში ვხედავ უბნის ინსპექტორს რომელიც მშვიდა ესაუბრება ცოლს. უცებ ცოლი აკივლდა და მარცხენა ხელი მარცხენა დუნდულოზე მოიჭირა. რამდენიმე წამის შემდეგ მეორე ხელი იტკიცა მეორე დუნდულოზე და უფრო მაგრად დაიკივლა. იმ მომენტში საახოვის დაჭრა გამახსენდა "კავკასიის ტყვე ქალიდან".
ჩვენმა უბნის ინსპექტორმა. მილიციელისათვის ჩვეული თავდაცვის მდგომარეობა დაიკავა, ანუ ოდნავ წელში მოიხარა მარჯვენა ხელი წელზე დაიდო, მარა რო მიხვდა, რომ იარაღი არ ჰქონდა (იმ მიზეზის გამო, რომ ინსპექტორებს იარაღს არ აძლევდნენ) წელში გასწორდა და განმგმირავი მზერა მოავლო ქუჩას და დაინახა გენადი, რომელსაც ხელში ლაკატკა ეჭირა (სხვათა შორის შორსმსროლელი და ამასთან ყოველთვის ხვდებოდა მიზანს), მეორეთი მუშტს უღერებს ამ ჩვენ მილიციის ლეიტენანტს და უძახის: კიდე გინდა? მიიღებ!
ეს დღე იყო და ჩვენი ინსპექტორი უკვე იშვიათად შემოდიოდა ჩვენთან ეზოში.

Комментариев нет:

Отправить комментарий