როდესაც საუბარი შეეხება ეკონომიკას, მითუმეტეს ქართულს, არ შეიძლება გვერდი აუაროთ ისეთ ფენომენს, როგორიცაა "ქართული ბიზნესი". იგი თვალსაცინო გამოხატულებაა იმისა, თუ როგო არ შეიძლება ბიზნესის წარმართვა. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ნებისმიერი ბიზნესი, საქართველოში, იქმნება სპონტანურად, ყოველგარი გათვლების გარეშე და მხოლოდ მყისიერ მოგებაზეა გათვლილი. პერსპექტიული განვითარების გეგმაზე მოცემულ შემთხვევასი საუბარიც ზედმეტია. როდესაც ვსაუბრობ მყისიერ მოგებაზე, მხედველობაში მაქვს მოგება 100%-ით. ამაზე ნაკლებ მომგებიანი საქმიანობა ბიზნესად არ ითვლება.
როგორც ჩანს არც ჩვენი ხელისუფალნი იკლავენ დიდად თავს ეროვნული ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფასების ზრდა პირველადი მოხმარების საქონელზე ასე მკვეთრი და მოსახლეობისათვის მტკივნეული არ იქნებოდა.პენსიებიც მიუახლოვდებოდა საშუალო ევროპულ დონეს და ა.შ.
იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩვენს სახელმწიფოს მართავს არა ჩვენი ხელისუფლება, არამედ რომელიღაც უცხოური ტრანსნაციონალური კორპორაცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი, როგორც კორპორაციის ინტერესები ჩვენს ქვეყანაში ხელსეუხებელი დარჩეს. (თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით და ვრცლად ვისაუბრებთ).
ნაღმი #3 განათლება, კულტურა, მეცნიერება, ეროვნული თვითშეგნება
იმედი მაქვს, რომ ყველა დამეთანხმებით იმაში, რომ განათლების დონე საქართველოში, ძალზედ შერბილებულად რომ ვთქვათ, ძლიერ მოიკოჭლებს. ეს განსაკუთრებით უკანასკნელ ათწლეულში გახდა შესამჩნევი. თუმცა არც გასული საუკუნის 90 წლებში იყო გამორჩეული თავისი "მაღალი" დონით. ერთ დროს, განათლებული და წიგნიერი ერი, თანდათანობით უწიგნურობის მორევში ვეშვებით. წიგნი, როგორც ასეთი ფუფუნების საგნად იქცა, უფრო მეტიც, სასკოლო სახელმძღვანელოებიც, მითუმეტეს ახალი, თანდათანობით ფუფუნების საგანი ხდება. თანამედროვე მოსწავლეს სკოლაში ყოფნის დრო, კვირაში უხანგრძლივდება, მაგრამ სწავლების ხარისხმა ფაქტიურად მოიკლო...
რაც შეეხება ქართულ კულტურას იგი ჯერჯერობით რჩება ჩვენი, ქართული იდენტობის ინდიკატორად, მაგრამ დაღმასვლა აქაც იგრძნობა. მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება არ ვახსენო სუხიშვილების "ქართული ბალეტი". მახსენდება ერთ ერთი ახალი წლის ღამე ბათუმში, როდესაც ანსამბლი ფალიშვილის საცეკვაო მუსიკის თანხლებით ბანანების პარიკებსა და ფრაკებში გამოწყობილნი ცეკვავდნენ. ვერ გაარჩევდი ვინ ასრულებდა ქალი პარტიას ვინ კაცის. ეტყობა ყბადაღებული" გენდერული პოლიტიკა იმდენად გაისისხლხორცეს "ქართული ბალეტის" მესვეურებმა, რომ მათ მიერ დადგმული ცეკვების უმრავლესობაში ვერ გაარკვევს კაცი თუ ვინ ასრულებს კაცის პარტიას ქალი თუ კაცი. ამასთან როგორც ჩანს სუხიშვილებმა, ბუშის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, საერთოდ უარი თქვეს ისეთ ატრიბუტზე, როგორიცაა ხანჯალი...
მთლათ, დალაგებული რომ არაა შოუ-ბიზნესში საქმეები ჩვენს ქვეყანაში ამაზე ორი აზრი არ არსებობს. გაიხსენეთ და შემდეგ გამახსენეთ, როდის დაესწარით, ან როდის გაიგონეთ, ან სად ჩატარდა შვენი შოუ-ბიზნესის "ვარსკვლავების" თუნდაც ერთი სოლო კონცერტი.
არც ქართული კინოინდუსტრია გამოირჩევა მრავალფეროვნებით...
ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია ამ სფეროში ჩვენსთავსდამტყდარი პრობლემებისა...
