суббота, 1 марта 2014 г.

ერთად უძლეველნი ვიქნებით


გუშინ მივხვდი ! მივხვდი რა გვაკლია ქართველებს : ერთგულება 

ერთგულება ღვთისა და ღვთის მცნებებისა !
ერთგულება ერისა და ქვეყნისა !
ერთგულება ოჯახისა !
ერთგულება მეუღლისა ,შვილისა,მშობლისა!
ერთგულება ნათესავთა,მეგობართა ,მეზობელთა და ყველა ჩვენ გარშემომყოფთა !
ერთგულება საქმის მიმართ ,რასაც ვაკეთებთ და ვსაქმიანობთ ! 
ერთგულება საკუთარი თავისა  
ხოლო ამიტომაც გვერხევა რომ ორგულობა მეფობს 


ვეთანხმები ჩემს ფეისბუქის მეგობარს გიორგი დავითის ძე ყეინოშვილს! და ასევე დავამტებდი: გვაკლია მიზანდასახულობა, დაწყებული ყველა კარგი საქმის ბოლომდე მიყვანა. აბა ცუდი და გლახა საქმეები ბოლომდე მიგვყავს...
ყველა იძახის ქართველები მცირერიცხოვანი ერი ვართ და ან რუსეთი ჩაგვყლაპავს და ან ევროპა... კარგი, დავუშვათ,  ეს ქართველი ვაი სკეპტიკოსები მართალნი არიან, მაგრამ მხოლოდ ერთ ნაწილში: საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე ქართველები ცოტანი ვართ, მაგრამ სრულიად საქართველოში (სკეპტიკოსებისათვის ვგულისხმობ ქვეყანას და არა სახელმწიფოს), სამეზობლოში? თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ ბევრნი ვართ იმისთვის, რომ წინ აღვუდგეთ ნებისმიერ აგრესიას, ნებისმიერი მომხდურისა, მათ შორის ყბადაღებული რუსეთისასაც კი. როგორ? ისე როგორც ავღანელები ავღანეთში, სადაც აგერ უკვე ოცდაათ წელზე მეტია რაც მიმდინარეობს ჯერ რუსების (ბოდიში სსრკ-ს) მიერ შემდეგ შინა და ბოლოს აშშ-ს მიერ წამოწყებული ომი.
გავნადგურდებით, არა მგონია. მაგრამ ჩვენი პოლიტიკანები ვიღაცეების ნასწავლით თავს იკავებენ. არადა, ტელეკომპანია "იმედის" მიერ დადგმული ფილმის (ალბათ ყველას გახსოვთ იგი) ჩვენების შემდეგ, რუსეთი სამი დღის განმავლობაში შიშით ცხოვრობდა, აქაოდა ქართველები შურს იძიებენ ჩვენზეო!
მერე კვლავ განაახლეს "ბორდერიზაციის" პროცესი. ასე თუ გაგრძელდა სულ რაღაც ერთ წელიწადში თბილისი  იქნება ერთადერთი ქართული ანკლავი საქართველოს ტერიტორიაზე. 
გვაქვს ქართველებს შანსი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისა? - რა თქმა უნდა გვაქვს. 
მაგრამ მანამდე ერთი რამ უნდა უნდა შევიგნოთ: სანამ ერში არ იქნება ერთობა, მანამ ქართველები ვერეფერს მივაღწევთ. ამას გარდა ნაცხროვაზე გაბრაზებულები უკვე აღარაფერს ვერიდებით და ნებსით თუ უნებლიედ ერს რამდენიმე ურთიერთმოქიშპე ბანაკად ვყოფთ: ევრო-ამერიკოფილები, რუსოფილფობები, თურქოფილები და ჭეშმარიტი პატრიოტები. 
ვაგლახ, რომ პირველი სამის ფეტიში ფულია. მათ ხელში აღმოჩნდა ქვეყნის მართვის სადავები. ამიტომ ისინი ბანკნოტების იქეთ სივრცეს ვერ ხედავენ. ნაცხროვის ცხრაწლიანი მმართველობისას სახელმწიფოში შემოსული ინვესტიციები  2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ საპნის ბუშტივით გაქრა. სამაგიეროდ დაგვრჩა: ევროპული ფსევდოფასეულობები: 1) ჰომო ჰომინუს ლუპუს ესტ (ადამიანი ადამიანისათვი მგელია) 2) გაურკვეველი წარმომავლობის რელიგიური სექტები, 3) აგრესიული სექსუალური "უმცირესობა", მათი მხარდამჭერები და სულისჩამდგმელები. 4) ქართული მიწის უცხოელი შემსყიდველები.   5) რაც მთავარია, გამოსავალის ძიებაში რუსოფობფილების ბანაკს მრავალი ქართველი მიაწყდა.
მთავარი ერთია ევროპოფილებსა და რუსოფობფილებს ერთი რამ საერთო აქვთ: ისინი არ ცნობენ საქართველოს როგორც სახელმწიფოს, ამასთან, ნებისმიერ ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ უცხოელი პატრონების თვალში დაამცრონ ქართველი ერი და რაც შეიძლება უფრო მეტად. 
რაც შეეხება პატრიოტებს: ისინი ფაქტიურად შეზღუდულნი არიან ფინანსურად, აქედან გამომდინარე ერთან აქტიური ურთიერთობის მხრივ. რჩება მხოლოდ ინტერნეტი.   
დღეს ძალიან მძიმე პოლიტიკური ვითარება შეიქმნა სამი დიდი მონსტრის აშშ-ევროპა-რუსეთის უკრაინის დანაწილების მცდელობის გამო. მსოფლიო ახალი ომის საფრთხის წინაშე დგას, ვშიშობ მესამე მსოფლიო.
გამოსავალი ფაქტიურად არ დაგვიტოვეს. მაგრამ შანსი მაინც არის: ქართველებმა დავივიწყოთ უნდა ფულისმოყვარეობა. ეს ერთი. მეორე - ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი: უნდა შემუშავდეს ერთიანი ქართული იდეოლოგია, რომელიც მისაღები იქნება აბსოლუტურად ყველა ქართველისათვის აღმსარებლობის მიუხედავად. რამდენიმე მიმართულება რომელსაც ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საერო ხელისუფლების მხრიდან ესაა განათლება, მეცნიერება, არმია, მედიცინა და ეკონომიკა. 
ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი უნდა გაკეთდეს ერთდროულად, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.














Комментариев нет:

Отправить комментарий