თანამედროვეობაში ძალიან ბევრი მითი შეიქმნა და ფაქტიურად მთელი დღევანდელი
„ცივილიზებული სამყარო“, ფაქტების მიუხედავად მაინც ამ (ნამდვილად არ მინდა ამ სიტყვის
ხმარება, მაგრამ მისი კონტექსტურად შესატყვისი ვერ ვნახე) გამოგონილ ამბებსა თუ მოვლენებს
იყენებს გლობალური, ანტისაკაცობრიო პროცესების გასამართლებლად. მითები კი, ნამდვილად
იმდენია, რომ უკვე ფაქტიურად შეიძლება მათუ კლასიფიცირება მათი წარმოშობის პერიოდით,
მათი დადებითი, თუ უარყოფითი ზეგავლენით კაცობრიობაზე და ა.შ.
ჩემი გამოცდილებითა და დაკვირვებით, მინდა განვაცხადო, რომ აბსოლუტური
უმრავლესობა ამ მითებისა დესტრუქციული და კაცობრიობის გამანადგურებელია.
თანამედროვე მითების ძალიან დიდი რაოდენობას ფემინისტური საფუძველი გააჩნია
და ამიტომ ფემინისტური მითები ჩვენი კლასიფიკაციის პირველ საფეხურზეა.
მიუხედავად გავრცელებული აზრისა, ფემინისტური მოძრაობა მე-18 საუკუნეში
ჩამოყალიბდა, საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში, ქალთა უფლების დასაცავად, მე მაინც
მიმაჩნია რომ ამ მოვლენის სათავეები გაცილებით ადრეულ ეპოქებში უნდა ვეძებოთ. და უპრიანი
იქნებოდა, რომ პირველყოფილი თემური წყობილებიდან დაგვეწყო. მართალია, მატრიარქატის
ეპოქიდან. როგორც ამ ეპოქის მკვლევარები ამბობენ, მატრიარქატის წარმოშობა განაპირობა
იმ პერიოდში ოჯახის ინსტიტუტია არარსებობამ. ეს ქალს აძლევდა საშუალებას რამდენიმე
პატრნიორთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებას და რადგანაც მამომის დადგენა ასეთ სიტუაციაში
პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ტომის წევრები ბავშვების „გენეალოგიას“ დედის ხაზით საზღვრავდნენ.
ამ სიტუაციას ერთი სავსებით დიდი მინუსი ჰქონდა: ინცესტის ალბათობა ერთი დედის შვილებს
შორის ძალიან მაღალი მაღალი იყო. ამასთან შრომის განაწილება მამაკაცებსა და ქალებს
შორის დღევანდელი გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებთ, აშკარა დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა:
თემის დაცვა, ნადირობა და ყველა ისეთი საქმე, რომელიც დიდი ფიზიკურ ძალას მოთხოვდა,
მამაკაცების კისერზე გადადიოდა. ქალები კი ჯერ შემგროვებლობით, ხოლო მოგვიანებით კი
- მიწის მარტივად დამუშავებით შეჰქონდათ საკუთარი წვლილი თემის ცხოვრებაში. სწორედ
ოჯახური ცხოვრების მოწესრიგების პირველი ეტაპი პატრიარქატული საზოგადოების ჩამოყალიბებაა,
რომელმელმაც ამა თუ იმ ფორმით ჩვენს დრომდე მოაღწია. რაც მთავარია ოჯახის ინსტიტუტის
ჩამოყალიბებითა და განმტკიცებით ინცესტის ალბათობა მკვეთრად დაეცა მინიმუმამდე.
მომდევნო ეპოქებში იყო მცდელობები მატრიარქატული საზოგადოების ჩამოყალიბებისა,
მაგალითად: ამაზონთა ცალკეული გაერთიანებების შექმნით. მიუხედავად იმისა, რომ ადრეანტიკურ
ეპოქამდე, იმდროინდელ მსოფლიოში ცნობილი იყო რამდენიმე ასეთი თემი, მაგრამ კლასიკურ
ანტიკურ ეპოქაში, ისინი ფაქტიურად აღარ არსებობდნენ. შესაძლოა იყვნენ ასეთი თემები
ამ ეპოქაშიც, მაგრამ მათი რაოდენობა და გავლენა იმდენად მცირე იყო, რომ მათ არსებითად
არ შეელოთ რაიმე ზეგავლენის მოხდენა ცივილიზაციების განვითარებაზე.
