მოდით, შევხედოთ დღევანდელობას რეალისტურად: დღეს საქართველოს წინ უამრავი
პერსპექტივა აქვს გადაშლილი, მრავალი გზა... მაგრამ რომელია ამათგან ჭეშმარიტი?
დავიწყოთ პირველით: ევრო-ამერიკული გზა. თუ საქართველოს დამოუკიდებლობის
პირველ ფაზაში ევროპასთან ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ¾-ზე მეტს ერის გადარჩენის
გზად მიაჩნდა, დღეს ევროპასთან ინტეგრირების მსურველთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.
ამ ფაქტს ძალიან ბევრი მიზეზი გააჩნია: უპირველეს ყოვლისა ეს არის ქართველი
ერის ძირითადი წარმმართველი ძალის, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, დისკრედიტაციის
მცდელობა.
მას შემდეგ, რაც საქართველომ საჯაროდ განაცხადა ევროპა-ამერიკასთან ინტეგრირების სურვილი, ჩვენს ქვეყანაში სოკოებივით
მომრავლდა სხვადასხვა რელიგიური კონფესიები, რომელთა უმრავლესობა ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა
ჰუმანიტარული მისიების სახით. საბჭოური მმართველობის მიერ ათეიზმის 70 წლიან აგრესიულ
ჩანერგვას მოსახლეობის ცნობიერებაში, უკვალოდ არ ჩაუვლია. სსრკ-ს დაშლის შემდეგ შექმნილი
სულიერი ვაკუუმი, რომელსაც თან დაერთო თბილისის ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი
მთელი საქართველოს მასშტაბით, დესტრუქციული სექტებისა თუ კონფესიების „გასაჯეჯილებლად“
საუკეთესი ყამირს წარმოადგენდა, რითაც ისერგებლეს ამ უკანასკნელებმა. ხოლო მომდევნო
ოცი წელი კი მათი პოზიციების გამყარებას თავისი „რეკომენდაციებით“ (მოცემულ შემთხვევაში
იგულისხმება მოთხოვნები) ევროპა ყოველმხრივ უწყობდა ხელს. მიუხედავად ამისა, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესიასა და ქართულ სახელმწიფოს შორის გაფორმდა ე.წ. კოკნკორდატი.
რომლის საფუძველზე აღიარერებული იქნა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმმართველი როლი
საქართველოში.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განახლდა, ნახევრად ფარული სახით, დედა ეკლესიის
დევნა. რადგანაც „ვარდების“ ხელისუფლებამ მატერიალური კეთილდღეობის სანაცვლოდ მთლიანად
საქართველოს სუვერენიტეტი დადო საწორზე. და რადგან ქართველი თვითიდენტიფიკაციის ერთ-ერთ
გამოხატულებას მართლმადიდებლობა წარმოადგენს და ამასთანავე დედა ეკლესიაა ავანპოსტი
საქართველოს სუვერენიტეტისა, ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ ახალ ფაზაში შევიდა. ეკლესიას
სახელმწიფოს მესვეურები უპირისპირდება. გავიხსენოთ გლდანის ეპარქიის ძალადობრივი დაშლა
და მამა ბასილი მკალავიშვილის დაპატიმრება. რომელიც წინ აღუდგა იეღოვის მოწმეთა სექტის
ექსპანსიას.
ფაქტიურად ამის შემდეგ დგება მეორე ფაზა - „რელიგიური შემწყნარებლობის“
დამკვიდრება. ამი პარალელურად გრძელდება მართლმადიდებლური ეკლესიის, ხელისუფლების მხრიდან
დისკრედიტაციის მცდელობის პროცესი.
როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენეს, ეს იყო ერთ-ერთი
მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი. საქართველოს ხელისუფლება
ფაქტიურად, ბეჯითი მოსწავლესავით ასრულებდა ევრო-ამერიკელი პარტნიორების მოთხოვნებს.
როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ტყუილი დაპირებების სანაცვლოდ. ამის მაგალითები ფატიურად მრავლადაა,
მაგრამ ერთიც საკმარისია: აგვისტოს ომი. ამ ომში ჩვენ კიდევ დავკარგეთ ქართული ტერიტორიების
ნაწილი. საომარი მოქმედებების დასრულებიდან ხუთი წლის შემდეგაც რუსეთის ღია ექსპანსია
დღემდე გრძელდება. ევრო-ამერიკა კი მხოლოდ შეშფოთებას გამოხატავს და მეტი არაფერი.
აჯერად სულ ესაა. დანარჩენს ზეგ შემოგთავაზებთ! J
გაგრძელება იქნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий