суббота, 18 января 2014 г.

თურქების მიერ მეჩეთის მშენებლობა ბათუმში. ზრუნვა მორწმუნეებზე თუ საქართველოს დაშლის ნაცადი იმპერიული ხერხი


საქართველოს ძლიერება აქ მცხოვრებთა კულტურული სიმდიდრე და მრავალფეროვნებაა. ამ მიწაწყალზე ოდითგანვე სახლობდნენ ქართველები, აფხაზები ებრაელები, ასირიელები და სხვა უძველესი ეროვნების წარმომადგენლები. ამ მრავალფეროვნების შედეგია ის საყოველთაოდ განთქმული სტუმართმოყვარეობა, წესჩვეულებები და ზნეობრივი ქცევის ნორმები რომლითაც ყოველთვის ამაყობდნენ საქართველოს მცხოვრებლნი. ყოველივე ეს სარწმუნეობასთან და ენასთან შერწყმული გვაძლევს ფენომენს რასაც ქართველი და საქართველო ჰქვია. ხშირია შემთხვევა როცა საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნების წარმონადგენელს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულს ჩვენი ქვეყნისადმი ნოსტალგია უმძაფრდება.
საქართველოს ტრადიციულად ცეცხლით და მახვილით ეომებოდნენ მაგრამ ქართველების ერთსულოვნებას და სამშობლოს სიყვარულს ვერაფერი ვერ მოუხერხეს, ვერც მეთოდმა, დაყავი და იბატონე ვერ გაამართლა შიდა ქიშპობისა და გაუტანლობის მიუხედავად საერთო მტრის წინაშე კრიტიკულ მომენტში ყველა ქართული ტომის, კუთხის წარმომადგენელი საერთო ძალით ილაშქრებდა. ვინც საქართველოს წინააღმდეგ პირველმა გაილაშქრა არა მარტო ძალის, არამედ ეროვნული ცნობიერების და ქართველთა ფსიქოლოგიური გადაგვარების გზით, ბიზანტიის იმპერია იყო. მისი ქმედების შედეგი იყო საქართველოს მეფეთა მიერ ტრაპიზონის სამეფოს შექმნა, რამაც გარკვეულწილად გამოიწვია ლაზების ერთგვარი გაუცხოება, რაც ჩვენდა საბედნიეროდ არ გაღრმავდა ბიზანტიის იმპერიის დაშლის შედეგად და ლაზები ისევ საერთო ქართულ სივრცეში მოექცნენ.
მაგრამ სამწუხაროდ ქართველების გარდა ყველა ახერხებს ისტორიის გაკვეთილების გათვალისწინებას. ბიზანტიის იმპერიას ორი მემკვიდრე დარჩა რუსეთი, რომელიც თავს მართლმადიდებულ სამყაროში ბიზანტიის მემკვიდრედ თვლის და თურქეთის იმპერია რომელიც თავს ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიების მემკვიდრედ და მფლობალად თვლის. ორივემ სრულყოფილად აითვისა ბიზანტიელთა მდიდარი მემკვიდრეობა რომლის შესასწავლადაც სამეცნიერო ინსტიტუტებიც შეჰქმნეს და წარმატებითაც იყენებენ კერძოდ საქართველოს წინააღმდეგ.
