понедельник, 11 января 2016 г.

ისევ საქართველოს ორიენტაციის შესახებ

საქართველო ნებსით თუ უნებლიედ კიდევ ერთხელ დადგა უდიდესი გამოწვევებისა და არჩევანის წინაშე: გასული წელი ისე დამთავრდა, რომ ჩვენ სახელმწიფოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარები ცხვირწინ მიუჯახუნეს, მაგრამ ამის საკომპენსაციოდ, ზაფხულისათვის ევროკავშირში, უფრო ზუსტად შენგენის ზონაში მოხვედრა 90 დღით ვიზის გარეშე შეეძლება ნებისმიერ მსურველს საქართველოდან. ევროკავშირისა და ფაქტიურად მსოფლიოს ნახევარი სახელმწიფოების მკაცრმა სანქციებმა და და ევროპასთან საქართველოს მოსახლეობის უვიზოდ მიმოსვლის "საშიშროებამ", აიძულა რუსეთის ფედერაცია, უფრო სწორად მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოსთან ურთიერთობების "გალხობა–დათბობაზე" წასულულიყო და მანაც გამოაცხდა საქართველოს მოსახლეობისათვის, უახლოეს მომავალში უვიზო რეჟიმზე გადასვლა, რაც საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის მიერ დადებით მომენტად იქნა შეფასებული. 
სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სრულიად მიუღებელია ის აღტაცება და ის იმედები რუსეთის მხარდამჭერი მოსახლეობისა, რაც პუტინის ამ განცხადებას მოჰყვა. ამას მრავალი მიზეზი გააჩნია: 1) 2008 წლის ომი, ოპონენტები აუცილებლად მოაყოლებენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ პირველებმა დაიწყეს საომარი მოქმედებებიო. და თან აუცილებლად ეუთოს ყოფილი ჩინოვნიკის ჰაიდე ტალიავინის კომისიის დასკვნასაც მოიტანენ, სადაც ნათქვამია, რომ საბრძოლო მოქმედებები პირველად ქართველებმა დაიწყეს. ამის საპასუხოდ ვიტყვი ერთს: გამოდის, რომ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღება პოლონელების ბრალი ყოფილა: მათ არ უნდა გაეწიათ წინააღმდეგობა ვერმახტისათვის! 2) რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% და კვლავ ახორციელებს მცოცავ ანექსიას. იმისთვის რომ თავიდან აიცილოს ოკუპანტის იარლიყი, აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუმცა ყველასათვის ცხადია თუ ვინ არის საქართველოს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუსიკის დამკვეთი.
3) პუტინი ერთის მხრივ აცხადებს, რომ სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, მაგრამ ამავე დროს აცხადებს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან ურთიერთობა საქართველომ თავად უნდა მოაგვაროსო, რადგან ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიანო. ბატონი პუტინის ასეთი "მშვიდობისმოყვარული" განცხადებები საკმაოდ ფარისევლურად ჟღერს, ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთი ცდილობს არ დაუშვას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება მის სამხრეთ საზღვრებთან, გარდა ამისა კონტროლი დააწესოს სამხრეთ კავკასიაში გამავალ ნავთობ და გაზსადენებზე. ხო კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, გასული წლის ბოლოს რუსეთმა აფხაზეტი ფაქობრივად საკუთარი "ჯარის" გარეშე დატოვა, უბრალოდ აქცია აფხაზეთის შეიარაღებული ძალები საკუთარი არმიის უბრალო ქვედანაყოფებად რაც იმის მანიშნებელია რომ აფხაზეთის მოჩვენებითი სუვერენიტეტი უახლოეს მომავალში მირაჟივით გაქრება. ხოლო რაც შეეხება  ე.წ. სამხრეთ ოსეთს, მისი ლიდერები აპირებენ რეფერენდუმის გზით რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. რეფერენდუმი კი ამა წლის ზაფხულისათვისაა დაგეგმილი. რა თქმა უნდა, რუსეთი ამ რეფერენდუმს ლეგიტიმურად ჩათვლის, მიუხედავად იმისა, რომ მასში დევნილობაში მყოფი ქართული მოსახლეობა არ და ვერ მიიღებს მონაწილეობას... ხო, კიდევ არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ დეკემბერში "მშვიდობიდმოყვარე" რუსეთმა ისკანდერები განალაგა ოკუპირებულ სამაჩაბლოში. 3) ისტორიული მწარე გამოცდილებიდან ვიცით, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ბოდიშს ვიხდი ასეთი მძიმე შედარებისთვის, შხამიან გველთან ჩახუტებას. არ მოვყვები ახლა ამ ისტორიას თავიდან, რადგან ამის თაობაზე ცნობილ ისტორიკოსებსა მკვლევარებს ბევრი დაუწერიათ. 
რუსეთთან მიმართებაში დღეს საკმაოდ უნიკალურ მდგომარებაში ვიმყოფებით: გაგვიჩნდა შანსი ამ მონსტრზე ზემოქმედებისა საქართველოს სასარგებლოდ! სასარგებლოდ! არადა ასეთი შანსები საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღიარებიდან მხოლოდ ორჯერ გვქონდა: ერთი, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ყოფილი რესპუბლიკებიდან მხოლოდ რუსეთი გახდა საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, თუმცა ჩვენს მთავრობასაც შეეძლო განეცხადებინა საკუტარი პრეტენზიები ამის თაობაზე. რაც შეეხება სსრკ–ს საგარეო ვალს, საქართველო საკუთარ თავზე ან 1/15 ან 1/5 ამ ვალისა. მთელი 90–იანი წლების განმავლობაში შესაძლებელი იქნებოდა მისი დაფარვა. ამავე დროს საქართველოს ექნებოდა შესაძლებლობა გამხდარიყო ერთერთი ბირთვული კეისის მფლობელი. ამ იდეას არ ეწერა განხონხორციელება, რადგან ზვიად გამსახურდიას დროს სხვა სახის პრობლემები იდგა საქართველოს წინაშე და თანაც არა მგონია, რომ ეროვნულ ხელისუფლებას ღირსეულად ჩაეთვალა ამისთანა იდეა. მეორე შანსი მოგვეცა უკვე შევარდნაძის პრეზიდენტობისას, როდესაც საუბარი იყო შავი ზღვის ფლოტის გაყოფაზე საქართველო–უკრაინა–რუსეთს შორის. იმ პერიოდისათვის შავი ზღვის ფლოტის ერთი მესამედი ძლიერ წაგვადგებოდა, მაგრამ რატომღაც საბოლოოდ საქართველო დათანხმდა ნულოვან ვარიანტს, რომლის არსი, პირადად ჩემთვის გაუგებარია, ჩარჩო ხელშეკრულებას რუსეთთან მაშინ არ მოეწერა ხელი, თუმცა შევარდნაძის ხელისუფლებაში ამ ხელშეკრულებაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. საბოლოო ჯამში, ნულოვანი ვარიანტი საქართველოსათვის დამღუპველი აღმოჩნდა! მაგრამ რომ ვაკვირდები დრევანდელ ვითარებას, გამომაქვს დასკვნა რომ დღევანდელი ხელისუფლება იმავე შეცდომას უშვებს, რაც შევარდნაძისა! ამის საფუძველს ის მაძლევს, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსულ "გაზპრომთან". ახლა კომერსანტის თვალით, რომ შევხედოთ ამ სიტუაციას, თითქოს არაფერია, რუსეთი იაფად მოგვყიდის საკუთარ გაზს და შემთხვევით ამ გაზს თუ ევროპისკენ მიმავალ აზერბაიჯანულ გაზს შევურევთ დიდი არაფერი დაშავდება ყველა მხარე იქნება კმაყოფილი. მაგრამ ახლა შევხედოთ ეროვნული ინეტრესების გადმოსახედიდან – ეს სახელმწიფოს ფაქტიური გაწირვა გამოდის. ახლა არ დამიწყოთ 2009–ში სააკაშვილის ხელისუფლებამ რომ უამრავი სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდა რუსებსო, ის ღუ ღალატი არა არის, აგი რატომაა ღალატიო? ორივე ქმედება ქართული სახელმწიფო ინტერესების და თავად საქართველოს სახელმწიფოს ღალატია. იმის მაგივრად, რომ ჩვენ გამოვიყენოთ რუსეთზე ზემოქმედებისათვის მოცემული კიდევ ერთი უნიკალური შანსი, ჩვენი ხელისუფლება "გაზპრომთან" გარიგებაზე მიდის! 
კიდევ ერთ, მართალია, ცოტა მდაბიურს, მაგრამ რეალურ არგუმენტს მოვიყვან: ჯერ ერთი ვერ იგრძნობს გაზის გაიაფებას, პირიქით მას გააძვირებენ! მაგრამ იტყვიან, რომ დოლარებით იგივე ფასია ჩვენი ქართული ლარი გაუფასურდაო... ფულს ჩაიჯიბავენ და არჩევნების შემდეგ აორთქლდებიან ქართული პოლიტიკური ასპარეზიდან! 
მაშინ ვიღამ თქვას მათი საქმე, 
ვინ სადღა იყოს!

ზაზა პატარავა



  




  








Комментариев нет:

Отправить комментарий