понедельник, 12 мая 2014 г.

პროგნოზები

ამბობენ, რომ საკუთარ შეცდომებზე სწავლა ადამიანს სიბრძნეს მატებსო! მაგრამ დღევანდელ ვითარებას მსოფლიოში თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით იმაში, რომ არავინ არ ცდილობს სწავლას არც საკუთარ და არც სხვის შეცდომებზე. უფრო მეტიც, ყველა ერთსა და იგივე შეცდომებს უშვებს: იქნება ეს ევროპა, აზია, აშშ და მითუმეტეს რუსეთი!ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყველა ძლიერ სახელმწიფოს სურს რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს შექმნილი ვითარებიდან და ჩაყლაპოს ტერიტორიულად მასზე პატარა სახელმწიფოები და საკუტარი გავლენა მოახვიოს არა მარტო მეზობლებს, არამედ მის "ტოლ" შორეულ თანამოაზრეებს!
ასეთ ვითარებაში, განსაკუთრებით, რუსეთი იჩენს განსაკუთრებულ აქტიურობას. რაც დრო გადის, მით უფრო ემსგავსება ნაცისტურ გერმანიას. შევადაროთ ერთმანეთს სუდეტის ოლქის შეერთება გერმანიასთან, და ყირიმის ნახევარკუნძულის შეერთება რუსეთის მიერ. უკრაინაში მიმდინარე პროცესები, თითქმის იგივე პირობებს ქმნის რუსეთისათვის, რომ უკრაინის ანშლუსი მოაწყოს. ანუ იგივე გააკეთოს, როგორც ტავის დროზე გერმანიამგაუკეთა ავსტრიას!
თუმცა ამჯერად ეს მეორეხარისხოვანია. დღეისათვის მთავარი ხილული მოქმედება კი არა, არამედ მისი კონტექსტია. რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, საქმე გვაქვს რუსეთის, დაშლასთან, ზუსტად ისევე, როგორც დაიშალა საბჭოთა კავშირი. რუსეთი, თავისი იმპერიული ამბიციოზით კვლავ წამოეგო გამალებული შეიარაღების დასავლეთის მიერ წამოგებულ ანკესს. სავსებით თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ რუსეთი სხვა დანარჩენ მსოფლიოსთან ცივი ომის მდგომარეობაში იმყოფება.
ბუნებრივიად ჩნდება კითხვა: აქვს თუ არა რუსეთს ამ ომში გამარჯვების შესაძლებლობა? თუ გავითვალისწინებთ იმ ტემპებს, როგორი ტემპებითაც ხდება რუსული არმიის გადაიარაღება და წვრთნების სიხშირეები და ა.შ. ერთ დასკვნამდე მივალთ: დიახ, პირდაპირი კონფრონტაციისას რუსეთს შეუძლია პირველ ეტაპზე თუნდაც რამდენიმე წლით გარკვეული წარმატების მოპოვება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს რუსეთის ეკონომიკას იმდენად ძლიერ დარტყმას მიაყენებს, რომ ფაქტიურად გამოფიტავს მთელი ქვეყნის რესურსებს, და მოხდება იგივე, რაც 1917 წელს მოხდა: სამხედრო პოლიტიკური გადატრიალება. რატომ? იმიტომ, რომ დღესაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ რუსეთს შიგნიდან ხრავს კორუფცია და სუზერენ პუტინის ყველა მცდელობა კორუფციასთან ბრძოლისა მხოლოდ კამპანიურ ხასიათს ატარებს და ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს საერთოდ არ ეხება. არადა კორუფციას ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში იმდენად დამანგრეველი ეფექტი აქვს  ქვეყნისათვის, როგორც რამდენიმე ათეულ გიგატონიან თერმობირთვულ ბომბს ბრძოლის ველზე!
შეიძლება შემომედავოს ვინმემ, რომ რუსეთი რესურსებით ძალიან მდიდარი ქვეყანაა, ამას გარდა იგი ევროპის ბაზარზე პრაქტიკულად მონოპოლია ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტებისა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი ტენდენცია მუდმივად შენარჩუნდება: ჯერ ერთი, სავსებით შესაძლებელია აშშ-სა და ევროპის ზეგავლენით არაბულმა ნავთობმომპოვებელმა სახელმწიფოებმა ნავთობის ფასი მკვეთრად დააგდონ, რაც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა კოლაფსში ჩააგდოს.