რუსეთის იმპერიამ 200 წლის მანძილზე მოახერხა არა მარტო საქართველოს ტერიტორიის 2/3 ის გასხვისება და მიტაცება არამედ საუკუნეების განმავლობაში აფხაზეთში ერთად მცხოვრები ქართველი და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მოქალაქეების ერთმანეთზე გადაკიდება. რისთვისაც შექმნა აფხაზეთის ავტონომია, მოხდა ავტონომიის ტერიტორიაზე მცხოვრები აბორიგენული მოსახლეობის აფხაზებად და ქართველებად დაყოფა. ვინც ქართველობაზე უარი განაცხადა და აფხაზად ჩაეწერა მიიღო პრივილეგიები, თანამდებობების, პარტიულობის, უმაღლეს სასწავლებლებში ლიმიტების, სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან განთავისუფლების, სამეცნიერო ხარისხების გაადვილებული დაცვის და თვით სადეპუტატო წარმომადგენლობით ორგანიებში დაჯავშნული ადგილების სახით. ამ და სხვა სახის მუშაობის შედეგად, თუ მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის აფხაზეთის მთელი ინტილიგენციისა და წარჩინებული მოქალაქეებისათვის საქართველო, ქართველი და აფხაზი, ღვიძლი, იდენტური იყო. მეოცე საუკუნის 80 იან წლეებისათვის ერთნანეთისათვის ყველაზე უფრო მონათესავე ერებს შორის წარმოუდგენელმა სიძულვილმა დაისადგურა. რისი შედეგიც, ისევ ქართული მიწაწყლის 1/3 ის მიტაცება იყო რუსეთის იმპერიის მიერ. ქართველებს აფხაზეთში, საკუთარ მიწაწყალზე, გენოციდი მოუწყვეს, განსაკუთრებით ნაციონალისტი სომხებისაგან შემდგარი ბაგრამიანის ბატალიონი გამოირჩეოდა ქართველთა წინააღმდეგ სისასტიკით, ხოლო აფხაზებს როგორც ეროვნულ ათნიკურ ერთეულს ფიზიკური გაქრობა ემუქრებათ. შესაბამისად; ამ კონფლიკტში გამარჯვებული სომეხი ნაციონალისტები და რუსეთის იმპერია აღმოჩნდა.
რუსეთის იმპერიის აგრესიული ქმედების შეგდეგად საქართველომ დაკარგა სამხრეთ საქართველო. რუსეთ თურქეთის ხელშეკრულების საფუძველძე თურქეთის მიერ ოკუპირებული იქნა: ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი ტრაპიზონამდე, სადაც ქართველები დღესაც სახლობენ. ხოლო აჭარაში აფხაზეთის მსგავსად, იგივე მიზნების მისაღწევად, რუსეთსა და თურქეთს შორის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა ავტონომია, რაშიც ქართველების რელიგიური ნიშნით გაცალკევებაში დიდი წვლილი მემედ აბაშიძეს მიუძღვის. ჰერეთი და ლორე გადაეცა სომხეთის ნაციონალისტ ხელისუფლებას / საქართველოს ყველაზე ვერაგ, დაუნდობელ მტერს, რომელმაც ქართული მოსახლეობის სრული გენოციდი მოაწყო. ამ ტერიტორიაზე არცერთი ქართველი არ სახლობს/, საინგილო აზერბაიჯანს. იქ მაცხოვრები ქართველები მართლმადიდებლები არიან. სოჭი და მიმდებარე ტერიტორიები ქალაქ ტუაფსემდე მიიტაცა რუსეთმა და სომეხი ნაციონალისტების მსგავსად ქართველების გენოციდი მოაწყო / რომელსაც ერთადერთი ქართული სოფელი გადურჩა/. ამ მოვლენებიდან 70 წლის თავზე 1993 წელს რუსეთმა ისევ მიისაკუთრა საქართველოს დარჩენილი ტერიტორიის 1/3, მაგრამ უკვე მოღალატე ქართველი ინტილიგენციის, კანონიერი ხელისუფლების დამხობის და ერებს შორის შუღლის ჩამოგდების 200 წლიანი გეგმის განხორციელებით.