კულტურის შემდეგ ცოტა ძნელია მეცნიერებაზე საუბარი, რადგან როგორც ჩანს მეცნიერება საქართველოში, განსაკუთრებით ტექნიკური, მხოლოდ ფორმალურად არსებობს. რარაც ძვრები შეინიშნება არქეოლოგიაში და საერთოდ ისტორიულ მეცნიერებაში, დანარჩენში კი ფაქტიურად სტაგნაციაა. ასეთი რამ საბჭოეთი პერიოდშიც არ მომხდარა. მაშინდელ პრესის სათაურებს თუ გადავხედავთ, საშუალოდ წელიადში ერთხელ ან ორჯერ, მაინც წავიკითხავდით ქართველ მეცნიერთა აღმოჩენას და ა.შ. შეიძლება ყველაფერი ეს უფულობას დავაბრალოთ, მაგრამ ერთ პატარა ფაქტს გავიხსენებ: თუ არ ვცდები 1996 წელს საქართველომ კოსმოსში გაუშვა პირველი ქართული ხელოვნური თანამგზავრი. ყველას იმედი გაუჩნდა, რომ ქართული მეცნიერება წინ წაიწევს, მაგრამ არაინფორმირებული ადამიანისათვისაც ნათელია, რომ იმის შემდეგ არაფერი არ გაკეთებულა. რა თქმა უნდა ფინანსების გარდა, მოცემულ შემთხვევაში კადრების პრობლემაცაა, მაგრამ როდესაც ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლები ახდენენ გადაკვალიფიცირებას, ამის შემდეგ რა უნდა ვთქვათ ტექნიკური მეცნიერებების შესახებ? რაც არ არსებობს, ან ჩანასახოვან სტადიას დაუბრუნდა, მათზე ვერავინ ვერაფერს იტყვის.
განატლების დეფიციტის ბრალია, რომ საქართველო, უფრო სწორად ქართველი, კარგავს თავის ეროვნულ თვითსეგნებას. დავუბრუნდები ისევ სსრკ-ს პერიოდს, უფრო სწორად მის ბოლო წლებს, გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ საქართველოსნაირი მაღალი ეროვნული თვითშეგნება არც ერთ ერს არ ჰქონია. დღეს კი ახალგაზრდების საკმაოდ დიდ ნაწილს თვიიდენტიფიკაციის პრობლემა გააჩნია...
ნაღმი #4 "რელიგური მრავალფეროვნება"
კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც საქართველოში შემოვიდა კრშნას მოძღვრება. სექტანტები ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ავრცელებდნენ მათ ლიტერატურას. არავინ სდევნიდა მათ, რადგან თვლიდნენ, რომ (იმ დროს სამართლიანადაც) ინდუისტურ რწმენებზე აგებულ მოძღვრებას ჩვენს ქვეყანაში მიმდევრები ნაკლებად ეყოლებოდა. და ფაქტიურად ასეც მოხდა: დღეს საქართველოში აქა იქ თუ შემორჩა კრშნაიზმის მიმდევრები. ის ფაქტი, რომ კრშნაიზმი დესტრუქციულ სექტას წარმოადგენდა, გაცილებით მოგვიანებით გახდა ცნობილი. თუმცა როგორც ჩანს ეს მოვლენა სხვა სექტებისათვის (რომლებიც საკუთარ თავს რელიგიურ კონფესიებად მოიაზრებენ) ინფორმაციის საუკეთესო წყარო გახდა. უნდა ითქვას ისიც, რომ კშსნაიზმმა იმ დროს შემოაღწია საქართველოში, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ეკონომიკურად შეძლებულ ქვეყანას წარმოადგენდა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის სექტანტური სწავლებებიმხოლოდ ლიტონი სიტყვები იყო. მაგრამ როდესაც ქვეყანაში ეკონომიკა სტაგნაციურ მდგომარეობაში ჩავარდა, სწორედ ამ მომენტიდან იწყეს ქვეყანაში სხვადსხვა დესტრუქციულმა თუ არადესტრუქციულმა სექტებმა დენა. მათ ფაქტიურად იყიდეს საკუთარი "მრევლი". ხოლო თუ ერთხელ მოხვდი სექტაში, იქედან თავის დაღწევა სამწუხაროდ ძლიან ძნელი ხდება. სექტებმა ამ დროს ცხვრის ტყავში გამოწყობილი მგლის ტაქტიკა გამოიყენეს... არ ერიდებოდნენ აშკარა პროზელიტიზმს. რის გამოც შეძლეს საქართველოს მოსახლეობის ნაწილის გადაბირება. მათ "მრევლის" რაოდება იმდენად გაზარდეს, რომ დღეს "პოლიტკორექტულობის" დაცვისგამო მათ კონფესიები უნდა უწოდოს ადამიანმა და არა სექტები. მიუხედავად ამისა ისინი მაინც სექტებად რჩებიან...
გაგრძელება იხილეთ ხვალ

Комментариев нет:
Отправить комментарий