ამას წინათ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება,
იმის თაობაზე, რომ სანამ საქართველო და მოლდოვა არ შესრულებენ გარკვეულ პირობებს, და
ნაკისრ ვალდებულებებს, მანამდე მათ არ მიიღებენ ეროკავშირშიო. გლეხურად რომ ვთქვათ:
- სანამ ევროკავშირში არ მიგიღებთ, მანამდე არაფერი გეტკინოთო! NATO „ასპირანტურაში
გვრიცხავს“, საკანდიდატოს თუ დაიცავთ დოქტორობას
ალბათ ერთი ათ წელიწადში მოგანიჭებთ და ქე გახდებით ჩვენი წევრიო. ესეც იმავეს ნიშნავს.
საკუთარ „მეგობრობას“ მხოლოდ რუსეთი გვატენის, მარა ერთეულების გარდა, ჰა კაი ათეულების
გარდა, გვინდა კი მათი „მეგობრობა“? აქეთ კიდევ თურქეთს გაეხსნა მადა და ბათუმს ზემო
და ქვემო აჭარას იჩემებს, თუმცა აქვე დასძენს, რომ იგი უომრად გახდება ჩვენიო. როგორც
ვხედავთ მინიმუმ ორ სახელმწიფოს გამოუჩნდა ტერიტორიალური პრეტენზიები საქართველოზე.
სად წავიდეთ? რა წყალში გადავვარდეთ? - საკითხავი აი ეს არის! ვისაც „ზაგრანიცას“ დახმარების იმედი აქვს რუსეთთან,
სომხეთთან ან თურქეთთან კონფლიქტისას (ღმერთმა დაგვიფაროს), დატოვოს ყოველგვარი იმედი
სახლში, ისინი მხოლოდ შეშფოთებას გამოხატავენ, დიდი დიდი დამკვირვებლებს გამოაგზავნიან
და ჰუმანიტარული დახმარების სახით წყალს თუ მოგვიგდებენ. მერე მშვიდობა რომ ჩამოვარდება,
აქეთ მოგვდებენ შარს რატო იცავდით საკუთარ მიწასო.
ახლა ეკონომიკური კუთხითაც გადავხედოთ სიტუაციას: გვაძლევს ვინმე ეკონომიკურად
მოძლიერების საშუალებას? როგორც კი ასეთი შანსი ჩნდება, ჩნდებიან ფსევდოინვესტორები,
ფაქტიურად მუქთად იგდებენ ხელში ყველაფერს და სამაგიეროს არაფერს აკეთებენ საქართველოს
ეკონომკის გასაძლიერებლად. თუკი რამეს გააკეტებენ თან გამადლიან და ყოველივე ასეთი
„ინვესტიციის“ განხორციელების სანაცვლოდ ისეთი ცვლილებების გატარებას ითხოვენ, რომლებიც
ქართველებისათვის სავსებით მიუღებელია!
რა უნდა ვქნათ ასეთ ვითარებაში? გამოსავალი ხომ არსაიდან ჩანს! არ არსებობს
გამოუვალი ვითარება: ყველა გამოუვალი ვითარებიდან არის გამოსავალი!
ყველაფერი ახალი - კარგად დავიწყებული ძველიაო! ჰოდა ასეთი კარგად დავიწყებული
ახალი სუამის რეანიმაცია, უფრო სწორად „აბგრეიდი“ გახლავთ.
დიახ, დახმარება, მოკავშირეები და მეგობრები უნდა ვეძიოთ, სუამისნაირ ორგანიზაციაში!
ოღონდ ეს გაერთიანება უნდა იყოს სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური ალიანსი. სახელი თუ
არ მოგვწონს შევცვალოთ ბატონებო!
რადგანაც თურქული „უსისხლო“ ექსპანსია გვემუქრება არა მარტო ჩვენ ქართველებს,
არამედ შავი და ხმელთაშუაზღვისპირეთის ბევრ ქვეყანას, კარგად გათვლილი და დაგეგმილი
მუშაობით, ბევრი მათგანი წამოვა ალიანსტან თანამშრომლობაზე, რადგან ყველას ახსოვს ის
„სიკეთეები“, რაც ევროკავშირმა მოუტანა თუნდაც საბერძნეთს, სადაც ვითარება ფეთქებადსაშიშროებას
დღემდე ინარჩუნებს.
საერთოთ თუ მთელ ევროკავსირს გადავხედავთ, ვითარება იქაც დაძაბულია, მაისში
მოახლოებულია ევროპარლამენტის არჩევნები, სადაც გამარჯვების ძალიან დიდი შანსი მემარჯვენე
რადიკალებს აქვთ. ისინი კი თავის მხრივ ცდილობენ ევროკავშირის, როგორც ეროვნული სუვერენიტეტის
დამთრგუნველი მექანიკური მონსტრის, დაშლას.
არის კიდევ მეორე ვარიანტი: შეიქმნას გაეროს ალტერნატიული ორგანიზაცია.
რატო დავეტაკე გაეროს? - იმიტომ, რომ მან ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები და იქცა
კაცობრიობის კორუფციულ დანამატად! გაეროს გადაწყვეტილებების უმრავლესობის შესრულება
პრობლემატური გახდა მისი ჩამოყალიბებისთანავე. მაგრამ დღეს ამ პროცესმა რუსეთისა და
ჩინეთის უშიშროების საბჭოში ბინძური ვაჭრობის გამო კატასტროფული ხასიათი მიიღო!
არ მინდა ისე გავიდეს, მე ჩემი ვთქვი და ამით დამთავდეს ყველაფერი! ჩემი
აზრით შეუსრულებადი არც ერთი საკითხი არ წამომიჭრია! დანარჩენი კი თქვენზეა დამოკიდებული.
Комментариев нет:
Отправить комментарий