суббота, 9 января 2016 г.

რუსეთ – თურქეთის კონფლიქტი. საინფორმაციო ომი ...

ინერნეტში რუსულენოვან რესურსებზე ჩნდება ინფორმაცია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საუდის არაბეთში ვიზიტისას თურქეტი ლიდერმა ნეჯებ ტაიპ ერდოღანმა თავი ისლამური სამყაროს ლიდერად გამოაცხადა და საკუტარი გეგმები გააცნო ისლამურ სამყაროს: მისი მიზანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და რუსეთის ერთმანეტზე გადაკიდება და მათ შორის მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებაა, რომლის შემდგომ ისლამური სამყარო დაეპატრონება მთელს მსოფლიოს. იხილეთ ბმული http://realnienovosti.com/v-mire/1452176245.html
საქმე იმაშია, რომ ეს აშკარა ტროლინგია რუსეთის მხრიდან, რომლის მიზანია რუსეთ–თურქეთის შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში NATO–მ ნეიტრალური პოზიცია დაიჭიროს. ან საერთოდ გამოაძევოს თურქეტი თავისი რიგებიდან. 
მოდით გავარკვიოთ თუ რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს "ტროლი"? ჯერ ერთი: სიმართლე ვთქვათ, არაბულ სამყაროში თურქეთის გავლენა არც თუ ისეთი დიდია, როგორც ეს სტატიის ავტორებს ჰგონიათ. უფრო მეტიც, თურქეთს, მიუხედავად მისი უდიდესი მცდელობისა, რამდენჯერმე მტკიცე უარი ეთქვა არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში გაწევრიანებისა. მეორეც: ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ თურქეთმა დატოვა NATO–ს რიგები, და შეუერთდა არაბულ სახელმწიფოთა კოალიციას შეძლებს თუ არა თურქეტი გაერთიანებული ძალებითაც რუსეთზე იერიშის მიტანას ისე, რომ საპასუხო დარტყმა არც ისე მტკივნეული აღმოჩნდეს მისთვის? მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შემდეგ თურქეთს ევროპაში რაოდენობრივად მეორე არმია ჰყავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხარისხობრივად და ტექნოლოგიურად თურქული არმია სჯობდეს რუსეთისას. არ რუსული არმიაა დიდი გადამრიე და ფაქტიურად მოიკოჭლებს დისციპლინის საკითხში, მაგრამ თურქული არმიისაგან განსხვავებით, მას საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება გააჩნია და ტექნიკურადაც მისი ჯავშანსატანკო შენაერთები და ავიაცია უფრო თანამედროვედ გამოიყურება, ვიდრე თურქული. ასე რომ ერდოღანს, რომც უნდოდეს ვერ იტყოდა იმას, რაც რუსებმა დაწერეს იმ სტატიაში. 
თუმცა არის ერთი მაგრამ: შეიძლება რუსეთი მზად არის ომისთვის, მაგრამ არა ხანგრძლივი, დროში გაწელილისთვის, რადგან ამისი არცფინანსური და არც ეკინომიკური რესურსები არ ეყოფა!!!
მაშ რას ემსახურებოდა ეს სტატია, თუ არა ომის გაჩაღებას? საინფორმაციო ომი რუსეთსა თურქეთს, რუსეთსა და ნატოს შორის უკვე კარგა ხნის დაწყებულია. და ეს სტატიაც, ისევე როგორც სხვა მრავალი ამდაგვარი სტატია მოწოდებულია მოწინააღმდეგის ინფორმაციულად დასუსტებისაკენ. (პრინციპი იქნებ გაჭრას ასეთ ომში კარგად მუშაობს).
ვინ მოიგებს ამ საინფორმაციო ომს, ჯერჯერობით გაურკვეველია? არავინ იცის რას მოიმოქმედებს ამ კუთხით თურქეთი! დაველოდოთ მოვლენატა განვითარებას!

ზაზა პატარავა








Комментариев нет:

Отправить комментарий