ესეც 80-იანი წლების დასაწყისში მოხდა:
ერთხელ დედაჩემმა გაიგო რომ მისი მეგობრი ქმარს ფეხი მოუტეხავს და საავადმყოფოში წევს. დაიტვირთა ავადმყოფის მოსანახულებლად. მივიდა საავადმყოფოში მოინახულა ფეხმოტეხილი. მისგან მხოლოდ ის გაიგო, რომ ლუსტრას კიდებდა, დენმა დაარტა და კიბიდან გადმოვარდა და მეტი არაფერი. მაგრა კატერინო (ასე ეძახდნენ დედაჩემს მეგობრები), რისი კატერინო იყო სიმართლე ბოლომდე რომ არ გამოეკვლია: ცალკე გაიყვანა დაქალი ხან რაზე დაელაპარაკა, ხან რაზე და ბოლოს დაქალმა ვერ გაუძლო ასეთ "დაკითხვას" და აღიარა: აღმოჩნდა, რომ ჭაღის დაკიდების მომენტში დედაჩემის დაქალის ქმარი ტრუსებში იყო (ზაფხულში ხდება მოქმედება. ჰოდა, კარგად მოგეხსენებათ როგორი ტრუსები იყო მაშინ). ცოლმა ლუსტრა მიაწოდა და დაინახა, რომ ტრუსის ერთი ტოტიდან ,ოღონდ არ დაუზუსტებია რომლიდან) ქმარს საძაღლის წვერი გამოუჩნდა, ქალმა გაიფიქრა გავეხუმრებიო და უბწკინა მეუღლეს საძაღლეზე! ქმარს ეგონა რომ დენმა დამარტყაო, უცნაურად შექანდა და კიბიდან გადმოვარდა: ფეხიც მოიტეხა და ლუსტრაც დარჩა ოხრად!
ამ ამბის მერე დედაჩემის დაქალი რამდენიმე თვის განმავლობაში ეხვეწებოდა დედაჩემს არავისთან არ ეთქვა ეს ამბავი თორემ ქმარი გამაგდებსო. დაზარალებულს ალბათ დღემდე ჰგონია, რომ ფეხი მოიტეხა იმიტომ, რომ დენმა დაატრყა! ხოლო დედაჩემი თუ მოყვებოდა ამ ამბავს, სახელებს არ ასახელებდა.

Комментариев нет:
Отправить комментарий