ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ საქართველო თანდათან ემსგავსება შენელებული მოქმედების ნაღმებით სავსე ველს, სადაც ყველას შეუძლია შესვლა, სეირნობა, დროის გატარება და ა.შ. ყველამ კარგად იცის თუ რა მოელის ნაღმზე ფეხის წამოკვრისას, მაგრამ რადგანაც ნაღმი შენელებული მოქმედებისაა და არაფერი არ ხდება ჯერჯერობით, ამიტომ მავანნი და მავანნი ადრენალინის მეტი გამომუშავებისათვის, მაინც აგძელებს ამ ველზე საკუტარ საქმიანობას. სხვანაირი შედარება ამ მომენტისათვის შეუფერებელი იქნება: ჯერ ერთი იმიტომ რომ შიდასახელმწიფოებრივი, რელიგიური თუ ეროვნული წინააღმდეგობები, რომლებმაც ბოლო წლებია რაც თავი წამოჰყვეს საქართველოში, აშკარად ხელივნური წარმოშობისაა და ბუნებრივი პროცესებისაგან განსხვავებით, მათ სათანადოდ მოწიფებისათვის გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ. საბედნიეროდ ჯერჯერობით ეს დრო არ დამდგარა, მაგრამ არავინ არ ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველა ელოდება ფინალს ფატალური მორჩილებით.
რადგან შენელებული მოქმედების ნაღმებზე ჩამოვარდა საუბარი, აუცილებელი განვიხილოთ თითოეული მათგანი, რა საფრთხეს წარმოადგენენ ისინი ჩვენი, ქართული რეალობისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი მათგანის ამოქმება ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რასაც არა მარტო ქართული სახელმწიფოებრიობის, არამედ ქართველი ერის განადგურება მოჰყვება!
ნაღმი #1: შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკური დაპირისპირება:
ალბათ ბევრი იტყვის, რომ პოლიტიკური დაპირისპირება ყველა ცივილიზებულ სახემწიფოშია, მაგრამ ამისტვის არვის არავინ მოუკლავსო! დაგეთანხმებით, ბატონებო! მაგრამ საქართველო არ შედის იმ ცივილიზებულ სახელმწიფოთა ჩამონათვალში, რადგანაც სწორედ ამ ე.წ. ცივილიზებულმა სახემწიფოებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს ერისათვის დამღუპველი ხასიათი მიეღო. გავიხსენოთ საქართველოს უახლესი ისტორია, განსაკუთრებით მისი უკანასკნელი ოცდაორი-ოცდასამი წელი: საქართველოში მიმდინარე ნებისმიერი დაპირისპირება ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობდა. ეს დაპირისპირებებს, ქართველი ერი, შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანდა, რომ ასეთ დაპირისპირებებს ქართული ტერიტორიების ნაწილი არ გადაჰყოლოდა. თუ ვინმეს დაავიწყდა გაგახსენებთ: აფხაზეთი და სამაჩაბლო! და ყველაფერი ეს ამა თუ იმ მმართველის ზეობის პერიოდში ხდებოდა.
დღეს, საქართველოს პოლირიკური სპექტრი იმდენად ჭრელია, რომ ძნელი ხდება მათში ჭეშმარიტად ეროვნული ძალის გამოყოფა. შდეგად კი მივიღეთ ის, რომ მართალია 2012 წლის ოქტომბერში "ერთიანი ნაციონალური ხროვა" ჩამოშორდა სახელმწიფოს მართვის სადავეებს მაგრამ ფაქტიურად "ერთადერთი ოპოზიციური" ძალა გახდა, ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივით.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა მიერ გამოცხადებულმა რებრენდინგმა არ გამართლა. არც მათი უცხოელი ლობისტების რჩევებმა, იმის თაობაზე, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თვითლიკვიდაცია გამოეცხადებინა და მის მაგივრად ახალი პარტიული ბრენდი გაჩენილიყო, ჰპოვა გამოხმაურება. ამიტომ ნაცხროვა გამოსავალს მხოლოდ ერთში ხედავს, არსებული ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაში. მათი იდეების მეტნაკლებად გამართლებას ე.წ. კოჰაბიტაციის პერიოდმაც შეუწყო ხელი, რამაც ისინი გამოიყვანა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შოკიდან. და ახლა ისინი საისხლიანი რევანშისათვის ემზადებიან!