ამას აუცილებლად მოჰყვება ინფლაცია, პირველადი მოხმარების საქონელზე ფასების კატასტროფული მატება და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რუსეთი არ წარმოადგენს  ერთიან მონოეთნიკურ და მონოკონფესიურ უნიტარულ სახელმწიფოს, ადვილი შესაძლებელია, რომ მას ჯერ პერიფერიული რესპუბლიკები ჩამოშორდება, ხოლო შემდგომ კი სხვა ავტონომიური წარმონაქმნები. ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ნავთობდოლარებით მიღებული სიკეთეები მხოლოდ რუსეთის რამდენიმე ცენტრალურ რეგიონზე ვრცელდება, დანარჩენნი კი ფაქტიურად დოტაციურნი არიან. და რაც უფრო შორდები რუსეტის ცენტრს, განსაკუტრები აღმოსავლეთით, კონტრასტი მიტ უფრო თვალსაჩინო ხდება.
ასე, რომ მითი იმის შესახებ რომ ეკონომიკურ კრიზისს რუსეთი ადვილად გაუმკლავედება, ბათილად შეიძლება ჩაითვალოს.
რუსეთზე ვისაუბრეთ და ახლა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე გადავდივართ: თითქოსდა მათ არაფერი არ უნდაჰქონდეთ საპრობლემო: ეკონომიკა აწყობილი და დალაგებული. მაგრამ იდეალური არაფერია...
საბჭოეთის დაშლის შემდეგ, როგორც ჩანს, ისინი ვერ შეეგუენ ერთპოლუსიან მსოფლიოს, ამს ისიც დაემატა, რომ "წითელი ნახევარსფეროს" კიდევ ერთი გრანდი, ასევე ატომური იარარის მფლობელი ჩინეთიც დაშლის პირას იყო, ხოლო მისი საბჭოეთივით დაშლა გამოიწვევდა უკონტროლო პროცებს მსოფლიოში და ამას შესაძლოა ბირთვულ ომამდეც მივეყვანეთ, სწორედ ამიტომ მოხდა ჩინეთში მრავალდმილიარდიანი ინვესტიციების დაბანდება, რათა ხელი შეეშალათ ჩინეთის რღვევისატვის. რამაც სულ რაღაც ხუთიოდ წელიწადში თავის შედეგები გამოიღო: ჩინეთში დაივიწყეს ტიან მინის მოედანი. ჩინური კომპარტია დარჩა ქვეყნის ერთად ერთ მამოძრავებელ ძალად, ხოლო თავად ქვეყანაში გამოცხადდა, მარტივად რომ ვთქვათ ნეპი - ახალი ეკონომიკური პოლიტიკა (როგორც საბჭოეთში 20-იან წლებში). ამან თავისი შედეგი გამოიღო ჩინეთი ნაკლებად ერევა გლობალურ პოლიტიკაში, მაგრამ სანამდე? - საკითხავი სწორედ ეს არის...
უკაცრავად ცოტათი გავცდი დღვანდელი თემის მიმართულებას: დავუბრუნდეთ ისევ ევროპასა (იგულისხმეთ ევროკავშირი) და აშშ-ს. მოგესხებათ, ორივე მსოფლიო ჰეგემონობისაკენ ისწრაფვის და სწორედ ამით იყო გამოწვეული მეორე პოლიტიკური პოლუსის მოშლა. მაგრამ სწრაფვა ერთია, ამისთვის გარდა შეიარაღებული ძალებისა და თუნდაც ნებაყოფლობით რამდენიმე ათეული სახელმწიფოს გაერთიანებისა, საჭიროა იდეოლოგია. სიმართლე გითხრათ გაოგნებული ვარ რადგან, ასეთი, სუვერენიტეტის, ეროვნულობისა, ეროვნული სულიერების, მენტალიტეტისა და სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების დამანგრეველი იდეოლოგია აქამდე არც ერთ ზესახელმწიფოს კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში  არ მოუფიქრებიათ. ავიღოთ თუნდაც ერთი შეხედვით უწყინარი, თანაც პაციფისტური ტერმინი ტოლერანტობა: თითქოსდა მასში დამანგრეველი არაფერია, მაგრამ აბა წარმოდგინეთ: როდესაც მას ახვევენ ისეთ სახელმწიფოს, რომელშიც საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს ოთხი უდიდესი რელიგიური კონფესიიდან სამი, ქრისტიანობა, ისლამი და იუდაიზმი ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად თანაარსებობდნენ და ამასთან, როგორც ისლამი, ასევე იუდაიზმი აღიარებდა სახელმწიფოში მართლმადიდებლური ეკლასიის დომინანტობას. უცებ სოკოებივით მომრავლდა აგრესიულ-დესტრუქციული სექტები და ყველა დითხოვ განსაკუთრებულ პრივილეგიებს მართლმადიდებლური ეკლესიის ხარჯზე...