მართალია ბევრ ეპოქასა და სამყაროში, განსაკუთრებით აზიაში ქალებს თითქოს
ფაქტიურად არანაირი უფლებები არ ჰქონდათ, მაგრამ ეს მტკიცებაც შეიძლება მითების კატეგორიას
მივაკუთვნოთ. ალბათ ყველას წაკითხული გაქვთ „ათას ერთი ღამე“. პირადად მე, არ შემხვედრია
ამ ზღაპრების კრებულში თუნდაც ერთი ეპიზოდი, სადაც ქალებს (მხედველობაში მყავს ადამიანები)
ვინმე ავიწროვებდა. ვინმე თუ შემეპასუხება, მრავალცოლიანობა და ა.შ. ამაზეც გიპასუხებთ:
თუ კიდევ ერთხელ წაიკითხავთ ამ ნაწარმოებების კრებულს, თავად დარწმუნდებით იმაში, რომ
პოლიგამია უმთავრესად წარჩინებულთა გვარებში იყო გავრცელებული და ისიც არახშირად.
მეორე არგუმენტი, რომელიც შეიძლება კიდევ გაჩნდეს შეიძლება იყოს ასევე
ის, რომ ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ხალხებისთვის არ იყო იშვიათობა ის,
რომ როდესაც ქმარი გარდაიცვლებოდა, მასტან ერთად ცოლიც უნდა მომკვდარიყო. აქაც გიპასუხებთ,
რომ მრავალ შემთხვევაში როდესაც ცოლი გარდაიცვლებოდა, ქმარიც მას უნდა მიჰყოლოდა.
გარდა ამისა, ანტიკურამდელ და ანტიკურ და პოსტანტიკურ პერიოდებში ქალები
უუფლებონი რომ ყოფილიყვნენ, ყველა ერის ღვთაებათა პანთეონში „გენდერული ბალანსი“ დაცული
არ იქნებოდა. თუმცა ხშირად, განსაკუთრებით ბერძნულ-რომაულ მითოლოგიაში, ეს ბალანსი
ფაქტიურად დარღვეულია ქალღმერთების სასარგებლოდ, თუმცა წამყვანი როლი აქ მაინც მამაკაც
ღმერთებს ეკუთვნით.
მოცემულ კონტექსტში ბუნებრივად ისმის კითხვა: თუ ქალებს თავიდანვე ჰქონდათ
მამაკაცებთან თითქმის გათანაბრებული უფლებები, რატომ წარმოიშვა ფემინისტური მოძრაობა?
ამის პასუხი კვლავ საფრანეთის დიდ რევოლუციის პირველ, იაკობინურ, ეტაპში უნდა ვეძიოთ,
რადგან იაკობინელებმა პირველებმა წამოაყენეს ლოზუნგი ყველა ადამიანის აბსოლუტური თანასწორობისა.
ხოლო, როდესაც ევროპამ დაინახა, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა აბსოლუტურ თანასწორობას,
მითუმეტეს რომ იმ პერიოდში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ამის განხორციელება ერთი ხელის
მოსმით, ძალიან ბევრი უფლება, როგორც ასეთი შეზღუდეს, მათ შორის ქალთა უფლებებიც.
ამის შემდეგ ემანსიპაციის პრობლემა თანდათანობის პირველ პლანზე გადმოდის.
განსაკუთრებული ბიძგი ფემინისტურ მოძრაობას ოქტომბრის სოციალისტურმა რევილუციამ მისცა.
თუ კი ადრე ფემინისტური მოძრაობა ქალთა უფლებში თვლიდა ქალისთვის საარჩევნო ხმის უფლების
მინიჭებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის როლის გაზრდას, ახლა კი ფემინისტები
თვლიან, რომ ქალებს, მამაკაცების თანაბრად, აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ.
ამან კი ტავისი უარყოფიტი გავლენა იქონია, 1918 წლიდან 1925 წლამდე რუსეთის ქალაქებში ქალაქის
მოსახლეობაში მშობიარობა მინიმუმამდე დაეცა. მიზეზი რევოლუციონერი ქალების ოჯახისადმი,
მშობიარობისადმი და ა.შ. უარყოფითი დამოკიდებულება. ეს ერთის მხრივ შეიძლება განპირობებული
ყოფილიყო სახელმწიფოს მძიმე მატერიალური მდგომარეობით, მეორეს მხრივ ქალების დამოკიდებულებით
რევოლუციასა და დიდი ბელადის (ვ.ი. ლენინი) ნაშრომებისადმი. (ეს ჩემი მოსაზრებაა).
ფემინისტურ მოძრაობას კიდევ ერთი ძლიერი ბიძგი მეორე მსოფლიო ომმა მისცა.
რადგან ეს ომი ფაქტიურად ყველას შეეხო და ყველა თანაბრად იბრძოდა გერმანული ნაციზმის
წინააღმდეგ.
