четверг, 12 ноября 2015 г.

სოციალური ექსპერიმეტი, თუ გადარჩევის ბუნებრივი პროცესი

ყოველთვის ვამბობდი, რომ არ ვარ გლობალური შეთქმულების მომხრე. ამას ახლაც ვიმეორებ, მაგრამ იმ ფაქტებმა, რომლებიც ნელნელა ჩნდებიან სააშკარაოზე, შესაძლოა  შემაცვლევინოს, აზრი. 
საქმე იმაშია, რომ ინტერნეტში აღმოვაჩინე საკმაოდ საინტერესო სტატია ე.წ. 25-ე ექსპერიმენტის შესახებ.
 http://www.abcwoman.com/psychology/vselennaya-25.html
1972 წელს ამერიკელმა მკვლევარმა ჯონ ბ. კალხუნმა ჩაატარა სოციალური ექსპერიმენტი თაგვებზე. საკმაოდ დიდ ვოლიერში სადაც ყველა პირობა იყო შექმნილი იმისათვის, რომ თაგვებს უდარდელად ეცხოვრათ, მოათავსეს ოთხი წყვილი ჯიშიანი თაგვი. ექპერიმენტის 104-ე დღეს ვოლიერში დაიწყო მატება. საბოლოო ჯამში თაგვების რაოდენობა ექპერიმენტის დაწყებიდან 300 დღის შემდეგ, 600 ერთეულამდეე გაიზარდა. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ რომ არა: ჯერ თაგვებში გაჩნდა იერარქია. „საზოგადოების“ ყველაზე „წარჩინებული“ წევრები ყველაზე საუკეთესო ადგილებში დაბინადრდნენ. გაჩდა ე.წ. „გარიყულთა“ ფენა, რომლებმაც ვოლიერის ცენტრში მოიყარა თავი. თანდათანობით თაგვების „საზოგადოებამ“ ტრანსფორმაცია განიცადა. მდედრი თაგვები უფრო აგრესიულნი გახდნენ, ახალი თაობის „აღზრდა“ მხოლოდ მათ იტვირთეს. და ბოლოს მამრობითი სქესის თაგვებთან სრულებით შეწყვიტეს სექსუალური კონტაქტი. მამრ თაგვებშიც დაიწყო გარდასხვის პროცესი: მათში გაჩნდნენ ე.წ. ნარცისები, თაგვები რომლებიც მხოლოდ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავდნენ. ექსპერიმენტის ბოლოს თაგვებში იჩინა ისეთმა მანკიერმა თვისებებმა, როგორებიცაა კანიბალიზმი, მამათმავლობა. საბოლოო ჯამში 18 თვის შემდეგ მთელი პოულაციიდან გადარჩა მხოლოდ 25 თაგვი. ამ ექსპერიმენტის მრავალჯერადმა გამეორებამ იგივე შედეგები გამოიღო.
სადღაც წავიკითხე, რომ ადამიანთა საზოგადოება თაგვების საზოგადოების მსგავსია. ეს პერეფრაზია და შეიძლება დიდი უზუსტობაც იყოს, მაგრამ თუ გავაანალიზებთ ყველა პროცესს რომელიც დღეს ხდება ჩვენს და არა მარტო ჩვენს საზოგადოებაში, ადვილად დავრწმუნდებით იმაში, რომ „ექსპერიმენტი 25“ მინიატურული ასახვაა იმისა, თუ რაც მოელის კაცობრიობას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დედამიწის მოსახლეობა ძალიან გაიზარდა მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან. მეორეც სააშკარაოზე გამოდის ადამიანის მანკიერი მხარეები ისეთები, როგორიცაა სხვადასხვა სექსუალური გადახრები, მანიაკალიზმი, მამაკაცებში მომატებული ნარცისიზმი და ქალებში - აგრესიულობა! სექტები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დესტრუქციულია. ამას დავუმატოთ გახშირებული ომები... შედეგად - მივიღებთ ისეთ სიტუაციას, რაც იყო „ექსპერიმენტ 25“- ის ბოლოს. საბოლოო ჯამში ამას კაცობრიობის დეგრადაცია და მისი განადგურება შეიძლება მოჰყვეს!























Комментариев нет:

Отправить комментарий