თუმცა არის მცდელობა მთთან შეწინააღმდეგებისა ცალკეული პარტიების ლიდერთა თუ სახელწიფოდ პირველი პირებიდან, მაგრამ ისინი მხოლოდ ერთეულებს წარმოადგენენ და არსებულ სურათზე გავლენას მცირედით თუ ახდენენ.
ნაღმი #2: ეკონომიკური დამოკიდებულება
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშკარა ხდება, რომ მონსტრ სახელმწიფოსთან ერთად ძალადობრივად თავსმოხვეული ე.წ. სოციალისტური ფორმაციაც, უნდა ცაბარებოდა ისტორიას. მაგრამ ეს უნდა გაკეთებულიყო მისახლეობისათვის ნაკლებ მტკივნეულად, როგორც ეს ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ განხორციელდა. მაგრამ როგორ ჩანს ევრო-ამერიკელ პარტნიორებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება გააჩნდათ, ვიდრე ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ. როგორც ჩანს, ჩვენს უცხოელ "პარტნიორებს" არ მოსწონდათ და არც ახლა მოსწონთ ჩვენი რეგიონის ქვეყნების, განსაკუთრებით, ნავთობითა და გაზით მდიდარი აზერბაიჯანისა და საქართველოს მეტნაკლებად დამოუკიდებელი პოლიტიკა ევროპა-აზიის გზაგასაყარზე. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ნაკლებია ენერგეტიკული რესურსები (ნავთობი და ბუნებრივი აირი), ამიტომ, როგორც ჩანს ჩვენმა უცხოელმა "პარტნიორებმა" საქართველოს დამორჩილება სავალო კაბალით. პირველი დიდი კრედიტი ჯერ ჯიდევ ედუარდ შევარდნაძემ აიღო თურქეთისაგან 50 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით. ფაქტიურად უცნობია თუ რას მოხმარდა ეს თანხა. იმ დროს ქვენის ბიუჯეტი თვიდან თვემდე ძვლივს ჰყოფნიდა საქართველოს... 1990 წლიდან 1995 წლამდე, ქართული ეკონომიკა ფაქტიურად სტაგნაციაში იმყოფებოდა, ხოლო პოლიტიკა, სიბნელეში ხელის ფათურსა და შავი კატის ძიებას უფრო ჰგავდა.
ქვეყანის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მეტნაკლებად დარეგულირების შემდეგ, დაუწყო უცხოური კაპიტალის შემოდინება, მაგრამ მათი რაოდენობიდან მხოლოდ მცირე ნაწილი თუ იყო ინვესტიციებისა და ეკონომიკის განვითარებისათვის გამოყოფილი, უდიდესი ნაწილი ჩინოვნიკთა ჯიბეებსა და სხვადასხვა საეჭვო პროეტებზე იხარჯებოდა. ფაქტიურად ამ პერიოდან იწყება ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების, ანუ დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვთქვათ, "გრანტიჭამიების" ეპოქა.
ეკონომიკის მამოზრავებელი საშუალო ფენა ფაქტიურად გაქრა. პოლიტიკური სპექტრის სიჭრელემ ხელი შეუშალა ერთიანი პოლიტიკური პლათფორმისა და კურსის შემუშავებას. ვინაიდან ყველას საკუთარი ხედვა ჭემარიტად მიაჩნდა. ამასთან თავად სახელმწიფო აპარატიც არ იყო დაინტერესებული ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში...
შედეგად მივიღეთ ის, რომ ფაქტიურად საქართველოს საგარეო ვალი, ყოველწლიურად იზრდებოდა.
მიუხედავად ამისა, საუკუნის დასაწყისისათვის თავი დავაღწიეთ ეკონომიკურ სტაგნაციას, მაგრამ ამ დროისათვის სსრკ-ს ერთ-ერთი ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი რესპუბლიკა, განვითარებად ქვეყნად იქცა, თანაც ისეთად, რომელსაც ყველა, ვისაც არ ეზარება, ჭკუას ასწავლის. ხან ერთი გააკეთე და ხან მეორე - პირველის საპირისპიროო.
P.S. ჯერჯერობით ამაზე შევჩერდეთ, რადგან დანაღმული ველის განაღმვას დიდი დრო და სიფრთხილე სჭირდება!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий