ოციოდე წლის წინანდელი ამბავია. ბათუმში ერთი უწყინარი გიჟი დადიოდა. არავის არ ეკონტაქტებოდა, ყოველტვის ერთნაირად იყო ჩამული: მრავალჯერ გარეცხილი და კარგად გამოხუნებული ყავისფერი პიჯაკი, საყელო გადახეხილი თეთრი, მწვანეკოპლებიანი პერანფი და დადახუნებული, გაურკვეველი ფერის ჰალსტუხი. ულვაშები 70-იანი წლებს სტილზე ჰქონდა დაყენებული, სახე ყოველთვის გაპარსული. ჩვენ უწყინარ გიჟს ერთი უბანი ჰქონდა ამოჩემებული: გორკის ქუჩა და კინოთეატრ "თბილისის" მიმდებარე ტერიტორია. დღის განმავლობაში რამდენდენჯერმე შემოუვლიდა თავის "სამბრძანებლოს". საკუთარ თავთან საუბარი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.
ერთ მშვენიერ დღეს მივდივარ გორკის ქუჩით. ჩვენი გიჟიც მოდის სემხვედრი მიმართულებით. მის წინ ახალგაზრდა ლამაზი ქალი და და კარგად ნავარჯიშევი მამაკაცი მოდიოდნენ. (ეტყობოდათ ცოლ-ქმარი რომ იყვნენ). გამისწოდნენ თუ არა სამივე, გიჟი ჩემსკენ შემოტიალდა ქალისკენ თითი გაიშვირა და ხმამაღლა მითხრა:
- ამ ქალს შენ უყვარხარო!
მერე მიუბრუნდა ქალს და მასაც იგივე უთხრა. და ვითომც აქ არაფერიაო, გააგრძელა გზა.
ქალს, "სტალბნიაკი" დაემართა, მის მხლებელს სახეზე ალმური აუვიდა. გამახსენდა ფრაზა "12 სკამიდან" "Бить будут, возможно ногами!" მუშტები მოვამზადე პირველი ორი დარტყმის თავიდან ასაცილებლად. და ველოდები პირველ შემოტევას. ეს ყველაფერი წამებში ხდება. მაგრამ ეტყობა ჩემმა მოწინააღმდეგემ ყურადღება მიაქცია ჩემს, მოკრივესავით გატეხილ ცხვირს, მოერიდა წინააღმდეგობას (ალბათ ეგონა, რომ მიმინუმ კამეესი მქონდა კრივში) დამშვიდდა და დიპლომატიური გზა აირჩია:
- ორი ამისთანა მოწმე და დახვრეტის მუხლი გარანტირებულიაო!
მე შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ ქალი იმდენად დაძაბული იყო ამ მომენტისატვის, ქმარს რომ ხელი არ შეეშველებინა ალბათ წაიქცეოდა. მეც ამ შეყოვნებით ვისარგებლე და იქაურობა, ცხოვრებაში რო არ მივლია, ისეთი სიჩქარით დავტოვე!
მას შემდეგ რამდესაც შევხვდებოდით მე და ეს უწყინარი გიჟი ერმანეთს, იგი ერთს შემოხედავდა ისე, თითქოს მეუბნებოდა ხო კაი საქმე გაგიკეთეო. მე კი 360 გრადუსით ვალივერებდი არემარეს ვინმეს "გარიგებას" ხომ არ აპირებს მეთქი და ნაბიჯს ვუჩქარებდი: გიჟი ხომ თავისუფალია

Комментариев нет:
Отправить комментарий