დღევანდელი ფემინისტური მოძრაობა რევოლუციის დროინდელს უფრო ჰგავს. იმიტომ
რომ: 1) კნინდება ოჯახის, როგორც საზოგადოების მთავარი ინსტიტუციის როლი. არის შემთხვევები,
როდესაც ეს როლი ფაქტიურად იგნორირებულიცაა. 2) მართალია ამ ეტაპზე, ქალების მხოლოდ
მცირე „ელიტარული“ ნაწილი, უგულველყოფს ქალის რეპროდუქციულ როლს და საზოგადოებას გამრავლების
ახალ მეთოდს - სუროგაციას სთავაზობს, მაგრამ ამით თავად სუროგატ დედებს უწევს ექსპლოატაციას,
რომლებსაც ბავშვებზე არავითარი უფლება არა აქვთ (მონობის სახეცვლილი ფორმა!?).
ყოველივე ამას თავი რომ დავანებოთ: მსოფლიოში ვრცელდება ორი, ჩემი აზრით,
ძალიან ცუდი ტენდენცია: ა) ქალების სურვილი ყველაფერში მამაკაცების მიბაძვისა. ქალები
გამოჩნდნენ პოლიტიკაში, სამხედრო საქმეში, იმ პროფესიებში, რომლებიც ტრადიციულად მამაკცურ
პროფესიებად ითვლებოდნენ. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ქალები, ფიზიოლოგიური თავისებურებების
გამო, ხშირად თავს ანებებენ (ნებაყოფლობით) მამაკაცურ პროფესიებს. და მეორეც დასაქმებული
ქალები, მიუხედავად იმისა, რომ ქალის პირდაპირი მოვალეობაა ოჯახის მართვა და ბავსვების
აღზრდა, ამ მოვალეობებს ფაქტიურად არ ასრულებენ და ოჯახის მოვლის სიმძიმე მთავარ შემომტანს,
მამაკაცს აწვება კისერზე. ფაქტიურად, მამაკაცი ამ და სხვა პრობლემებთან პირისპირ მარტო
რჩება. ამას თუკი დავუმატებთ იმას, რომ სამუშაოს მაძიებლებს შორის უპირატესობას მანდილოსნებს
ანიჭებენ, მგონი სურათი ფაქტიურად ნათელია...
კიდევ ერთი მითი რაც ფემინისტურ მოძრაობას უმაგრებს ზურგს ისაა, რომ ოჯახური
ძალადობის მსხვერპლთა 90%-ზე მეტი ქალებსა და ბავშვებზე მოდის. რაც სიმართლეს არ შეეფერება.
ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით (მე შეგნებულად არ ვასახელებ ამ ორგანიზაციის
სახელს, რათა მკითხველს არ შეექმას მცდარი წარმოდგენა იმის თაობაზე რომადგილი აქვს
ფარულ რეკლამას), რომელიც დაახლოები 5 წელი სწავლობდა ოჯახური ძალადობის პრობლემებს,
ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა 58%-ს მამაკაცები შეადგენენ, დანარჩენს ქალები და ბავშვები.
დასკვნა თავად გამოიტანეთ.
კიდევ ერთი მითი: ქალებს მამაკაცებისაგან განსხვავებით ფიზიოლოგიურად შეუძლიათ
ძლიერი ტკივილების ატანა, ესეც არ შეესაბამება სინამდვილეს. ტკივილის ზღვარი ინდივიდუალურია.
ეს არ არის მხოლოდ ჩემი მტკიცება. ამ მითის
გასაბათილებლად სუროგაციის მაგალითიც საკმარისია.
აი მოკლედ ის, რაც შეეხება თანამედროვე ფემინისტურ თუ გენდერულ მითებს...
მე არ მინდა რომ ვინმეს შეექმნას ცრუ წარმოდგენა ჩემს შესახებ, თითქოს მე ქალთმოძულე
ვიყო. მე ვაფასებ ქალს. მაგრამ არ შეიძლება რომ არ მოგიყვეთ ერთი პატარა ისტორია: საქმეების
გამო ავტობულით მივემგზავრებოდი სარფში. ავტობუსში ყველა სკამი დაკავებული იყო, რომ
ერთ-ერთ გაჩერებაზე ხანში შესული უცხოელი ქალი ამოვიდა და ჩემს გვერდით დადგა. მე,
როგორც ქართული წესით აღზრდილმა, ადგილი დავუთმე ამ ქალს, წარმოიდგინეთ ჩენი გაოგნება,
როდესაც ამ ადამიანმა ფაქტიურად ყვირილი დამიწყო ინგლისურად. შემდგომ გავიგე, რომ თურმე
აღშფოთებული დარჩა ეს ქალი იმით, რომ მე იგი მოხუცებულად, თანაც ქალად ჩავთვალე და ამის გამო ფლირტს ვაპირებდი მასთან.
მგონი, რომ კომენტარი ამ შემთხვევაში არცაა საჭირო...
http://VisitsToMoney.com/index.php?refId=359518
Комментариев нет:
Отправить комментарий