суббота, 9 января 2016 г.

თურქული ბაზა საქართველოში პრობლემების მეტს არაფერს მოგვიტანს

ინტერნეტში ფრიად არასასიამოვნო ინფორმაციას წავაწყდი: თითქოსდა უახლოეს მომავალში თურქეთი საქართველოში სამხედრო ბაზის დაფუძნებას გეგმავს. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ საქართველო სამმხრივი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება! დიახ, სამმხრივი, რადგან თურქული ბაზის საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნება ნიშნავს: ა) თურქული გავლენის ზრდას არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონში; ბ) საქართველოში თურქული ექსპანსიის ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას; გ) ურთიერთობის გამწვავებას რუსეთის მთავარ სატელიტთან სამხრეთ კავკასიაში – სომხეთთან, (ამ შემთხვევაში იგულისხმე  –რუსეთთან) დ) მომავალში ჩვენი ქვეყნის, ამ ორი დიდი მონსტრის რუსეთისა და თურქეთის საბრძოლო მოქმედებების არენად გადაქცევას. და მნიშვნელობა არა აქვს თუ ვინ გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში: საქართველო აღარ იარსებებს!!!
აი ასეთი არასასიამოვნო პროგნოზი იმ შემთხვევისათვის, თუ ქრთველი პოლიტიკანები, ძნელია მათ პოლიტიკოსები ვუწოდოთ, გადაწყვეტენ საქართველოში თურქული სამხედრო ბაზის გახსნას! 
შეიძლება გამომიჩნდეს ვინმე ოპონენტი, და თავისი ოპონირება დაიწყოს იმით, რომ თურქეთი, NATO–ს წევრი ქვეყანაა და ასეთი ბაზა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კარებს უფრო ფართოდ გაგვიღებს. ამ ოპონენტთა საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ თურქეთის, ალიანსში გაწევრიანება იძულებითი ნაბიჯი იყო NATO–ს მხრიდან. ეს ერთი. მეორეც  გადახედეთ თურქეთ–საბერძნეთის ურთიერთობას იმ პერიოდიდან, როდესაც ეს ორივე სახელმწიფო სახელმწიფო ალიანსის წევრი გახდა. დიახ, მხედველობაში მაქვს კვიროსის გარშემო ამტყდარ თურქეთ–საბერძნეთის დაპირისპირებას: ალიანსმა ნეიტრალობა არჩია. შედეგად ამ კუნძულ–სახელმწიფოს დიდი ნაწილი თურქეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. 
არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ რუსეთ–თურქეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის  შემთხვევაში NATO სამხედრო ძალით დაეხმარება თურქეთს, ეს არ შედის წამყვანი ევროპული ქვეყნების ინტერებში, რადგან ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიდან, თურქეთი მრავალ საკითხში დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. ეს კი ევროპელ პარტნიორებს, აქამდე მხოლოდ გარკვეულ დისკომფოტს უქმნიდა, მაგრამ თურქული მხარის მიერ რუსული СУ-24–ის ჩამოგდებამ, NATO–ს პრობლემები შეუქმნა, ფაქტიურად ისინი ახალი ფართომასშტაბიანი ომის საფრთხის წინაშე დააყენა.
რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ სიტუაციაში? გამოსავალი ერთია: უნდა შევინარჩუნოთ აგრესიული ნეიტრალიტეტი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არავის საქმესი არ ვერევით, მხოლოდ ვიბრძვით ჩვენი ინტერესების დასაცავად ანუ ამ ეტაპზე ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისათვის!!!

ზაზა პატარავა


Комментариев нет:

Отправить комментарий