რუსეთის იმპერიის ყოფნამ სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ საქართველოში შეზღუდა თურქეთის აქტიურობა, რომელიც ხელსაყრელ მომენტს უცდიდა თავისი იმპერიული ზრახვების განსახორციელებლად. საბჭოთა კავშირის დაშლამ ეს მომენტიც მოიტანა. 1992 წლიდან თურქეთი საგრძნობლად გაატიურდა აფხაზეთსა და აჭარაში, მაგრამ აჭარაში რუსეთის სატელიტის ასლან აბაშიძის არსებობა სერიოზული წინააღმდეგობა იყო თურქეთისათვის. ვარდების რევოლუციის და აბაშიძის გაძევების შედეგად თურქეთს ხელფეხი გაეხსნა. 2008 წლამდე ის საკმაოდ ფრთხილად მოქმედებს. სასწავლებლად ყოველწლიურად თურქეთში 500 მდე ახალგაზრდა იგზავნება, თურქ ბიზნესმენებს რომლებიც საქართველოში ახორციელებდნენ საქმიანობას შეღავათიან სესხებს უყოფდნენ. მოხდა გარიგება სააკაშვილის ნაციონალურ ხელისუფლებასთან, ტრადიციული სასოფლო სამეურნეო კულტურების ჩაის, ციტრუსის და სხვა სოფლის მეურნეობის დარგების განადგურება. რის საფასურადაც სააკაშვილის მოღალატე ხელისუფლება ფინანსურ შეღავათებს ღებულობს. აჭარის ტერიტორიაზე თურქეთის მოქალაქეებზე ეგრეთწოდებულ ბიზნესმენებზე გასხვისდა 1 ლარად უძრავი ქონებისა და მიწის ფართობები თურქეთის საზღვართან. კაშხლების მშენებლობის საბაბით ჭოროხის ხეობის და მიმდებარე ტყის სავარგულების შესყიდვა, რეგიონში დემოგრაფიული სურათის შცვლა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთსა და თურქეთს შორის გარიგების საფუძველზე რომლის თანახმადაც აფხაზეთის სანაცვლოდ რუსეთი თურქეთს აჭარას უთმობდა ოსმანთა იმპერიის მოქმედება უფრო თავხედური და აშკარა გახდა. ხოლო სააკაშვილის გამყიდველი ხელისუფლება და მასთან დაახლოებული მეწარმეები სამშობლოსგაყიდვით შოულობდნენ თანხებს. გურამ ვარშალომიძეს აღარ ეყო ნაპარავი თანხები და მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან თურქების მიერ მშენებარე კაშხლის საჭიროებისათვის 1000000 ლარის ინერტული მასალა კანონის დაღვევით მიისაკუთრა. ნაც მოძრაობის მოხელეთა მოსყიდვით მიღებული იქნა შრომითი კანონმდებლობა, რომელიც თურქ მეწარმეებზე იყო მორგებული და მონათმფლობელური სახელმწიფოს კანონმდებლობას უფრო წააგავს ვიდრე დემოკრატიის მშენებელისა.
რუსეთის და თურქეთის იმპერიებისათვის სასარგებლოდ მაგრამ საქართველოსათვის საუბედუროდ მათ მოკავშირე გაუჩნდათ თავისულების ინსტიტუტის გამოზრდილი ლიბერალებისა და ნაც მოძრაობის სახით. ისინი როგორც 22 წლის წინ შევარდნაძე და მისი ძველი მოკავშირე სამხედრო საბჭო რომლის წევრებიც დღევანდელი პარლამენტარების უმრავლესობას წარმოადგენენ ქვეყანას დაღუპვისაკენ მიაქანებენ. მათ არ ესმით ან პირიქით კარგად ესმით, რომ საქართველო და ქართველი, ეს არის ოჯახის, გვარის, კუთხის და სამშობლოს, ტრადიციების, უფროს უმცროსის, ქალის და დედის, სტუმრის და მასპინძელის, მტრის და მოყვარის, სინდის ნამუსის, წეს ადათის დამცველი და მიმდევარი ერი. ქართველის ცნობიერება ათასწლეულები ყალიბდებოდა. რაც ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ სრულყოფამდე მიიყვანა, რომელსაც ვერანაირი სხვა რელიგიური თუ სხვა სახის ქადაგებანი საფუძველს ვერ აცლიან და რისი შეცვლაც ერისთვის ძლიერ მტკივნეული აღმოჩნდება. სწორედ ამ სიწმინდეების ხელყოფა და ერის ზნეობრივი და სულიერი გადაგვარება ანუ როგორც უწოდებენ /ევროპული ღირებულებების/ დანგრევა განიზრახა ნაც მოძრაობის ლიდერებმა, მათი ქმედებები საფუძვლიან ეჭვს აღძრავს კავშირზე რუსეთის და თურქეთის დაზვერვებთან, რაც ჩემის აზრით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კვლევის საგანი უნდა გახდეს. თუმცა სახელმწფო უშიშროების სამსახური აჭარაში თავისი ქმედებებით თვით აღძრავს ეჭვს ხომ არ გადაიქცა მეზობელი ქვეყნის თურქეთის ანალოგიური სამსახურის ფილიალად.