ეს პრობლემა კიდევ უფრო ღრმავდება იმით, რომ ევროკავშირი ყოველმხრივ ცდილობს სოდომ-გომორიზმის დაკანონებას და მის ცხოვრებისეულ ნორმად ქცევას. სარგებლობს, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით... სამაგიეროდ იძლევა ეფემერულ იმედებს იმისა, რომ იგი, ყოველივე ამის მიღების შემდეგ მიიერტებს ამ სახელწიფოს და დაიცავ მას ნებისმიერი აგრესიისაგან. ეფემერა ვახსენე იმიტომ, რომ ჩვენი ქართული სახელმწიფო, მხოლოდ იმ შემთხვევასი გახდება ევროპისა და ჩრდილო ატლანტიკური გაერთიანების წევრი, თუ მოისპობა ქართული სახელმწიფოებრიობა და იგი თურქეთის პროვინცია გახდება!
ბუნებრივია მკითხველს გაუჩნდება ასეთი კითხვა: რატომ აკეთებს ევროპა და აშშ ამას? პასუხი მარტივია: მათ აქვთ ძალიან დიდი ფინანსური რესურსები, საუკეთესოდ შიარაღებული სამხედრები. ყოველივე ეს კი ქმნის აბსოლუტური ძალაუფლების ილუზიას. მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა და იგი ადამიანივით რყვნის სახელმწიფოებს. იწყება მათი დეგრადაცია. ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ აქამდე ევროპულ სახელმწიფოებში ადგილობრივი ეროვნული მოსახლეობა თანდატანობით, აფრიკის, არაბეთის აღმოსავლეტ ევროპისა და ჩინური მოსახლეობის უკონტროლო მიგრაციის ხარჯზე. უკეთეს შემთხვევაში მიგრანტთა საერთო რაოდენობა 36%-ს აღწევს! ასეთი ვიტარებაა აშშ-იც. არავინ უწყის როდემდე გაგძელდება ასე! თავის დროზე საფრაგეთში როდესაც მწვალებლობამ (პროტესტანტიზმმა) იმძლავრა მოაწყვეს ბართლომეს ღამე...
ამის წინაპირობები ფაქტიურად უკვე ჩანს. მაგრამ ევროპელები იმდენად არიან ჩაძირულნი საკუთარ მცონარებაშ, რაომ ერთეულების გარდა ამას არავინ ამჩნევს. ამას გარდა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ევროპის სახელმწიფოებში შეიმჩნევა ულტრამემარჯვენე ძალების გააქტიურება, რომელთა მიზანი მოცემულ ეტაპზე საკუღატი სახელმწიფოების ეროვნულობის შენარჩუნება წარმოადგენს. როფორც ცნობილია, ევრიკავშირს უკიდურესი ძალისხმევა დასჭირდა, რომ თავი დაეღწია 2008-2011 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისათვისამდენივე ძალისხმევა დასჭირდა აშშ-საც. და თუ ხვალ კვლავ დაიწყება კრიზისი, რა მოჰყვება ამას?
როგორც ხედავთ ჩემი პროგნოზები რუსეთის, ევროპისა და აშშ-ს მიმართ არ გამოირჩევა ოპტიმიზმით! ფაქტიურად, ვითარება ისე შემობრუნდა, რომ სავსებით შესაძლოა მომდევნო რამდენიმე წელიწადში დიდი პილიტიკური კატაკლიზმების მომსწრე გავხდეთ!!!   

Комментариев нет:

Отправить комментарий