საქართველო, ქართველი ხალხი როგორც სახელმწიფოებრივი და ეთნიკური ერთეული ათასწლოვან ისტორიას მოითვლის. ქართველებს თვითგადარჩენის ინსტიქტი გენეტიკური კოდის დონეზე აქვთ შესისხლხორცებული. უზარმაზარმა და უძლეველმა იმპერიებმა უდიდესი ძალა და ენერგია შეალიეს საქართველოს დაპყრობასა და დამორჩილებას, მაგრამ ვერაფერი გააწყეს, მათი სახსენებელიც გაქრა.
რადგან თურქეთს რუსეთთან შედარებით რთული ამოცანა ერგო წილად. აჭარა /სადაც ძირითადი მოსახლეობა ეროვნებით ქართველია/ დედა სამშობლოს უნდა მოსწყვიტოს. ამისათვის რელიგიური საკითხის გამწვავებასა და კუთხური სეპარატიზმის გაძლიერებაზე ზრუნავს, ამ ანკესზე სამწუხაროდ ბევრი ჩვენი კუთხის მცხოვრები პოლიტიკოსი და პარლამენტარი წამოეგო, მათი გამონათქვამი და ქმედება ცენტრალური ხელისუფლების როლის შესასუსტებლად ხშირად ნებით თუ უნებლიეთ, თურქეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
გააქტიურეს ჯამეების და მედრესების დაფინანსება თურქული ინვესტიციებით. მოსახლეობის განწყობის შესასწავლად თურქული დაფინანსებით ”აზიზიეს’ მეჩეთის მშენებლობა მოითხოვეს. ომი გამოგვიცხადეს, თუ ხელისუფლება და რეგიონის მოსახლეობა დაუშვებს თურქეთის მოთხოვნით მეჩეთის მშენებლობას ეს დიდ ომში ბრძოლის წაგების და საქართველოს, წინაპრების, მომავალი შვილებისა და შვილიშვილების ღალატის ტოლფასი იქნება. ხოლო თურქეთის შემოტევა უფრი აგრესიული და მოურიდებელი გახდება.
როგორც აჭარის ავტონომიის მემედ აბაშიძის მიერ შექმნის საფუძველშია ჩადებული, რელიგია მთავარი განმასხვავებელი და გამყოფი ფაქტორი, უნდა გამხდარიყო რომელიც ქართულ საზოგადოებაში აუცილებლად განხეთქილებას გამოიწვევდა. ამ მუხანათური გეგმის აშკარა მაგალითია ინდოეთში მუსულმანური მოსახლეობის ექსტრემისტული ქმედებები რამაც ქვეყნის გაყოფა და პეკისტანის სახელმწიფოს ჩამოყალიბება გამოიწვია. იმედი მაქვს ქართველი ხალხი გამოიჩენს გონიერებას, არ აყვება თურქეთის იმპერიის 100 წლიან აშკარა პროვოკაციას და არ დაუშვებს საქართველოს ამ კუთხის განმეორებით ოკუპაციას. უკვე არა თურქი ასკერების, არამედ რელიგიური მსახურების და თურქული ბიზნესის მიერ.

მოკლედ ჩამოვთვალოთ ზოგიერთი მეთოდები რომელთა გამოყენებითაც თურქეთი საქართველოს ებრძვის:
1.ხელისუფლების მოსყიდვა, რისი თვალნათლივი მაგალითია მოქმედი საწარმოების და ქართული ბიზნესის შევიწროვება, ხოლო თურქ ინვესტორთათვის მაქსიმალური ხელშეწყობა. ამ მავნე პრაქტიკის მოშლას არც ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები აპირებენ. როგორც მათი განცხადებებიდან ჩანს ისინიც აპირებენ თურქ ინვესტორთათვის /ოკუპანტებისათვის/ რეგიონში მიწის და უძრავი ქონების მიყიდვას და ბიზნესის გაფართოებაში ხელისშეწყობას.
2. აჭარაში სათამაშო კლუბებისა და საროსკიპოების მასიური გახსნა. საქართველოს დიდ საროსკიპოდ გადაქცევა. სადაც თურქი /ოკუპანტები/ თავიანთ ინტიმურ სურვილებს დაიკმაყოფილებენ. ამ მიმართულებით მათ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან სრული ოჯახური კოჰაბიტაციაც კი ჰქონდათ. იმედია ახალი ხელისუფლება მდგომარეობას გამოასწორებს.
3. ქართული პროდუქციის ექსპორტისათვის თურქეთში წინააღმდეგობების შექმნა.
4. რელიგიური საკითხის გამოყენება მოსახლეობის დაპირისპირებისათვის. ამ მიზნის მისაღწევად თურქეთი უხეშად ერევა შაქართველოს შიდა საქმეებში და ითხოვს მეჩეთის აშენებას თავისი მოქალაქეებისათვის /თურქი ოკუპანტებისათვის/.
5. კუთხური სეპარატიზმის გაღვივება, რომელშიც უნებლიეთ ხელს ზოგი ჩვენი პარლამენტარის და მისი თანაგუნდელების დაუფიქრებელი გამონათქვამებიც უწყობენ. მაგალითად როცა მურმან დუმბაძე თბილისიდან ზეწოლაზე და ავტონომიის უფლებების შეზღუდვაზე საუბრობს.
6. ასობით ახალგაზრდის თურქეთში სასწავლებლად გაყვანა. 15 000 თხუტმეტი ათასი ახალგაზრდაა ამჟამად თურქეთში იღებს განათლებას, რომლთა უმრავლესობაც თურქეთის დაზვერვის ყურადღების საგანი ხდება. არა მგონია საქართველოს სასარგებლოდ.
ასევე იყო აფხაზეთში. მომავალი სეპარატისტები განათლებას რუსეთში ხოლო სამეცნიერო ხარისხებს ერევანში ღებულობდნენ.
7. საქართველოს ისტორიის გაყალბება, როცა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და აჭარას თურქეთის ნაწილად წარმოაჩენენ. გამოსცემენ ამის დამადასტურებელ რუკებს და სასკოლო სახემძღვანელოებში აქვეყნებენ.
8. თურქი ეროვნების მოსახლეობის ჩამოსახლება დემოგრაფიული სურათის შესაცვლელად.
9. თურქეთის და რუსეთის მოკავშირე ნაც მოძრაობის ლიდერების და მათი თანამოაზრე ლიბერალების ძალისხმევა ქართული ენის დაკნინების, ქართული ეკლესიის დამცრობის, ქართული მიწების ინვესტორებისათვის /აგრესორებისათვის/ მიყიდვის, ქართული სოფლის მოსახლეობის უმიწოდ დატოვების. მოსახლეობაში უმწეობის, უიმედობის და მომავლისადმი შიშის დანერვის ხელშეწყობა. რითაც ქართული სახელმწიფოს სიმტკიცეს საფუძველს ურყევენ და წყალს მტრის წისქვილზე ასხამენ.
ეს მცირე ჩამონათვალია იმ დიდი და გამიზნული ქმედებებისა რასაც თურქეთი და საქართველოს მტრები თავისი იმპერიული ზრახვების განსახორციელებლად ატარებს.
P.S. ბოლო დროს შეიმჩნევა ურთიერთობების გაუმჯობესება თურქეთსა და სომხეთს შორის, რადგან სომეხი ნაციონალისტები ამჯერად საქართველოს წინააღმდეგ თურქეთის მოკავშირედ გვევლინებიან აჭარაში. შეგიძლიათ გადაამოწმოთ სომხური დიასპორის და დაშნაკცუტუნის ნაციონალისტური პარტიის სწრაფი რიცხობრივი ზრდა აჭარაში. აფხაზეთი ასევე იწყებოდა. იქ ამ პარტიის წევრი სომეხი ნაციონალისტების მოკავშირე რუსეთი იყო.
საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი.
ხელვაჩაურის პრეფექტი.
ბესარიონ ბიბინეიშვილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий